DataLife Engine > ტურიზმი > საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღე აღნიშნეს
საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღე აღნიშნეს27 სექტემბერი 2009. : merabi |
|
27 სექტემბერი მსოფლიო ტურიზმის დღეა, ის ყოველწლიურად აღნინიშნება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მსოფლიო ტურიზმის დღე სასტურმო "რედისონ სას ივერიაში" აღნიშნა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე "ახალი ტურისტული პროდუქტი". ასევე შედგა დაჯილდოვების ცერემონიალი შემდეგ ნომინაციებში: 1. წლის ყველაზე წარმატებული სასტუმრო - სადაც გამარჯვებულად "ბორჯომის ხეობა" დასახელდა; 2. წლის ყველაზე წარმატებული ტურისტული კომპანია - სადაც არჩევანი Visit Georgia-ზე შეჩერდა; წლის ყველაზე წარმატებულ გიდად მაია მდივნიშვილი დასახელდა; ავია კომპანია - ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის Georgian Airways-ი დასახელდა. ტურიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, დონორი ორგანიზაციებისა და ტურიზმის ინდუსტრიის კერძო ღონისძიებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ტურიზმის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. |