ნანახია: 1110
აჭარაში, თემაზე _ „ტურისტული სეზონის პიკი“ ბრიფინგი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, წყალზე სამაშველო სამსახურის უფროსმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსმა გამართეს. ბრიფინგის თემა აჭარის ტურისტული სეზონი იყო. შეხვედრაზე 2009 წლის საზაფხულო სეზონის ტურისტულ სტატისტიკასა და ტენდენციებზე ისაუბრეს, ასევე, მოსალოდნელ სიახლეებსა და ცვლილებებზე. ბრიფინგზე აღინიშნა, რომ შავი ზღვისა და მაღალმთიანი აჭარის მდინარეების წყლების მონიტორინგის შედეგები დამაკმაყოფილებელია და ამ მხრივ საბანაო სეზონს საფრთხე არ ემუქრება. აღსანიშნავია, რომ მთელი სანაპირო ზოლის გასწვრივ, სარფიდან ქობულეთამდე, სათანადოდ მომზადებული და აღჭურვილი მაშველები პატრულირებენ, საბანაო ზოლში წყლის ატრაქციონების მოძრაობას კი სპეციალური სამაშველო კატარღა არეგულირებს. ბრიფინგი ტრადიციულ სახეს ატარებს და ტურისტული სეზონის განმავლობაში ყოველთვიურად გაიმართება.
|