სად გავატაროთ ცხელი აგვისტო » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ტურიზმი : სად გავატაროთ ცხელი აგვისტო
ნანახია: 1792

უნიკალური ქართული კურორტების მახასიათებლები

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთერთი მთავარი მიმართულება ტურიზმია. მიუხედავად ამ სფეროს დეკლარირებულად პრიორიტეტულობისა, ტურისტული ინდუსტრია დღეს უმძიმეს დღეშია. ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას დღეს მრავალი პრობლემა აქვს, თუმცა, საქართველოში უხვად არის ისეთი ადგილები, რომლებიც ქართული ტურიზმის ცენტრები შეიძლება გახდეს.

ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარება მრავალი მიმართულებით შეიძლება, ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით, ყველაზე კარგი პერსპექტივა ეთნოკულტურულ და საკურორტო ტურიზმს აქვს. თუ ქართული ეთნოკულტურული თავისებურებების შეთავაზება უცხოელი ტურისტებისთვის მეტნაკლებად ხდება, ამას ვერ ვიტყვით ქართული კურორტების შესაძლებლობების რეალიზებაზე. სადღეისოდ, ქართული კურორტებიდან მთელი ყურადღება საზღვაო ცენტრებს ეთმობა, სახელმწიფოს მთელი ძალისხმევაც სწორედ ბათუმისა და ქობულეთის ინფრასტრუქტურულ მოწყობაზეა მიმართული. თუმცა, საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ რეგიონში ჩვენი საზღვაო კურორტები თურქულ კურორტებთან კონკურენციაში, პრაქტიკულად, უშანსოდაა. ამ დროს კი უყურადღებოდ არის დარჩენილი უნიკალური ქართული კურორტები, რომლებიც გამოირჩევიან, როგორც უნიკალური სამკურნალო თვისებებით, ასევე კულტურული ღირშესანიშნაობებითა და მრავალფეროვანი ბუნებით. "ბ&ფ"-მ გადაწყვიტა მკითხველს შესთავაზოს ნაკლებად პოპულარული, მაგრამ უნიკალური მახასიათებლების კურორტების აღწერა და დახასიათება.

[b]აბასთუმანი

წარმოუდგენელია, რომ ყველაზე პრეტენზიულმა ტურისტმაც კი აქ მისთვის შესაფერისი დასვენებისა თუ გართობის ხერხი ვერ გამონახოს. კურორტების უმეტესობა უნიკალური სამკურნალო პირობებით გამოირჩევა.
ერთ-ერთი ასეთია ცნობილი კურორტი აბასთუმანი, რომელიც დაბა ადიგენის რაიონში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში მდებარეობს. სამთო-კლიმატური კურორტი უახლოესი რკინიგზის სადგურ ახალციხიდან 28კმ–ში მდებარეობს. საშუალო წლიური ტემპერატურაა 6.4°ჩ (იანვრის –6.5°ჩ, ივლისის 17.2°ჩ).
მთის სუფთა ჰაერი,ზომიერად მშრალი ჰავა, მზის ნათების ხანგრწლივობა (3 ათასი საათი წ.) ტუბერკულოზის მკურნალობის ძირითადი ფაქტორებია. აქ უძველესი დროიდანვე ცნობილი იყო ჰიპერთერმული (39-48.5°ჩ) სუსტად მინერალიზებული (0,4-0,5 ჰლ) ქლორსულფათნატრიუმიანი წყაროები ("გოლიათისა”-48.5°ჩ,”გველისა”- 42°ჩ, "სურავანდისა”-39 °ჩ).
აბასთუმანი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისათვის, ვისაც ტუბერკულოზი აწუხებს. ინკურნება ფილტვების ტუბერკულოზი (განვითარების ყველა ფაზაში, შორს წასული პროცესის გარდა), პნევმოპლევრიტისა და ლიმფადენიტის ქრონიკული და მწვავე ფორმა, ტუბერკულოზი ცალმხრივი და ორმხრივი პნევმოთორაქსით, (ჰიპოკსიისა და გულ-სისხლძარღვთა უკმარობის გარეშე), ხორხის ინფილტრაციული ტუბერკულოზი და სხვა.

ბაკურიანი
ბაკურიანი მდებარეობს დაბა ბორჯომის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას. ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ბოლო პუნქტი. ზ.დ.1700მ, ბორჯომიდან 30კმ.
ბაკურიანი გაშლილია ეგრეწოდებული ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული.
ჰავა ზყვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია,ზამთარი ცივი,თოვლიანი, ზაფხული –ხანგრძლივი, საშ.წლ. ტემპერატურა 4.3°ჩ,იანვრისა -7.2°ჩ.აგვისტოსი 15°ჩ.თოვლის საფარი (64სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე.
ძირითადი სამკურნალო ფაკტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 საათი წ.) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია.
სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა.

