თემურ ჭყონია ქობულეთში ღრუბლებს გაფანტავს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ტურიზმი : თემურ ჭყონია ქობულეთში ღრუბლებს გაფანტავს
ნანახია: 501

"ხელოვნურად მართულმა ამინდმა შეიძლება მიმდებარე დასახლებები დააზარალოს"

საქართველოში ბოლო ხანებში ხშირია კლიმატური იარაღის შესყიდვა-გამოყენებაზე საუბარი. ამ საკითხზე ხმამაღლა იმ მისტიკური მოვლენების მერე ალაპარაკდნენ, რომელიც ნატო-ს წვრთნების წინ 3 დღიან გადაუღებელ წვიმას მოჰყვა. შავი ღრუბლები შავ ზღვაზე რამდენიმე დღე უძრავად იდგა და გადაუღებლად წვიმდა. ყვითელი წვიმა ადამიანებისთვის და საქონლისთვის უვნებელი აღმოჩნდა. ინფორმაცია ამის თაობაზე ეკოლოგებმა ექსპერტიზის ჩატარებისთანავე განაცხადეს, თუმცა ვერავინ უპასუხა კითხვას, თუ რამ გამოიწვია ყვითელი, უცნაური წვიმა. ამასთან დაკავშირებით გაჩნდა რამდენიმე საინტერესო მოსაზრება. ამბობენ, რომ აშშ-მ საქართველოში კლიმატური იარაღი გამოიყენა, ასევე შემოტანილი იქნა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რეაქტიული სისტემები და უკრაინული ბუკ-ის რაკეტები. წვიმების პერიოდში ბათუმის საზღვაო პორტს "საზღვაო ბორანი პლევნის გმირები” მიადგა, რომელიც საიდუმლო პირობებში გადმოტვირთეს. სატვირთო მანქანები სარეგისტრაციო ნომრების გარეშე, თითო-თითოდ მიიყვანეს ნავმისადგომთან, შემდეგ 5-6 მანქანისგან კოლონა გააკეთეს და ბრეზენტგადაფარებული ტრაილერები, პოლიციისა და სამხედრო ჯიპების თანხლებით თბილისისკენ გაემართნენ. როგორც ბათუმის პორტის მუშებმა განაცხადეს – პორტში ზოგიერთი ბორანის გადმოტვირთვის დროს, უსაფრთხოების და დაცვის განსაკუთრებული ზომები იქნა მიღებული. სამხედრო უნიფორმებში ჩაცმული დაცვა უცხო პირებისა და ავტოტრანსპორტისგან განსაკუთრებული სიმკაცრით ათავისუფლებდა და აკონტროლებდა ტერიტორიას. ფეთქებადსაშიში მარკირებით კონტეინერები ამწეებით იტვირთებოდა სამხედრო ტრანსპორტზე და ქართული სამხედრო პოლიციის მანქანების თანხლებით, ჩრდილო-დასავლეთით მიემართებოდნენ. ბათუმში საიდუმლო ტვირთით ბორანის შემოსვლა და ამავე დროს ცაზე ისეთი ღრუბლების წამოსვლა, რომელიც სადაზღვევო თვითმფრინავებს, თანამგზავრს და რადიოსალოკაციო სადგურებს სიტუაციის გაკონტროლებაში ხელს შემშლელია, უცნაურად დაემთხვა. მოვლენების ასეთმა განვითარებამ გამოიწვია ეჭვი იმაზე, რომ შავიზღვისპირეთში გადაუღებელი წვიმები შემთხვევითობა კი არა, დაგეგმილი იყო. "ყვითელი წვიმის” მობილიზების მიზნად, რუსული და უცხოური კოსმოსური თუ საჰაერო დაზვერვის საშუალებებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთებისა და შეიარაღების კონტროლისთვის ხელისშეშლას ასახელებენ.
რატომ აიარაღებენ საიდუმლოდ ქართულ არმიას? საქართველოს ხელისუფლება, ალბათ, რუსეთის მომავალი აგრესიის თავიდან აცილებისთვის ემზადება. რუსებს ბრალს დებენ ჩვენ საზღვრებთან სამხედრო ძალების გაძლიერებაში, ხოლო მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის მხარდაჭერით, რუსეთთან კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, ცდილობს მაქსიმალურად მზად იყოს.
კლიმატურ იარაღს სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს. მისი საშუალებით შესაძლებელია ნალექების კონტროლი და ღრუბლების გაფანტვა, რაც ტურისტებს ხელს შეუწყობს ზაფხულში შავ ზღვაზე უკეთესად დაისვენონ და უამინდობით არ შეწუხდნენ.
