მადნეული მდინარე მაშავერას წამლავს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : მადნეული მდინარე მაშავერას წამლავს
ნანახია: 1267

მადნეული მდინარე მაშავერას წამლავსგადამთიელებს ოქრო, კობა ნაყოფიას "ბრწყინვალების ორდენი", მოწამლული მაშავერა და დაავადებული მოსახლეობა

ბოლნისის დაბინძურებული ჰაერი და წყალი, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არ არის საშიში. ბოლნისში მოყვანილი ბოსტნეული და ხილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ბაზრებში იყიდება. თბილისის ნავთლუღის საბითუმო ბაზარში ბოლნისის რაიონის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები: კიტრი, პომიდორი, კარტოფილი და ა.შ ტონობით ჩამოაქვთ და მთელს ქალაქში ვრცელდება.
მადნეულის საბადო თბილისიდან 80 კილომეტრში მდებარეობს, სადაც სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის შემცველი კვარციტების მოპოვება ხდება. ამიტომ, ინვესტორებისა და ხელისუფლებისთვის, ის ყოველთვის მიმზიდველი ადგილია. ”ვარდების რევოლუციამდე” საწარმოს 97% სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. ექსპერტებმა, რომლებმაც დეტალურად შეისწავლეს პრივატიზაციის პროცესი ამბობენ, რომ ის დარღვევებით წარიმართა. საბოლოოდ ეკონომიკის სამინისტრომ უპირატესობა რუსულ ”სტენტონ იქუითიზ ქორპორეიშენს” (Stanton Equitieze Corporation) "პრომიშლენიე ინვესტორის" შვილობილი კომპანიას მიანიჭა. გამარჯვებულ კომპანიას სხვადასხვა ვალდებულებების პარალელურად გარემოს დაცვითი საკითხების შესრულება დაეკისრა. საკონკურსო პირობების მიხედვით კომპანიას გარემოს დაცვის სამინისტროში გარემოს უსაფრთხოების პროგრამა უნდა წარედგინა. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების CENN ქსელის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ დოკუმენტში წარმოდგენილია ყველა ის პრობლემა, რაც იწვევს გარემოზე მავნე ზემოქმედებას "მადნეულის" მხრიდან.
”წყლის რესურსების დაბინძურება ხდება ძირითადად სხვადასხვა ნაგებობებიდან: კარიერი, მილსადენები და ა.შ. ჩვენმა ორგანიზაციამ გააგზავნა წერილი, სადაც კონკრეტულად ითხოვდა პასუხს, როგორ იყო მოგვარებული ის პრობლემები, რომლის შესახებაც თვითონ ”მადნეული” წერდა. სამწუხაროდ, პასუხი დღემდე არ მიგვიღია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წესრიგში არ არის”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ბოლნისის რაიონის მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ჩივის, რომ დაბინძურებული მდინარე მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში განსაკუთრებით უშლის ხელს. დაბინძურებული მდინარის პრობლემა მიწით მოსარგებლებისთვის დიდ სოციალურ პრობლემად იქცა. წყალი ლაბორატორიულად რომც არ შეამოწმოთ, ფერზეც ეტყობა როგორი დაბინძურებული და არაბუნებრივია. შესართავთან კარგად ჩანს განსხვავება, როგორ ერევა მდინარე მაშავერას `მადნეულის” საწარმოდან გამოსული ნარჩენები. ამ პრობლემის გამოსწორების პირობა მადნეულმა ჯერ კიდევ 4 წლის წინ დადო.
2006 წელს პრივატიზაციის შედეგად გამარჯვებულ "სთენდვენ ლიქვიდის კორპორეიშენმა" გარემოს დაცვის სამინისტროში ეკოლოგიური პროგრამა წარადგინა. დოკუმენტში მითითებულია: "გათვალისწინებულია სადრენაჟო დანადგარებიდან კუდსაცავში (სანაყაროზე) დაბრუნება" სინამდვილეში კი ეს წყლები 3 მილის მეშვეობით ჩაედინება ფერდობზე და შემდეგ მდინარე კაზრეთულაში, საიდანაც უერთდება მდინარე მაშავერას".