ბახმარო
მაღალმთიანი კლიმატური კურორტი, მესხეთის ქედზე. მდ. ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში.ზ.დ.1926-2000მ, შავი ზღვის სანაპიროდან, პირდაპირი ხაზით 50კმ.უახლოეს რკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 80კმ.კლიმ. თავისებურებები: ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. ზამთარი ზომიერად რბილი (იან.საშ. ტემ. –5,2°ჩ), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვ.საშ.ტემ. 13,4°ჩ).ნალექების საშვ. წლიური რაოდენობა 1869მმ. მზის ნათების ხან.1975 სტ. წელიწადში. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასტენია, ლიმფადენიტი. სეზონი: მაისიდან ოქტომბრამდე.

ბეშუმი
ბეშუმი მთის კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. მდებარეობს ხულოს რაიონში, ზღვის დონიდან 1930 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთავარი სამკურნალო ფაქტორია ჰაერის გამჭვირვალობა და უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე, კარგი სასმელი და მინერალური წყლები, მდიდარი ბუნებრივი გარემო.
კურორტი წელიწადში, დაახლოებით, 7 000 დამსვენებელს იზიდავს. სუფთა ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს. კურორტი ბეშუმი მხოლოდ ზაფხულობით ფუნქციონირებს. ზამთარში სეზონი დაკეტილია, რადგან წელიწადის ამ დროს გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე თოვლის საფარის სიმაღლე, დაახლოვებით, 5-6 მეტრს აღწევს.
ტურიზმის მხრივ ძირითადად განვითარებულია კერძო სექტორი, მაგრამ არის კოტეჯები და სანატორიუმი, რომლებიც პროფკავშირების და ქონების მართვის სააგენტოს საკუთრებას წარმოადგენს. სანატორიუმი 370 კაცისათვისაა განსაზღვრული.
7 აგვისტო განსაკუთრებით გამორჩეულია კურორტ ბეშუმის დამსვენებელთათვის, რადგან ყოველ წელს, ტრადიციულად, შუამთობის სახალხო დღესასწაული იმართება. ამ დღეს უამრავი ადამიანი იყრის თავს კურორტზე. ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ ხალხური შემოქმედების ჩვენება, დოღი, ჭიდაობა და სახალხო სეირნობა იმართება

შოვი
შოვი საქართველოს ერთ-ერთი ბალნეოლოგიური კურორტია. ის დასავლეთში, ქუთაისიდან 147 კილომეტრზე მდებარეობს. ზემო რაჭაში კურორტი 1929 წელს დაარსდა. ზღვის დონიდან 1600 მეტრზეა და სწორედ ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან კავკასიონის მწვერვალები ესაზღვრება, სამხრეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით კი კავკასიონის ქედი. ზაფხული აქ ზომიერად თბილია(ივლისის საშუალო ტემპერატურაა 16ოჩ). ზამთარში საკმაოდ ცივა(იანვრის საშუალო ტემპერატურაა 6ოჩ).
შოვი ცნობილია ტყეებით, რომლებიც მთლიანობაში 25 ათას ჰექტარს იკავებს. აქ წარმოდგენილია ფიჭვი, ნაძვი, წიფელი, მუხა, რცხილა, არყი, შინდი და რთხმელა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინერალური წყლები. კურორტის ტერიტორიაზე თექვსმეტამდე მინერალური წყალია აღმოჩენილი. ყოველი მათგანი განსხვავდება შემადგენლობით. ძირითადად კი კალციუმის შემცველობით გამოირჩევა.
აქ მოდიან ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა: ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ლიმფოდენიტი, ნაღვლისა და შარდის ბუშტის ანთება, კუჭ–ნაწლავის სისტემის პრობლემები, ანემია და სხვა.
გარდა ამისა, შოვის ადგილმდებარეობა ალპინიზმისა და კლდეზე ცოცვისთვისაც ზედგამოჭრილია. ცნობილია, რომ კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ დარჩენილია ისეთი მწვერვალები, სადაც ვერცერთმა ალპინისტმა მოახერხა მიღწევა. ზოგიერთი მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 4600 მეტრია.
აქაური მთის მდინარეები ბაიდარებით ჩქაროსნული დაშვების მოყვარულთა ყურადღებასაც იპყრობენ.

