როდის ახსენდება მთავრობას აგრარული სექტორი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : როდის ახსენდება მთავრობას აგრარული სექტორი
ნანახია: 1425

სექტემბრის თვეში საქართველოში, ჩვეულებისამებრ, რთველი დაიწყო. ჩვენმა მთავრობამაც არ დააყოვნა და შეიმუშავა სუბსიდირების პროგრამა. აბა, განსაცდელის ჟამს ჩვენს მევენახეებს უყურადღებოდ ხომ არ დატოვებდა. რთველის დაწყებიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთელი შემადგენლობით კახეთის რეგიონშია დაბანაკებული და ადგილზე ხელმძღვანელობს კახელების მიერ მოწეული ჭირნახულის დაბინავების პროცესს, რათა პრეზიდენტის დავალება პირნათლად და ზედმიწევნით შესრულდეს. ამიტომაც მინისტრი ხან ერთ ყურძნის ჩამბარებელ პუნქტშია და ხან მეორეში, თანაც გლეხებს ესაუბრება და მათ პრობლემებს ეცნობა. ხალხთან სიახლოვე და საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ხომ ნაციონალური მოძრაობის და შესაბამისად მთელი სამთავრობო გუნდის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო. ლოზუნგები და ხალხთან სიახლოვე კარგია, მაგრამ შედეგებია მთავარი, რომელიც არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურება. პროგრამის მიხედვით ჩაბარებულ ყოველ კილოგრამ რქაწითელში მევენახე ვაუჩერის სახით 15 თეთრს მიიღებს, ხოლო საფერავში 25 თეთრს. ეს ყველაფერი კი კარგია, მაგრამ რატომ არავინ კითხულობს, რამდენი დაუჯდა პროდუქციის მოყვანა გლეხს და რა დროს ურჩევნია დახმარების მიღება, მზა პროდუქციის გაყიდვისას თუ ამ პროდუქციის მოყვანისას. ამის მიზეზი ის არის, რომ სამუშაოების წარმოებისას გაწეული დახმარება პომპეზურობის გარეშე ჩაივლის, ამიტომ ჯობს ბოლოს რაღაც თანხები მოიძიო ბიუჯეტში და გლეხებს უკვე მოყვანილი პროდუქციის გასაღებაში დაეხმარო, რაც უფრო კარგად გამოჩნდება და მთავრობის თავგანწირვასაც უკეთესად დაამტკიცებს.
სუბსიდირების პოლიტიკის ავ-კარგიანობასა და ზოგადად, სოფლის მეურნეობის მდგომარეობაზე დამოუკიდებელ ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ვესაუბრეთ.
ბატონო დემურ, რამდენად სწორად მიგაჩნიათ მთავრობის მხრიდან რთველის პერიოდში სუბსიდირების პოლიტიკის გატარება, მოუტანს თუ არა ეს რაიმე მნიშვნელოვან შედეგს კახელ გლეხს და ზოგადად, ამ ტიპის პროგრამები სოფლის მეურნეობას?
თუკი ჩვენ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების დახმარება გვინდა, მაშინ სუბსიდირება, რომლის პრაქტიკაც ყველა ქვეყანაში არსებობს, უნდა გაგვეკეთებინა გაზაფხულისთვის, როდესაც ადამიანებს აქვთ სამუშაოები შესასრულებელი, რომ ნორმალური მოსავალი მიიღონ. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, გარკვეული მიზნის მატარებელია. ის იქეთკენ არის მიმართული, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანს პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმაროს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ის სტაბილური შესყიდვის ფასები, რომლებიც დაწესებულია, ადეკვატური იყოს. უბრალოდ, ეს პროგრამა მისცემს ადამიანს იმის საშუალებას, რომ მომავალ წლამდე თავი შეინარჩუნოს და შიმშილით არ მოკვდეს. ამ პროგრამის ამოცანას და მიზანს არ წარმოადგენს ის, რომ მოახდინოს დასაქმების გააქტიურება ან აგროსექტორში პროდუქციის წარმოების გაფართოვება. ეს არის ლოკალური პროგრამა ლოკალური მიზნით და იგი არ ჯდება იმ მთავარ სტრატეგიაში, რომელსაც ჰქვია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებების რეალიზაცია. ჩვენთან ჯერ ასეთი პროგრამა არ არსებობს და მთავრობას აგრარული სექტორის როლი ეკონომიკაში განსაზღვრულიც კი არ აქვს. ისინი რატომღაც არ ითვალისწინებენ მსოფლიოში განვითარებულ ტენდენციას, ყველგან სოფლის მეურნეობის ნაწარმზე მზარდი ფასებია და მსოფლიოს უმსხვილესმა ინვესტორებმაც კი დაიწყეს შემობრუნება აგრარული სექტორისაკენ და მასში ინვესტიციების განხორციელება. ეს პროცესი უკვე საკმაო მასშტაბს იღებს. საქართველო ამ ყვლაფერს საგრძნობლად ჩამორჩება. ხოლო აგროსექტორში ჩადებულ ინვესტირებაზე საუბარიც კი არ არსებობს.
