DataLife Engine > ტურიზმი > www.egvipte.ge - უნიკალური საიტი ინტერნეტ სივრცეში

www.egvipte.ge - უნიკალური საიტი ინტერნეტ სივრცეში


30 ნოემბერი 2009. : merabi
ტურისტულმა კომპანია ,,ელიტ ტურმა“ უნიკალური საიტი www.egvipte.ge შექმნა, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია წაიკითხოს ეგვიპტის ისტორიის, ქალაქების, ისტორიული ძეგლების, ტაძრების, მუზეუმებისა და ეგვიპტური სამზარეულოს საიდუმლოებების შესახებ. მიიღოს სასარგებლო რჩევები ეგვიპტეში მოგზაურობისთვის და დაწვრილებითი ინფორმაცია ექსკლუზიურ ტურებზე.
საიტზე მომხმარებელი გაეცნობა ეგვიპტური ფულის ერთეულის ფუნტის გაცვლითი კურსს სხვადასხვა კონვერტირებად ვალუტებთან მიმართებაში. ამინდის პროგნოზს ეგვიპტის სხვადასვხა ტურისტულ ცენტრებში. www.egvipte.ge -ზე არსებულ სასტუმროების კატალოგის მეშვეობით ქართველ ტურისტებს შეეძლებათ აირჩიონ მათთვის სასურველი სასტუმრო.
აღნიშნული საიტი უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომუნიკაციას მომხმარებელთან ონლაინ მხარდაჭერის საშუალებით. შკყპე-ის მეშვეობით ქართველ ტურისტებს შეუძლიათ ტურ–ოპერატორებს ონლაინ რეჟიმში ესაუბრონ და ნებისმიერ კითხვაზე მიიღონ ამომწურავი პასუხი.
ტურისტული კომპანია „ელიტ ტური“ მეორე წელია ქართულ ტურისტულ ბაზარზე ოპერირებს და მუდმივ სიახლეებს სთავაზობს ქართველ ტურისტებს.