ჰიბრიდული სიმინდი ჯანმრთელობისთვის საშიშია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : ჰიბრიდული სიმინდი ჯანმრთელობისთვის საშიშია
ნანახია: 2880

ჰიბრიდული სიმინდი ჯანმრთელობისთვის საშიშიასოფლის მეურნეობის სამინისტრო ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალის მავნებლობას უარყოფს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მოსახლეობას სიმინდის სახელმწიფო პროგრამას აქტიურად აცნობს. ამ მიზნით მან რამდენიმე რეგიონი შემოიარა: სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, ასევე აბაშის ,სენაკის, ხობის, მარტვილისა და სხვა მუნიციპალიტეტები. პროგრამა, რომელიც გლეხური და ფერმერული მეურნეობების ჰიბრიდული, გვალვაგამძლე და მაღალმოსავლიანი სიმინდის თესლით უზრუნველყოფას გულისხმობს, მომავალი სეზონიდან ამოქმედდება. მსურველებს ჰიბრიდული სიმინდის თესლის შეძენა, როგორც პირდაპირი ანგარიშსწორების გზით, ასევე განვადებით შეეძლებათ.
პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე იწარმოებს.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სათესლე მასალა დამუშავებულია ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებით. საქართველოს მწვანეთა მოძრაობას მიაჩნია, რომ ყოვლად დაუშვებელია ჰიბრიდული სათესლე მასალის ფართოდ გავრცელება.
“მწვანეთა მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონის და რაიონის ხელმძღვანელები, გლეხებს ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის წაღებას და დათესვას ავალდებულებენ და ამ მიზნით მათზე სხვადასხვა ფორმის ზეწოლა ხორციელდება.
აღნიშნული სიმინდის შემომტანია ამერიკული კორპორაცია “პიონერი”, რომელიც კარგა ხანია აფრიკის ქვეყნების სასურსათო გენოციდშია მხილებული და ახლა თავის საკვებისთვის უვარგისი სიმინდის ექსპორტს საქართველოში აპირებს. გაჩეჩილაძის განცხადებით, საშიში ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის შემოტანა და საქართველოში მასობრივი გავრცელება ქართველ გლეხობას დააკაბალებს და ქართულ სოფლის. ”ამერიკულ სიმინდს არც არომატი აქვს, არც გემო!” განაცხადა გია გაჩეჩილაძემ
სოფლის მეურნეობის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალა ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებით არის დამუშავებული და აქაც რუსულ კვალს ხედავს. სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული სიმინდის თესლის შემოტანას ის ადამიანები ეწინააღმდეგებიან, ვინც პირადი ინტერესების გამო რუსული (საბჭოთა) წარმოების გაურკვეველ ჰიბრიდებს იცავენ.
„სიმინდის წარმოების ინტენსიფიკაცია, რაც გულისხმობს ერთის მხრივ საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის და ასევე სიმინიდის ნათესი ფართობების ზრდას, არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2011 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი. 2011 წელს საქართველოში განხორციელდება სიმინდის ამერიკული ჰიბრიდული თესლის შემოტანა, რაც საქართველოსთვის მიღწევადი გახდა ბოლო პერიოდში აშშ-სთან სხვადასხვა დონეზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად. შესაბამისად, 2009 წელს საქართველოში 1 ჰა ფართობზე მიღებული 2,2 ტონის ნაცვლად, 2011 წელს საშუალო მოსავალი ყველა აგროვადის დაცვით 1 ჰა ფართობზე იქნება მინიმუმ 7 ტონა.
აშშ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არის მსოფლიოში სიმინდის ყველაზე დიდი მწარმოებელი და ექსპორტიორი. რაც შეეხება რუსეთს, იგი სიმინდის მწარმოებელი ქვეყნების პირველ ოცეულშიც კი არ არის. ამის ძირითადი მიზეზი არის დაბალხარისხიანი თესლი, რომელიც რუსეთში ითესება. სიმინდი საქართველოს ბევრი რეგიონის გლეხებისთვის შესაძლებელია გახდეს შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო, რადგან ამერიკული ჰიბრიდები გამოირჩევიან მაღალი მოსავლიანობით, გვალვაგამძლეობით და სრულყოფილი ხარისხიანი მარცვლით.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან ერთად, აგრძელებეს სიმინიდის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას და იმედს იტოვებს, რომ საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც მწირი ინფორმაცია აქვს სიმინდის ჰიბრიდების შესახებ, მოიპოვებს ამ ინფორმაციას ლიტერატურაში, ინტერნეტში და სხვა შესაბამის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ საინფორმაციო საშუალებებში და არა მხოლოდ მიიღებს ამ პროგრამაში მონაწილეობას, არამედ პოპულარიზაციას გაუწევს ამერიკულ ჰიბრიდულ სათესლე მასალას“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“მწვანეთა მოძრაობის” განცხადებას კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაც უარყოფს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას, განსაკუთრებით კი საჯარო სამსახურში მყოფ პირებს, აიძულებს შეიძინონ ჰიბრიდული სიმინდის გარკვეული რაოდენობის სათესლე მასალა და დათესონ იგი საკუთარ მეურნეობებში.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, ზეწოლას ადგილი არ აქვს. „მაგალითად, ჰიბრიდული ჯიშის ხორბლის სათესლე მასალის შეძენაზე თავდაპირველად განცხადება ბევრმა ადამიანმა წარადგინა, მაგრამ მოგვიანებით მასალა აღარ წაიღეს. მათ არავინ დამუქრებია და არც არავის მოუთხოვია, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები ჰქონდათ შეტანილი, სათესლე მასალა შეეძინათ. ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის სათესლე მასალასაც, ვისაც უნდა, მხოლოდ ის იყიდის“, - განაცხადა გიორგი სიბაშვილმა.
ჰიბრიდული სათესლე ჯიშების შემოტანა და სახელმწიფო მხარდაჭერა ჩვენს სოფლის მეურნეობას, რომ სასიცოცხლოს სჭირდება ეს ფაქტია. სამწუხაროდ ჯერ კიდევ გაურკვეველია არის თუ არა ის სათესლე სიმინდი, რომლის შემოტანასაც სახელმწიფო აპირებს გენმოდიფიცირებული და ინარჩუნებს თუ არა მოსავლიანობას დათესვიდან მესამე წელსაც.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48