თუკი ასეთი პროგრამები იქნება, მაშინ ეს უნდა იყოს საბიუჯეტო მიზნობრივი პროგრამები, რომელიც აგროსექტორში დასაქმებულ ადამიანებს მიზანმიმართულად მიეწოდება და ეს გამართლებულიც იქნება. საქართველოს აგროსექტორს საკმაოდ მძლავრი პოტენციალი გააჩნია იმისათვის, რომ სერიოზული საექსპორტო პოტენციალი შეიქმნას და ამგვარად გაჩნდეს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო. ამას ემატება ისიც, რომ აგროპროდუქციაზე შიდა მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია და თუკი ჩვენ დღესდღეობით დამშეულები არ ვართ, ამაში გარდა იმპორტის დიდი წილისა, გვეხმარება უზარმაზარი შრომის შედაგად და ჩალის ფასად გაყიდული სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ამას დადებითი მახარეც აქვს ის, რომ ეკონომიკურად გაჭირვებულ ქვეყანაში ეს პროდუქცია მაინც არის ხელმისაწვდომი, მაგრამ იგი ანადგურებს მწარმოებელს, როდესაც იგი გაუმართლებლად დაბალ ფასებში ახდენს პროდუქციის რეალიზაციას. ამ პროდუქციის საექსპორტოდ მომზადება, მიყვანა სტანდარტებამდე და რეალიზაცია კი მის შესაძლებლობებს აღემატება. თანაც ისეთ პირობებში, როდესაც ფინანსური სექტორი იგნორირებას უკეთებს აგრარულ სექტორს და მთავრობასაც ის დავიწყებული ჰყავს.
რატომ არ იდება ინვესტიციები აგრარულ სექტორში, ნუთუ ის წამგებიანი ბიზნესია?
სოფლის მეურნეობას, როგორც წესი, მიიჩნევენ მაღალი რისკის სექტორად. თუ ახლა ამ რისკებს დავუმატებთ იმ რისკებსაც, რომელიც ქვეყანაშია ინვესტიციებისთვის, მაშინ გამოჩნდება, რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მსოფლიოში აგრარულ სექტორზე მოთხოვნა ფანტასტიკურ მასშტაბებს აღწევს, ფასები საშინელი სისწრაფით იზრდება და ამასთან ძალიან მსხვილი ფინანსური ჯგუფებიც დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ აგრარულ სექტორში. ჩვენ ამ ტენდენციას საგრძნობლად ჩამოვრჩებით, მაგრამ აქ მთავრობას შეუძლია ქმედითი ნაბიჯები გადადგას, თუკი მას ჩამოყალიბებული ხედვა ექნება და გადაწყვეტილებებსაც ადეკვატურად მიიღებს.
განვითარებულ ქვეყნებში როგორ ხდება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და რამდენად აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ამ სექტორის განვითრებაში?
ევროკავშირის ქვეყნებში, შეერთებულ შტატებში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში აგროსექტორის დახმარებისათვის ტარდება ძალიან მძლავრი სახელმწიფო პოლიტიკა. ეს საკმაოდ ცნობილი მიმართულებებია ეკონომიკური პოლიტიკის და სურვილის შემთხვევაში, ჩვენს მთავრობასაც შეუძლია გამოიყენოს ისინი, რა თქმა უნდა, საქართველოს პირობებზე მორგებული. მაგრამ მთავარი ჯერ ის არის, რომ ასეთი პოლიტიკის შექმნის სურვილი გაჩნდეს. ჯერჯერობით, კი ეს არ ჩანს. სოფელი 18 წელი დავიწყებული ჰყავს, როგორც ფინანსურ სექტორს, ასევე მთავრობასაც.
რამდენად კონკურენტუნარიანი აღმოჩნდება ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, თუ ის მსოფლიო ბაზარზე გავა და შეძლებს თუ არა ის თავისი ნიშის დაკავებას?
ისტორიულად საქართველოს ყოველთვის ჰქონდა იმის ტრადიცია, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ეწარმოებინა. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. ამიტომ, თუკი გონიერი აგრარული პოლიტიკის რეალიზაცია გახდება შესაძლებელი, იმის განხორციელება, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია იქნეს წარმოებული და იგი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს, გარწმუნებთ, ნამდვილად არ იქნება ძნელი. რაც შეეხება კონკრეტულად ღვინის წარმოებას, აქ ჯერ არ ჩანს ფირმებისაგან იმის დაინტერესება, რომ მაღალი ხარისხის ღვინო აწარმოონ. აქ ლაპარაკია ძირითადად ფალსიფიკაციაზე და არა ტრადიციულ წარმოებაზე, რომელიც ქართულ მეღვინეობას ჰქონდა დაგროვილი საუკუნეების მანძილზე. ესეც იმის ბრალია, რომ გარემო არაკონკურენტუნარიანია. შესაბამისად, მწარმოებლები ფიქრობენ მხოლოდ პროდუქციის გასაღებაზე და არა ბაზარზე ღირსეული ადგილის დაკავებასა და საკუთარი ნიშის შექმნაზე. იმედია, დრო ამაზეც დადებითად იმოქმედებს. თუ ღია იქნება ქართული ეკონომიკა და შესაძლებელი იქნება ინვესტიციების განხორციელება, მაშინ ნელ-ნელა მოხდება არაეფექტური მფლობელების გამოდევნაც. მაგრამ აქმდე ჯერ საკმაოდ დიდი მანძილი გვაქვს გასავლელი.
