DataLife Engine > ტურიზმი > საზაფხულო აქცია "ჯორჯია პალასში"
საზაფხულო აქცია "ჯორჯია პალასში"4 აგვისტო 2009. : merabi |
|
აგვისტოს თვეში სასტუმრო "ჯორჯია პალასი" ქობულეთში ზღვაზე დასვენების მსურველებს უპრეცენდენტო ფასდაკლებას სთავაზობს.
2008 წელთან შედარებით აგვისტოს თვისთვის ნომრის ფასები 100 ამერიკული დოლარით შემცირდა და ნომრის ღირებულებაში აისახა 2-ჯერადი და 3- ჯერადი კვება. მარკეტინგის დეპარტამენტის განმარტებით, ეს აქცია აგვისტოს თვისთვის არის განკუთვნილი და მათი გათვლებით, 80 პროცენტსა და მეტ დატვირთვას ვარაუდობენ. სასტუმრო "ჯორჯია პალასი" 5 ვარსკვლავიან პირველ ქართულ ბრენდს წარმოადგენს. სერვისი და კომფორტი ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ საქართველოში. ამ უპრეცენდენტო აქციით, სასტუმროს სურს კონკურენცია გაუწიოს თურქეთის სასტუმროებს და მოხიბლოს ის ქართველები, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში აპირებენ დასვენებას. 2009 წლის სეზონისათვის სასტუმრო "ჯორჯია პალასი" დამსვენებლებს სთავაზობს 156 კომფორტულ ოთახს, რომელთა შორის 2 საპრეზიდენტო და 3 მცირე ლუქსი ტიპის ნომრებია. სასტუმროში ფუნქციონირებს 2 რესტორანი, რესტორანი "აჭარა" და თევზის რესტორანი "ლაპერლა დელ მარ ნერო", სადაც ყოველ საღამოს ცოცხალი მუსიკის თანხლებით, შეგიძლიათ დააგემოვნოთ შავ ზღვაზე დაჭერილი უგემრიელესი თევზეული. ასევე ფუნქციონირებს 3 ბარი. პირველ სართულზე ვესტიბიულის ბარი, აუზის ბარი, მე-6 სართულზე "რუფ გარდენ" ბარი და ასევე სანაპიროზე შეგეძლებათ კომფორტულ ბუნგალოში დააგემოვნოთ სხვადასხვაგვარი სენდვიჩები და კოკქტეილები. კომფორტის მოყვარულებისთვის სასტუმროს სპა-ცენტრი შემოგთავაზებთ სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელ მასაჟებს, ასევე სხვადასხვა არომა თერაპიებსა და სამკურნალო პროცედურებს, სილამაზის სალონში შემოგთავაზებენ Frank Frovost და Swiss Line პროდუქციას. შესაძლებელია, ტურისტული მარშრუტების ორგანიზება კინტრიშის ნაკრძალში (1 დღიანი ტური), ასევე ბავშვებისთვის ანიმატორების მომსახურება და გასართობ ცენტრ "ციცინათელაში" ტრანსპორტირება. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში 6 წლამდე ბავშვები დაისვენებენ უფასოდ. |