"2011 წელს საქართველოში 1 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა", - ქეთი ბოჭორიშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი- ქალბატონო ქეთი, უკვე წლებია ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი მთავარ გამოწვევად ინვესტიციების მოზიდვას ასახელებს. ასე იყო 2010 წელსაც. როგორ შეაფასებდით გასულ წელს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და რომელ სფეროებში აღინიშნებოდა ინვესტიციების სიჭარბე?- 2010 წლის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები ტურიზმის, ენერგეტიკის, მშენებლობის, უძრავი ქონების, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საფინანსო სექტორებში თითქმის თანაბრად იყო გადანაწილებული. სულ 553 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა.
ქვეყანაში შექმნილი სირთულეებისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიუხედავად, მთავრობის ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად საქართველომ ეკონომიკური სირთულეები წარმატებით დაძლია. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საქართველოში 2010 წლის პირველ ნახევარში 6.6%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნული რეიტინგებით ქვეყანას ცნობადობა საკმაოდ აუმაღლდა. ამრიგად, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს თანდათან თავს აღწევს, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ამაღლებული იმიჯი საშუალებას მოგვცემს, 2010 წელთან შედარებით, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ.
- რამდენად კმაყოფილი ხართ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობით?- დღესდღეობით ქვეყნის საინვესტიციო გარემო მეტად მიმზიდველია, რაც დასტურდება ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევების ანგარიშებიდან გამომდინარეც. 2010 წელს საქართველომ საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, რაც საუკეთესო ქვეყნის იმიჯს ქმნის, რომ ინვესტორი ჩამოვიდეს და ინვესტიციები განახორციელოს. მაგალითად, 2010 წელს, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ გამოაქვეყნეს ერთობლივი კვლევა ,,Dოინგ Bუსინესს 2011”, რომლის მიხედვით საქართველომ მე-12 ადგილი დაიკავა 183 ქვეყანას შორის ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგში. ამასთან, კვლევის თანახმად, 2005 წლის შემდეგ ბიზნესრეგულაციების სფეროში განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით საქართველო დასახელდა მსოფლიოში ყველაზე აქტიურ რეფორმატორად 174 ქვეყანას შორის. თI-ის (თრანსპარენცყ Iნტერნატიონალ) თანახმად საქართველო პირველ ადგილზეა პოსტ-საბჭოთა სივრცეში (ბალტიის ქვეყნების გამოკლებით) კორუფციასთან ბრძოლაში. Hერიტაგე Fოუნდატიონ-ის 2010 წლის თავისუფალი ეკონომიკის ინდექსის თანახმად, საქართველო 26 ადგილზეა 183 ქვეყანას შორის.
- რა რაოდენობის ინვესტიცია შემოვიდა 2011 წლის პირველ კვარტალში. რომელ სექტორებზე გადანაწილდა ინვესტიციები და რომელი ქვეყნებიდან ჭარბობს ინტერესი?- 2011 წლის I კვარტალში (წინასწარი მონაცემებით) საქართველოში 174 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2.3-ჯერ აღემატება 2010 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს და 45% მეტია 2010 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებთან შედარებით.
მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 90 პროცენტი ეკონომიკის 4 უმსხვილეს სექტორზე გადანაწილდა. აქედან 48 პროცენტი მრეწველობაზე, 23 პროცენტი საფინანსო სექტორზე, 12 პროცენტი ენერგეტიკასა და 8 პროცენტი მშენებლობის სექტორზე მოდის.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 67 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელდა. რაც შეეხება ამ მაჩვენებლის განაწილებას უმსხვილესი ქვეყნების მიხედვით პირველ პოზიციას კვიპროსი იკავებს 24 პროცენტით, მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 17 პროცენტით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდები 15 პროცენტით.
- როგორც აღნიშნეთ, გაზრდილია ინვესტორთა დაინტერესება საქართველოს მიმართ. თქვენი აზრით, რითია ეს ფაქტი გამოწვეული?- ინვესტორთა გაზრდილი დაინტერესება შეიძლება აიხსნას ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატით, ეკონომიკური ზრდის შესაბამისი ტემპებითა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების დადებითი ტენდენციებით.
საინვესტიციო სააგენტოს ეფექტური და შედეგიანი მუშაობისთვის უპირველესი ნაბიჯი პრიორიტეტული სექტორების დაფიქსირებაა. ინვესტიციების მოსაზიდად ინვესტორთა დაინტერესება სწორედ პრიორიტეტული სექტორების ხარჯზე ხდება. სააგენტოს სტრატეგიის თანახმად, რესურსები ძირითადად მხოლოდ ამ სექტორებში ინვესტიციის მოზიდვაზე იქნება მიმართული.
- 2011 წელს საქართველოს მთავრობა ქვეყანაში 1 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას ელის. ამასთანავე, ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი 2011 წლის მთავარ გამოწვევად ინვესტიციების მოზიდვას ასახელებს. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ქვეყანაში 1 მლრდ დოლარის შემოდინება?- სრულიად რეალურია, 2011 წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მლრდ-ს მიაღწიოს, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიისა და ისეთი ინოვაციური ბიზნესშეთავაზებების პირობებში, როგორიც თავისუფალი ინდუსტრიული და ტურისტული ზონებია. საქართველოს მთავრობა ოფიციალური ბიზნესდელეგაციების ვიზიტებით ცდილობს, მთელს მსოფლიოში ქვეყნის ცნობადობა გაზარდოს, უცხოელი ინვესტორების დაინტერესება გამოიწვიოს და მათ ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო გარემო შესთავაზოს.
2011 წელს მაქსიმალურად შევეცდებით, უცხოელ პოტენციურ ინვესტორებს ქვეყნის ტურისტული სექტორის პოტენციალი აქტიურად დავანახოთ. 2011 წელს ძირითად ინვესტიციებს ენერგეტიკაში, ტურისტულ ინფრასტურქტურასა და აგრარულ საქმიანობებში ველით. საინვესტიციო სააგენტოს სტრატეგიის მთავარ რგოლს სოფლის მეურნეობის სექტორიც წარმოადგენს.
ინვესტიციების მოსაზიდად ინვესტორთა დაინტერესება სწორედ პრიორიტეტული სექტორების ხარჯზე ხდება. სააგენტოს სტრატეგიის თანახმად, რესურსები ძირითადად მხოლოდ ამ სექტორებში ინვესტიციის მოზიდვაზე იქნება მიმართული.
ესაუბრა თეონა აფციაური