თანამედროვე სტანდარტების ზამთრის კურორტი ბახმარო მორიგი დიდი ტყუილი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ტურიზმი : თანამედროვე სტანდარტების ზამთრის კურორტი ბახმარო მორიგი დიდი ტყუილი
ნანახია: 401

თანამედროვე სტანდარტების ზამთრის კურორტი ბახმარო მორიგი დიდი ტყუილიბახმაროში არსებული კოტეჯების მფლობელებს ქონებას არ ურეგისტრირებენ და ანგრევენ

ბახმარო, მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრზე მდებარეობს. მაღალი მთების კალთებიდან მოჩანს მთელი გურია, იმერეთის ნაწილი, ნახევარი სამეგრელო და აფხაზეთი, მთელი შავი ზღვა. კურორტი რესპუბლიკური მნიშვნელობისაა და საქართველოს კურორტებს შორის ყველაზე მაღალია.
მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებთან ვერა ქობალიასა და რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად ბახმაროში იმყოფებოდა და კურორტის განვითარების გეგმა განიხილეს (თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ეს გეგმა ჯერჯერობით თვალით არავის უნახავს, არავინ იცის რას ითვალისწინებს იგი). როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, `ანაკლიისა და ბათუმის შემდეგ ბახმარო იქნება ის კურორტი, სადაც უამრავი უცხოელი ტურისტი უნიკალური ჰავის, ევროპული დონის სასტუმროსა და გასართობი ცენტრების გამო ჩავა~. ამასთან, პრეზიდენტმა ბახმაროში სამთო-სათხილამურო ტრასების მოწყობის კუთხითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ `კურორტის ბუნებრივი პირობები იძლევა იმის საშუალებას, რომ ბაკურიანთან, გუდაურსა და სვანეთთან ერთად იგი ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ზამთრის კურორტებს არაფრით ჩამორჩეს. უცხოელ ტურისტებს აქ საშუალება ექნებათ უნიკალური ჰავით ისიამოვნონ, ევროპაში ყველაზე მაღალი დონის ზამთრის კურორტზე, ევროპული დონის სასტუმროებსა და გასართობ ცენტრებში დაისვენონ”,- განაცხადა პრეზიდენტმა. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს პირველმა პირმა ბახმაროს კლიმატური პირობების შესახებ ბევრი არაფერი იცის, ცნობილია, რომ იქ ზამთარში თოვლის საფარი ზოგან 10 მეტრს აღემატება. მეცნიერულად კი დამტკიცებულია, რომ ადგილის, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე 4 მეტრზე დიდია, ზამთრის კურორტად ფუნქციონირება პრაქტიკულად შეუძლებელია. გარდა ამისა, სპეციალისტების შეფასებით, ბახმაროში ნაკლებად არის ახალი თოვლი, რომელიც აუცილებელია სათხილამურო ტრასების მოსაწყობად.
ბახმაროსთან დაკავშირებით კიდევ უფრო საინტერესოა მეორე საკითხი, რაც კურორტის ინფრასტრუქტურულ განვითარებას ეხება. პრეზიდენტის მორიგი ტყუილი ბახმაროსთან დაკავშირებით, არის ის, რომ მომავალ სეზონზე ბახმაროში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასტუმროები და გასართობი ცენტრები დაგვხდება. როგორც ცნობილია, ბახმაროში თოვლი ოქტომბრის მეორე ნახევარში მოდის და ივნისის დასაწყისამდე არ დნება. შესაბამისად, იქ თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, პრაქტიკულად, გამორიცხულია.
როგორც ვხედავთ, ბახმაროს თანამედროვე კურორტად გადაქცევა, მიუხედავად პრეზიდენტის განცხადებებისა, საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივაა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ კურორტის სპეციფიკა არავის შეუსწავლია და პრეზიდენტის ბახმაროში სტუმრობა, მხოლოდ მორიგი პიარაქცია გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ბახმარო სამკურნალო კურორტთან ერთად, უფრო ეთნო-კულტურული და ბუნებრივ-გეოგრაფიული ღირშესანიშნაობებით გამოირჩევა. სწორი მიდგომის შემთხვევაში, უცხოელი ტურისტებისთვის ეს ღირებულებები უფრო გაყიდვადია, ვიდრე ის, რასაც პრეზიდენტი ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას, ზოგადად გამოარჩევს ხოლმე.
ხელისუფლების მიდგომები კურორტების განვითარებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ საინტერესო სპეციფიკას გულისხმობს. სხვანეთის და გონოის ტრადიცია, როგორც ჩანს, ბახმაროშიც გაგრძელდება. ბახმაროს განვითარების გეგმიდან მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ იქ არსებული კოტეჯების დიდ ნაწილს აიღებენ. საგულისხმოა, რომ ბახმაროში მკვიდრი მოსახლეობა არ არის. იქ არსებულ კოტეჯებს ძირითადად მახლობლად მდებარე დასახლებებში მცხოვრები ადამიანები ფლობენ. კოტეჯების ერთი ნაწილი ახალაშენებულია, მეორე უფრო დიდი ნაწილი კი 40-50 წლის წინ არის აშენებული. ამ კოტეჯების საკუთრების რეგისტრაცია რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, კურორტის ადმინისტრაციის ჩანაწერებში იყო ასახული, სხვადასხვა გადასახადებს კოტეჯების მფლობელები, ამ ჩანაწერების მიხედვით იხდიდნენ. თუმცა, ბოლო პერიოდში საკუთრების რეგისტრაციის წესი შეიცვალა. ძველი ჩანაწერები პრაქტიკულად უკვალოდ გაქრა და ბახმაროში საკუთრების რეგისტრაციის ახალი წესი შევიდა ძალაში. თუმცა, იმის გამო, რომ ძველი ჩანაწერები კანონგარეშედ გამოცხადდა, კოტეჯების მფლობელები საკუთრების დარეგისტრირებას ვეღარ ახერხებენ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება კურორტი ბახმარო, კურორტზე არსებული ქონების საკუთრების შესახებ დოკუმენტაციას აღარ გასცემენ, ამ დოკუმენტაციის გარეშე კი საჯარო რეესტრი ამ ქონებას არ არეგისტრირებს.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული პრობლემა ბახმაროში არსებული კოტეჯების მფლობელების აბსოლუტურ უმრავლესობას ექმნება. ხელისუფლება ამ პრობლემას არ ცნობს და, შესაბამისად, არც რაიმე მიდგომის დაფიქსირებას აპირებს. ერთი სიტყვით, ბახმაროში არსებული ქონების მესაკუთრეებმა, პრაქტიკულად, უკვე დაკარგეს საკუთრება, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა კონკრეტულ სპეციფიკურ შემთხვევას არ ითვალისწინებს.

ნათია ფიცხელაური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48