წყალტუბო
წყალტუბო დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია. მისი ტერიტორია 707 კვ.კმ-ია. მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია, მაგრამ ცხოვრობენ რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, უკრაინელები, ბერძნები და ბევრი სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. კლიმატი თბილია, ზომიერად ტენიანი. ზაფხულში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +38 - +41 გრადუსია.
ყველაზე მთავარი, რითიც კურორტი თითქმის მთელს მსოფლიოშია განთქმული, უნიკალური თერმულ-რადონული მინერალური სამკურნალო წყლებია. რომელიც ბუნებრივად 35-37 გრადუსია და გათბობასაც არ საჭიროებს. აღსანიშნავია ისიც, რომ წყალს სუნი არა აქვს და უსიამოვნო შეგრძნებებსაც არ იწვევს. კურნავს 60-ზე მეტ დაავადებას, მათ შორის: პერიფერიული ნერვული სისტემის, სისხლძარღვების, კანის, გინეკოლოგიურ და სხვა დაავადებებს.
წყალტუბოში სულ 18 სანატორიუმი და 2 პანსიონატი იყო. აქედან დღეს მხოლოდ რამდენიმე ფუნქციონირებს. ყველაზე ცნობილი მეექვსე სააბაზანოა, რომელიც სტალინის სახელს უკავშირდება. აქ პატარა მუზეუმია, სადაც დიდი ქართველი ბანაობდა და ისვენებდა. ამ ოთახებით სარგებლობის უფლება ახლა მხოლოდ განსაკუთრებულ პირებს აქვთ. როგორიც მაგალითად, არც მეტი არც ნაკლები, `იტერას~ პრეზიდენტია.
აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს საუცხოო მდებარეობა აქვს. ის ორი მთავარი ზონისგან შედგება. პირველი - რუსთაველის ქუჩა, რომელიც პარკს რკალავს და რომელზეც ყველა სანატორიუმია განთავსებული. მეორე - სადაც საცხოვრებელი სახლები მდებარეობს.



ნუნისი
ნუნისის წყლის სამკურნალოდ გამოყენება დაახლოებით მეცხრე საუკუნის პირველ ნახევარში დაუწყიათ. ეს ცხოველებზე დაკვირვების შედეგად გახდა შესაძლებელი. არსებობს გადმოცემა, რომ ბრძოლიდან დაბრუნებულ დავით აღმაშენებელს საკუთარი თვალით უნახავს, როგორ იკურნებოდნენ და უბრუნდებოდათ ძალა მის ცხენებს ამ წყლის დალევის შემდეგ. გარდა ამისა, წყალი შინაურ ცხოველებს მუნისგან ჰკურნავდა. ეს მოსახლეობამაც შეამჩნია და საკუთარ თავზეც წარმატებით გამოსცადა.
უკვე თამარ მეფის დროს კი აქ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აშენდა, რომელიც დღემდეა შენარჩუნებული.
კურორტი ხარაგაულის რაიონში მდებარეობს და ცენტრიდან 22 კილომეტრითაა დაშორებული. რკინიგზის სადგურიდან, რომელიც სოფელ მოლითში მდებარეობს მას 6 კილომეტრი აშორებს.
კურორტზე დილის 9 საათიდან საღამოს 11-მდე ფუნქციონირებს საბაგირო.
მინერალური წყაროების ამოსავალი წერტილები მდინარე ზვარულას შესართავთანაა განლაგებული. აქაური წყალი მაღალი ტუტიანობით გამოირჩევა. შეიცავს ბრომს, ბორის მჟავას, ამონიუმს, კალიუმსა და სხვა. ჰკურნავს კანის, სამოძრაო ორგანოების, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც სისხლნაკლებობას უჩივის. როგორც კლიმატური, ისე ბალნეოლოგიური ფაქტორები მკურნალობის ეფექტურობას უზრუნველყოფს.

საირმე
საირმე არიას მნიშვნელოვანი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი ბაღდათის რაიონში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდ. კალთაზე. მდ. წაბლარისწყლის ხეობაში. ზ.დ. 950 მ., ფგდათიდან 25 კმ. ჰავა რბილია; იცის მცირეთოვლიანი ზამთარი(იანვ. საშ.ტემპერატურა –1,0°ჩ) და ზომიერად თბილი ზაფხული( აგვ. საშ. ტემ. 17°ჩ); ნალექების რაოდენობა 900მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორი: ნარზანის ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი (წყალი#1 და#3) და ბორჯომის ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროლარბონატული ნატრიუმიანი (ბურღილი#4 და #5)მინერალური წყალი. საირმეში არის სანატორიუმი, დასასვენებელი სავლები და საკურორტო პოლიკლინიკა. სეზონი: მაისიდან ნოემბრამდე. ჩვენება: საშარდე გზების და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ქრონიკული დაავადებები.



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48