ქართული კურორტების ტენდენცია - დაბალი ხარისხი და მაღალი ფასები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ტურიზმი : ქართული კურორტების ტენდენცია - დაბალი ხარისხი და მაღალი ფასები
ნანახია: 553

"მხოლოდ შიდა კანონმდებლობის ლიბერიზაციით, საგადასახდო წნეხის შემცირებით, კარგი PR-ით შენთან ინვესტორი არ შემოვა"


სურამი სამთო კურორტია ხაშურის რაიონში. ჰავა აქ მშრალი და სუბტროპიკულია, ამიტომაც განსაკუთრებული თვისებების გამო 1962 წლიდან სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტი გახდა. დღეს კი სურამის ტყეები დაბინძურებულია. სამთო კლიმატური კურორტი დამსვენებელს ვერც ამ სეზონზე შესთავაზებს კომფორტულ პირობებს. მოუწესრიგებელია წყლის მიწოდება. სურამის გამგეობაში კი ამტკიცებენ, რომ ეს პრობლემა მოიხსნა.
`ნაწილობრივ მოიხსნა წყლის პრობლემა - გაიწმინდა წყლის რეზერვუარი, სკვერში დამონტაჟდა ატრაქციონები, ასე რომ, დამსვენებელს ველოდებით”,- ამბობს სურამის გამგებელი მამუკა მოსიაშვილი.
რეალურად კი სულ სხვა ვითარებაა. იშვიათად შეხვდებით ტურისტს, ვინც კურორტზე დასვენებით კმაყოფილია. არ არის განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, ხშირ შემთხვევაში, ტურისტული ადგილები განადგურებამდეა მისული. როდესაც მთავრობის მთელი გულისყური საზღვაო კურორტებზეა მიმართული, ქვეყნის მთიან ნაწილში ტურიზმი ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის ანაბარადაა დარჩენილი. რამდენადაც ყურადღება არ აკლია ანაკლია-განმუხურს, მოუვლელია ისეთი კურორტები როგორიცაა: ბახმარო, სურამი, შოვი, საირმე და სხვა, სადაც ტურისტებს ცუდ გარემოში უწევთ დასვენება.
სასტუმრო `რაჭას” დირექტორის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მომსახურების ფასები არ გაზრდილა, წლეულს დამსვენებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია და სასტუმროს მხოლოდ 30%-ია დატვირთული.
სურამის მოსახლეობა სეზონის ჩავარდნის ძირითად მიზეზებს ვერ ასახელებს, თუმცა დამსვენებლები ინფრასტრუქტურის არარსებობაზე მიუთითებენ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ დაბინძურებულია ტყეები, შენობები და ქუჩები მოუვლელია. ამისთვის არც გამგეობა ზრუნავს და არც მთავრობა. მომსახურების დაბალი ხარისხია კაფეებსა და სხვადასხვა გასართობ ცენტრებში. მაღალი ფასები კი ქართული კურორტების ტენდენციაა. სურამის ინფრასტრუქტურა არ იძლევა დამსვენებელთა დაინტერესების საშუალებას. ამიტომ დამსვენებელი აქ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩადის. არც ინვესტორები ინტერესდებიან სურამით, ასე რომ, საქართველო ვერ იცხოვრებს ტურიზმის ხარჯზე. ზოგადად, საქართველოში ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში დასვენება ევროპის კურორტებზე 3-ჯერ ძვირი ჯდება.
მაგალითად, საფრანგეთი პოპულარულ კურორტებზე ტურისტი დღეში საშუალოდ 100 ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც საქართველოში ჩამოსულ ტურისტს დღის განმავლობაში 337 დოლარი ეხარჯება. ეს იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ საქართველოს ტურისტულ სექტორში ფასებისა და მომსახურების შეუსაბამობაზე.
როდესაც ვაცხადებთ, რომ ქვეყანა ღიაა ინვესტორებისთვის, ვხედავთ, რომ `შემოდის მხოლოდ არაბული და რუსული ინვესტიცია, ისიც შემოვლითი გზით ან ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების კაპიტალი და მას შეიძლება დაემატოს ინდური და ჩინური, მაგრამ არ გვაქვს ამერიკული ინვესტიციები და მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელია ევროპული ინვესტიციები. იმიტომ, რომ მხოლოდ შიდა კანონმდებლობის ლიბერიზაციით, საგადასახდო წნეხის შემცირებით, კარგი Pღ-ით შენთან ინვესტორი არ შემოვა”,- აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა.
ამერიკელი ინვესტორები მიჩვეულნი არიან ბიზნესსაქმიანობას ცივილიზებულ გარემოში და რაც მთავარია, მათ სჭირდებათ სტაბილურობის განცდა, რადგან საქართველოში არ არის სტაბილურობის განცდა, ისინი არ მოდიან. სურამიც ინვესტორებისა და მთავრობის ყურადღების დეფიციტს განიცდის.

მარიამ ბიბილაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48