აშშ მთავრობა ხელს უწყობს საქართველოს გახდეს ღვინის ტურიზმის ქვეყანა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ტურიზმი : აშშ მთავრობა ხელს უწყობს საქართველოს გახდეს ღვინის ტურიზმის ქვეყანა
ნანახია: 466

აშშ მთავრობა ხელს უწყობს საქართველოს გახდეს ღვინის ტურიზმის ქვეყანა 23 სექტემბერს, 12:30-ზე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ (EPI) წამყვან ადგილობრივ ღვინის კომპანია “თბილღვინოსთან” ერთად უმასპინძლა მსოფლიო დონის ღვინის ექსპერტებს “თბილღვინოს” ოფისში, სადაც ჩაატარეს ღვინის მასტერ კლასი და ბრმა დეგუსტაცია. ღონისძიება მიეძღვნა ორგანოლეპტიკურ ანალიზსა და მსოფლიო ღვინოების შეფასებას ქართულ ღვინოებთან, აგრეთვე ინფორმაციის გაზიარებას მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მიმდინარე უკანასკნელი ტენდენციების შესახებ. ღონისძიებას უძღვებოდა ოთხი ღვინის ექსპერტი, პირები, ვინც ქმნიან მსოფლიო აზრს ღვინის შესახებ - დოქტორი პატრიკ ფარელი, ლიზა გრანიკი, პიტერ კოფი და ჯოელ ბატლერი.
EPI-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თაკო რაზმაძის განცხადებით, აღნიშნული მასტერკლასი წარმოადგენს იმ პროგრამის ნაწილს, რომელიც შემუშავებულ იქნა EPI-ს მიერ, რათა მსოფლიო მასშტაბის ათ ღვინის ექსპერტს - ღვინის მაგისტრებს, ბლოგერებსა და მწერლებს, პროფესორებსა და კონსულტანტებს – გაეცნოთ საქართველოს ღვინისა და მეღვინეობის ტრადიცია. “გაცნობის პროცესში EPI-ს მიზანი გახლდათ წარმოეჩინა ქვეყანა, როგორც განსაკუთრებული და მიმზიდველი ადგილი ღვინის ტურიზმისათვის. აღნიშნული ათი ექსპერტი მიმდინარე კვირის განმავლობაში სტუმრობდა საქართველოს, რათა აღმოეჩინათ მსოფლიოს უძველესი მეღვინეობის ტრადიციის მქონე ქვეყანა, რომელი ტრადიციაც დღემდე თითქმის ხელუხლებლადაა შემონახული. აღნიშნული სტუმრებისათვის ქართული ღვინის კულტურის უკეთ გასაცნობად პროგრამა მოიცავდა ვიზიტს მონასტრებსა და ღვინის მეურნეობებში, ქართული სამზარეულოსა და მრავალხმიანი სიმღერის გაცნობას, ღვინის დეგუსტაციებს და სხვა ელემენტებს, რაც თან სდევს ღვინის კულტურას საქართველოში,” - საუბრობს თაკო რაზმაძე.
EPI აქტიურადაა ჩართული მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის ინდუსტრიაში, რადგან ამ სექტორს მაღალი პოტენციალი გააჩნია. აშშ საერთაშორისო სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული პროექტი ეხმარება ამ სექტორს გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი, შექმნას ტექნიკური შესაძლებლობები ღვინის ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციებისთვის, და განავითაროს ისეთი მარკეტინგი, რომელიც ქვეყანას გაუთქვამს სახელს, როგორც ღირშესანიშნავ ადგილს გლობალური ღვინის ტურიზმისთვის. ამ და სხვა ძალისხმევის მეშვეობით, აშშ მთავრობა ეხმარება საქართველოს ეკონომიკის ზრდას, რაც ქართველი ხალხის კეთილდღეობის წინაპირობაა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48