ამინდის მართვის სისტემის შეძენაზე საკითხი თემურ ჭყონიამ წამოაყენა. მისი განმარტებით, აღნიშნული დანადგარი სერბული წარმოშობისაა და იქაურ მხარესთან იარაღის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. სისტემის ღირებულება 3 ათასი ევროა, თუმცა ღრუბლის გასაფანტად "თითო გასროლა" 435 ევრო ჯდება. იდეის განხორციელების შემთხვევაში, ქობულეთში წვიმიანი დღეები იკლებს და დამსვენებლებს უფრო მეტი დრო ექნებათ პლიაჟზე გასარუჯად. მოგეხსენებათ "კოკა-კოლა ბოთლერ ჯორჯიას” დამფუძნებელს ქობულეთის ფიჭვნარში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აქვს, რომელიც 150 ნომერს მოიცავს. სასტუმროს გააჩნია გართობის, დასვენებისა და გამაჯანსაღებელი კომპლექსები. მისი მშენებლობა 23 მლნ აშშ ლარი დაჯდა. ჭყონიას სამომავლო გეგმებიც სწორედ ქობულეთში, კონკრეტულად კი მის სასტუმროში რაც შეიძლება მეტი დამსვენებლის მოზიდვას უკავშირდება.
ამ იდეას მწვანეთა პარტიის ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ აბსურდული და არარეალური უწოდა. გარდა ამისა, მისი განხორციელება საშიში და საზიანოცაა განაცხადა მან. ხელოვნურად მართულმა ამინდმა შეიძლება მიმდებარე დასახლებები დააზარალოს. თუ ამინდი ერთ სოფელში, რეგიონში ან ქვეყანაში ხელოვნურად იცვლება, ამან შეიძლება საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანოს მეზობელ სოფელს, რაიონს ან ქვეყანას, ანუ ჩვენ შემთხვევაში ქობულეთში გაფანტულმა ღრუბლებმა შესაძლოა სხვა ადგილას მოიყაროს თავი. ამინდის ფორმირებაში ხელოვნურმა ჩარევამ შეიძლება დაარღვიოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ციკლი. შექმნას წყლით მომარაგების პრობლემები, დაწამლოს სამეურნეო ნაკვეთები და ა.შ. საბჭოთა კავშირში სარაკეტო დანადგარით ღრუბლების დაშლამ არავითარი შედეგი არ გამოიღო, გარდა იმისა, რომ გაანადგურა სამეურნეო ნაკვეთები. ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რა ზიანის მიყენებაც ამ იარაღს შეუძლია ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმს. საქმე იმაშია, რომ ნივთიერებები, რითაც ღრუბლების დაშლა ხდება, წამლავს გარემოს. მომწამლავი ნივთიერებებიდან ყველაზე საშიში ვერცხლისწყლის ფხვნილი და იოდიანი ტყვიაა, რომლებიც გენერატორებში, თვითმფრინავებსა და რაკეტებშია დამონტაჟებული. ისინი აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს "გაიდლაინების” მიხედვით ტოქსიკურ დამაბინძურებლად და რისკის შემცველ ნივთიერებებად ითვლებიან. სხეულში მათმა მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს იოდიზმი, რომელიც ვლინდება ცრემლდენით, ხველით, სურდოთი, ნერწყვდენით, კრუნჩხვებით და კანის დამახასიათებელი გამონაყარით. იწვევს დროებით უუნარობას, დეპრესიას, წონის კლებას, ანემიას და ა.შ.
ამინდის მართვის შედეგები ვრცელდება არა მხოლოდ სამიზნე რეგიონზე, არამედ სულ სხვა რეგიონებზეც. პირდაპირი შედეგი თუ დადებითია, მისი ირიბი გავლენა უარყოფითია. ჯერ უცნობია, ზუსტად რა უარყოფით გავლენას ახდენს ამინდზე ზემოქმედებისას გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების დოზირება ადამიანზე და გარემოზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ქიმიური ნივთიერება, რომელიც ღრუბლებში ითესება, საბოლოოდ მაინც დედამიწაზე ბრუნდება, რაც ცუდად აისახება ჩვენ ჯანმრთელობაზე.Gგარდა ამისა, დიდი ზიანი ადგება ისედაც ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოს.

რუსუდან გაბესკირია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48