რა მიგაჩნიათ ქართული სოფლის მეურნეობის ფუნდამენტურ პრობლემად?
მთავარი პრობლემა არის ის, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები ღვთის ანაბარა არიან მიტოვებულნი. ამას ემატება ისიც, რომ სოფლიდან მოხდა საღი სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილის გადინება, ეს რიცხვი თითქმის 55%-მდე აღწევს. ასეთი დიდი მოცულობის სამუშაო ძალის გადინება პრობლემურია, რადგან თუ სიტუაცია ქვეყანაში დალაგდა და სამუშაო ადგილები გაჩნდა, მაშინ სოფელში ამდენი სამუშაო არ იქნება და იქ დარჩენილი ხალხიც ქალაქს მოაწყდება, ამიტომ ეს მთავრობას გასათვალისწინებელი აქვს. ძირითადი პრობლემაა ისიც, რომ ფინანსური სექტორი არ აფინანსებს აგრარულ სექტორს და იქ ფულის ჩადება ან კრედიტების გაცემა სარისკოდ მიაჩნია. ამიტომაც სოფელი ფინანსური სექტორისგან დავიწყებულია. რაკი მთავრობის მხრიდან გონივრული სახელმწიფო პოლიტიკაც არ არსებობს, გარდა ეპიზოდური პიარ კამპანიებისა, ეს სექტორი სავალალო მდგომარეობაში რჩება. თუ ჩვენ დასავლური ორიენტაციის ქვეყანად გახდომაზე გვაქვს პრეტენზია, მაშინ ან ამერიკული მოდელი ავიღოთ, თუ როგორ ექცევა ამერიკის მთავრობა აგრარულ სექტორს ან ევროპული, ან თუნდაც ორივე ერთად და ჩვენთვის მისაღები პოლიტიკა შევიმუშაოთ. არსად ასეთი სტრატეგიული სფერო ისე მიგდებული და მივიწყებული არ არის, როგორც საქართველოში.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს რთველი და რამდენად აკმაყოფილებთ მთავრობის ეს ე.წ. დახმარება მევენახეებს?
არა მგონია, ამ პროგრამით რაიმე სერიოზული შედეგები იქნეს მიღწეული. საკმაოდ კურიოზული სიტუაციაა. მეღვინეებს ყურძენი პრაქტიკულად დიდად არ სჭირდებათ. ხოლო ადამიანებს იმ შესაძლებლობებით რაც გააჩნიათ, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოძებნონ გასაღების ბაზარი. სპეციალიზირებული ფირმები კოოპერირებულნი მწარმოებლებთან, რომ მათ ეს ნაწარმი ჩაიბარონ და შემდეგ დამოუკიდებელი არხებით ეძიონ პროდუქციის ექსპორტის გზები, ამასაც არ აკეთებენ, რადგან სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ფირმები ჯერჯერობით თითოოროლაა და რაც არის, ისიც ბიზნესის მთავარ მიმართულებაში არ ჯდება, რაც პარადოქსია. ეს ეხება მაშინ, როდესაც მსოფლიოში უზარმაზარი მოთხოვნაა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. ამ დროს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია საკუთარი თავის გადარჩენისათვის იბრძვის და ძალიან დაბალეფექტურ და არაპროდუქციულ შრომას ეწევა. ეს აისახება კიდევაც ჩვენს მდგომარეობაზე.
რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა ფეხზე დადგეს, როგორი იქნება თქვენეული რჩევა?
ჩვენ მძლავრი აგრარული სექტორის ქვეყანა ვართ. ჩვენი მასშტაბებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის გარეშე ამ სექტორის ფეხზე დაყენება, უბრალოდ, არ მოხერხდება. საუბარი იმაზე, რომ თავისუფალი ეკონომიკა თვითონ დაარეგულირებს ყველაფერს, არ მოხდება, რადგან ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი დარგი, სრული უყურადღებობის პირობებში ზეციდან ვერ მოიპოვებს იმ აუცილებელ სახსრებს, რაც მისი განვითარებისთვისაა საჭირო. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს სწორი პოლიტიკა, რადგან ის ფლობს ამისათვის საჭირო ბერკეტებს, რათა ამ სექტორში ინვესტიციების ჩადებასა და ბიზნესის განვითარებას მისცეს სტიმული. დანარჩენი კი თავისუფალი ეკონომიკური სუბიექტების საქმეა. ასე რომ, სერიოზული ინვესტირებისა და სერიოზული მხარდაჭერის გარეშე მსოფლიოში სტრატეგიული სექტორი - სოფლის მეურნეობა არ განვითარდება, ეს დანაშაულის ტოლფასია.

მარიამ ჩიტიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48