პროგრამა იმიტომ მოამზადა "მადნეულმა", რომ გარემოს დაბინძურების კერები დაეფიქსირებინა, შემდეგ კი აღმოეფხვრა, თუმცა 4 წლის შემდეგ ვითარება უცვლელია. დოკუმენტში ნახსენები მილებიდან ტონობით დაბინძურებული წყალი ჩაედინება მდინარეში. მადნეულის ყოფილი დირექტორი კობა ნაყოფია საწარმოს 2004-2008 წლებში მართავდა, ხოლო 2008 წელს "მადნეულიდან" "საქართველოს ნაციონალური მოძრაობის" სახელით პარლამენტში გადაინაცვლა. "მადნეულის" მიერ გარემოს დაბინძურების გამოსწორება კობა ნაყოფიას პირდაპირი ვალდებულება იყო. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში კობა ნაყოფია ხშირად ხვდებოდა მოსახლეობას და რაიონში არსებულ სხვა პრობლემებთან ერთად მდინარის გასუფთავების პირობასაც აძლევდა, თუმცა იგი მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რაიონში აღარ უნახავს.
კუდსაცავიდან (ნარჩენების შესაგროვებელ ადგილს უწოდებენ ასე) დაბინძურებული წყალი ჟონავს და დასალექად გროვდება. საიდანაც შემდეგ რამდენიმე მილიდან გადის და ჩაედინება მდინარე კაზრეთულაში. სალექარიდან მძიმე მეტალების შემცველი წყალი უკან საწარმოში უნდა იტუმბებოდეს, მაგრამ საკმარისი წყლის გადატუმბვა ვერ ხერხდება. მადნეულის წარმოებაში კი კუდსაცავიდან წყლის ჟონვას არ აღიარებენ. კობა ნაყოფია აცხადებს, რომ მილიდან წყალი არ ჩადის მდინარე კაზრეთულაში და ჟურნალისტს, რომელმაც ეს საკუთარი თვალით ნახა და კადრებიც გადაიღო, უმტკიცებს, რომ ეს ყველაფერი აბსურდია.
ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხანია ჩივის, რომ ამ წყლით შეუძლებელია ნათესების მორწყვა. მდინარეში თევზი და ბაყაყიც კი გაწყდა. არის შემთხვევები, როცა მდინარე პერიოდულად სუფთა მოდის და თევზიც ჩნდება. ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ შარშან როგორც კი მდინარის დაბინძურება შეწყდა, თევზიც გაჩნდა და მდინარეში ბავშვებიც გაუშვეს საბანაოდ. მაგრამ წელს გაზაფხულზე მდინარე ისევ დაბინძურდა.
გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ასეთი უეცარი დაბინძურებები მადნეულის მხრიდან მზაკვრული ჩაშვებებითაა გამოწვეული. ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ საწარმო ცუდი ამინდებით სარგებლობს და დიდი რაოდენობით დაბინძურებულ წყალს სწორედ მაშინ უშვებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის განცხადებით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აღნიშნული პრობლემა ცნობილი არ არის. "ჩვენთვის გლეხებს მდინარის ეკოლოგიურად დაბინძურების შესახებ პრეტენზიით არ მოუმართავთ, ზოგადად, გლეხმა, რომელიც რწყავს მიწას, როგორ უნდა გაიგოს სუფთა წყლით რწყავს თუ არა მიწას. ამის გამო პრობლემები არ გვქონია იქედან გამომდინარე, რომ ჩვეულებრივი სარწყავი წყალია", - აცხადებს ნოდარ საბიაშვილი, ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე.
წყალი მართლაც რომ დაბინძურებული იყო, ამის შესახებ მაისში და ივნისში მდინარე კაზრეთულასა და მაშავერაზე გაკეთებული სინჯები ადასტურებს. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სინჯები აიღო. მაშავერას შემოწმება 2 ადგილას მოხდა. კაზრეთულასთან შეერთებამდე 100 მეტრის ზევით და კაზრეთულასთან შეერთების შემდეგ. მდინარე მაშავერაზე წელს არსებული სინჯების შესახებ 2 დოკუმენტი არსებობს. ერთი დოკუმენტი გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის, მეორე კი სააქციო საზოგადოება `მადნეულს~. ორივე დოკუმენტი გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ინახება. მიუხედავად იმისა, რომ მათში გაწერილი სინჯები ერთსა და იმავე დროს და ადგილზეა აღებული, მონაცემები ერთმანეთისგნ რადიკალურად განსხვავდება. მაგალითად, "მადნეულის" შედეგების მიხედვით მაშავერაში მძიმე მეტალების შემცველობა ასეთია: რკინა - 0,30. სპილენძი- 1,00. თუთია – 1,00. მადნეულის ეს მონაცემები ზუსტად ემთხვევა ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს 8 ივნისის მონაცემებით კი, რომელიც "ნეტგაზეთის" ჟურნალისტმა მოიპოვა, მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია და ბევრად აჭარბებს ზღვრულად დაშვებულ ნორმას. მონაცემები კი ასეთია: რკინა- 9,66. სპილენძი- 14,71, თუთია- 5,864.
