წლევანდელი სასწაული ტურიზმის სფეროში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ტურიზმი : წლევანდელი სასწაული ტურიზმის სფეროში
ნანახია: 1559

,,წელს მართლაც მცირე სასწაული მოხდა საქართველოში. მაშინ როდესაც ტურისტული სეზონის შედეგებით მსოფლიოში ბევრი ქვეყანა უკმაყოფილოა, ჩვენთან პირიქით მოხდა,შ არშანდელთან შედარებით წელს საქართველოს 8,4 % -ით მეტი ტურისტი ეწვია და მათმა საერთო რაოდენობამ 950 000 მიაღწია, ხოლო წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი მილიონს მიაღწევს", - განაცხადა "ბ&ფ"-თან საუბარში თბილისის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა პეტრე კანკავამ.
მისივე თქმით, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ტურისტული სეზონი წელს აჭარაში. ივნის-ივლის-აგვისტოს მონაცემებით ზღვის კურორტს ამ სეზონზე 485 000 დამსვენებლი ჰყავდა. აქედან 265 000 ადგილობრივი დამსვენებელი, ხოლო დანარჩენი უცხოელი ტურისტი იყო.
ვიზიტიორთაAშორის აჭარაში წელს ყველაზე მეტად სომხებმა იაქტიურეს. მათი რიცხვი 58 000 შეადგენდა, მეორე ადგილზე თურქები აღმოჩნდნენ 44 000 ვიზიტიორით, აზერბაიჯანელები კი მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ.
მთლიანად საქართველოში წელს ტურისტების რაოდენობით თურქეთი ლიდერობს. ეს მაჩვენებელი 241 000 ვიზიტიორს შეადგენს. არანაკლები აქტიურობა დაფიქსირდა აზერბაიჯანელების მხრიდან 260 000 ვიზიტიორით, შემდეგ სომხები-218 000 ვიზიტიორით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მიუხედავად მათი რიცხვი წელს 86 000 იყო. მათ მოჰყვებიან უკრაინელები -25 000 და ბერძნები -11 000 ვიზიტიორით.
"ბ&ფ"-ს შეკითხვას, თუ რა მექანიზმებით ხდება ტურისტების აღრიცხვა და საერთოდ რით შეიძლება აიხსნას ზემოთმოყვანილი, მართლაც საკმაოდ მაღალი ციფრები, ანუ ტურისტთა ასეთი მასიური დენადობა წელს საქართველოში, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი პასუხობს, რომ ყოველივე იმ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ეკონომიკის მინისტრის დავალებით მართლაც წარმატებით შესრულდა.
როგორც კანკავა ამბობს, წლევანდელი ტურისტული სეზონის ასეთი არნახული წარმატება გამოწვეულია იმით, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობდა მუშაობა ტურიზმის განვითარების სფეროში. ეწყობოდა გამოფენები, პრეს-ტურები უცხოელი ჟურნალისტებისთვის და უცხოეთში ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა. ამით კი დაიმსხვრა საფრთხისშემცველი ქვეყნის ის არასტაბილური იმიჯი, რაც წლების მანძილზე ჰქონდა საქართველოს.
გარდა ამისა, მოხდა სასტუმროს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, პლაჟების გასუფთავება და რაც ყველაზე მთავარია, მოხდა ინფრასტრუქტურის განვითარება.
,,არ გამართლდა სკეპტიკოსთა ეჭვი, რომლებიც ასეთ შედეგებს შეუძლებლად მიიჩნევდნენ. საქართველოში ჩამოსულთა რაოდენობისA აღრიცხვა კი ხდება სასაზღვრო პუნქტებიდან და ასევე სასტუმროებიდან აღებულ მონაცემებზე დაყრდნობით", – ამბობს კანკავა.
მისივე თქმით, შემდგომ თვეებში დაგეგმილია უამრავი ღონისძიება და რეფორმა, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გატარდეს.
მაგალითად, საქართველოში 15 ადგილას, მაგისტრალებზე და ბენზინგასამართ სადგურებზე უნდა დაიდგას ევროპული ტიპის ტუალეტები, რასაც კანკავა ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
გარდა ამისა, აეროპორტებში იქნება ელექტრონული-საინფორმაციო ცენტრი, სადაც ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სასურველი ინფორმაცია ტურებზე, კვებაზე, სასტუმროებზე და ა.შ.
გამოცემული იქნება საბორდე ჟურნალები ავიახაზებისთვის და საიმიჯო ბროშურები უცხოურ ენებზე, რომლებიც დარიგდება საელჩოებში.
ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ გატარებული რეფორმების ფონზე, ასეთი წარმატებული ტურისტული სეზონის შემდეგ, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველო მომდევნო წელს ყველაზე წარმატებულ ტურისტულ ქვეყნად შეიძლება დასახელდეს.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ალბათ, არავის სურს სკეპტიკოსთა რიგებში მოხვედრა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მათი რიცხვი დღეს საქართველოში, ალბათ, არცთუ ისე მცირეა.…


"ქეთი სიხუაშვილი …



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48