მაღალი დონის ტურისტული სერვისი საქართველოში არ არსებობს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ტურიზმი : მაღალი დონის ტურისტული სერვისი საქართველოში არ არსებობს
ნანახია: 678

ბოლო წლებია გამუდმებით გვესმის, რომ აჭარა აყვავდა, ბათუმი უმშვენიერესია, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ უცხოელი სტუმრები.... თუმცა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ილუზიაა. ფაქტი კი საპირისპიროს ამტკიცებს.
დავიწყოთ იქიდან, რომ 2011 წლის 4 აპრილს აჭარის ტურიზმისა და კულტურის დეპარტამენტის და ტურიზმის სააგენტოს 55 თანამშრომელი, ფაქტურად მთელი პერსონალი, არაგუნდური და უპასუხისმგებლო მუშაობისთვის გაათავისუფლეს, ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტიც კი მადლობას უხდიდა მათ აჭარაში გაწეული სამუშაოებისთვის. როგორც ჩანს, ამდენი ხნის განმავლობაში მთავრობა მხოლოდ პარკებისა და სკვერების გაკეთებით იყო დაკავებული და 55 ადამიანის უმოქმედობა მხოლოდ ახლა შეამჩნია. პასუხი ასეთია: "აჭარაში მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან საზაფხულოდ და ამიტომ პერსონალის გადახალისებაა საჭირო".
დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ყოფილი ბლოგერი და ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ბაჩუკი ჩხეიძის მოადგილე ვაჟა დიასამიძე გახდა. ახალ თანამშრომლებს კონკურსის წესით შეარჩევენ. რამდენი ხანს გასტანს კონკურსი და როდის დაიწყება აქტიური მზადება ტურისტების მისაღებად, ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ახლა, როცა უკვე გამალებული მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს, ტურიზმის დეპარტამენტში ჯერ კადრები არ შეურჩევიათ, თუმცა რა ეჩქარებათ.…
რამდენიმე დღის წინ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აჭარა მსოფლიო ტურისტების მისაღებად მზად არ არის. არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არსებული ინფრასტრუქტურა და მომსახურების დონე კი ევროპელი და ამერიკელი ტურისტების მისაღებად არ გამოდგება. ამიტომ, ამ ქვეყნებში აქტიური მარკეტინგული კამპანია არ ხორციელდება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ არსებული რესურსებით, მათ მხოლოდ უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის ტურისტების მიღება შეუძლიათ. შესაძლოა ტურისტების ჩამოსვლა ისრაელიდან და პოლონეთიდანაც. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ ისრაელთან ურთიერთობა გაიფუჭა, საეჭვოა, ამ ქვეყანასთან აქტიური მარკეტინგული კამპანია ჩატარდეს.
ბათუმი რომ არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ. თუნდაც თურქეთის საკურორტო ქალაქებს, ბათუმი კონკურენციას ძნელად თუ გაუწევს. ფასები თითქმის ერთნაირია, მაგრამ სისიუფთავის, სასტუმროების კეთილმოწყობისა და სერვისის მხრივ თურქეთი ბევრად წინაა. სველი წერტილები და სანიტარული მდგომარეობა კი მნიშვნელოვანი კომპონენტებია ტურისტებისთვის, აჭარის ინფრასტრუქტურა სწორედ ამ პირველად მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. პლაჟზე მზესუმზირის ნარჩენები ან სხვა სახის ნაგავი ყრია და წყალშიც მრავალფეროვანი საყოფაცხოვრებო ნარჩენები დაცურავს.Kკიდევ ერთი კომპონენტია ქვიშა, რაც ბათუმში არ არის. ბათუმის პლაჟები ვერ გაუწევს კონკურენციას წამყვანი ტურისტული ქვეყნების კეთილმოწყობილ სანაპიროებს. აი, ეს არის ის ძირითადი კომპონენტები, რაც ჩამოსულ ტურისტს მაღალ დონეზე უნდა დავახვედროთ და რასაც სადღეისოდ აჭარა ვერ აკმაყოფილებს. და ბათუმის ასე რიგად გაპიარებული სილამაზე, ისევე როგორც მთავრობის პოლიტიკა, ფასადურია და მოკლევადიან მიზნებზეა გათვლილი.
გამოდის, რომ ჩვენი ტურისტული პოტენციალი მხოლოდ ჩვენი უშუალო მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების ჩამოსვლას გულისხმობს. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ,,საზაფხულო გადახალისებას" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში იმ იმედით, რომ აჭარის სანაპიროზე მხოლოდ ახლო სამეზობლოდან ჩამოსულ მონებივრე ტურისტებს არ ვიხილავთ.

სოფო აბრამაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48