CENN-ის ხელმძღვანელი ნანა ჯანაშია აცხადებს: "საგანგაშოა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში ინახება ეს დოკუმენტები და არ ხდება ამ დოკუმენტების ანალიზი და რეაგირება". იქიდან გამომდინარე, რომ ბოლნისის მოსახლეობა მდინარეს სარწყავად იყენებს საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობას ექმნება. მძიმე მეტალების მავნე ზემოქმედებაზე მანანა გრძელიშვილი სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ამბობს: `როდესაც ამ მეტალებით ხდება წყლების ზედაპირულად დაბინძურება და ასეთი წყალი გამოიყენება სარწყავად. ამ მეტალებს გააჩნიათ მიგრაციის ანუ გადაადგილების დიდი უნარი, მათ აქვთ უნარი, რომ სხვადასხვა ნივთიერებებთან წარმოქმნან კოპმლექსური ნაერთები. მათ აქვთ უნარი იმის, რომ ნიადაგის მორწყვის შემდეგ გადავიდნენ და დაგროვდნენ მცენარეებში. ასეთი საკვების ხანგრძლივმა მოხმარებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მთელი რიგი პათოლოგიური ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში".
საკმაოდ გავრცელებული აზრია ბოლნისში, რომ მადნეულის საქმიანობა ბევრ სიკეთესთან ერთად, ბევრ პრობლემას უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ბოლო დროს საკმაოდ გავრცელებულია დაავადებათა რიცხვი. ტოქსიკოლოგებს უჭირთ იმის მტკიცება, რომ ეკოლოგიური დაბინძურება ქვემო ქართლში აქტიურად უწყობს ხელს დაავადებების გამრავლებას, რადგან ამის დამადასტურებელი სათანადო კვლევები არ არსებობს. სპეციალისტების თქმით, სტატისტიკის მიხედვით ზოგადი მაჩვენებლები ძალიან საგანგაშოა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2000 წლიდან 2010 წლამდე სიმსივნეების რაოდენობა საქართველოში ორნახევარჯერ გაიზარდა, ბოლნისში კი თითქმის 4-ჯერ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაავადებების შესახებ ინფორმაციას განზრახ მალავს. ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ საბიაშვილმა სამედიცინო უწყებებს, მათ შორის კლინიკებს, წერილი გაუგზავნა, რომ დაავადებების შესახებ ინფორმაცია არ გაეცათ. საკრებულოს თავმჯდომარემ წერილი, იმ მოთხოვნით, რომ მათ საჯარო ინფორმაცია არ გაეცათ, 6 კლინიკას გაუგზავნა. ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროები არ ამოწმებენ, თუ რამდენად ასრულებს ვალდებულებებს კომპანია `მადნეული~. ამასთან დაკავშირებით ექსპერტებს თავისი მოსაზრებები აქვთ. "მადნეული' აფინანსებს ბევრ სახელმწიფო პროგრამას, უამრავ ღონისძიებას, საარჩევნო კამპანიებს, კონცერტებს და ა.შ. შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულებების შესრულებას მას არ სთხოვს. უფრო მეტიც, კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 26 მაისს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. პატრიოტიზმისთვის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის ბიზნესში?!
ბოლნისის დაბინძურებული ჰაერი და წყალი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არ არის საშიში. ბოლნისში მოყვანილი ბოსტნეული და ხილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ბაზრებში იყიდება. თბილისის ნავთლუღის საბითუმო ბაზარში ბოლნისის რაიონის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები: კიტრი, პომიდორი, კარტოფილი და ა.შ ტონობით ჩამოაქვთ და მთელს ქალაქში ვრცელდება.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48