ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ტურიზმი : ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა
ნანახია: 1300

ეკონომიკურმა კრიზისმა და აგვისტოში მომხდარმა მოვლენებმა ქვეყნის ტურისტულ ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა იქონია, ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ზამთრის კურორტებზე არსებული სასტუმროების მეპატრონეები, ფინანსური კრიზისის გამო, დამსვენებლებისა და ტურისტების სიმცირეს უჩივიან. გასულ წელს ტურისტები უპირატესობას, მისი უნიკალური პირობების გამო, გუდაურს ანიჭებდნენ. მსოფლიოში მხოლოდ ორ კურორტზეა ვერტმფრენიდან გაუკვალავ თოვლზე სნოუბორდნიგი. ესენია შვეიცარია და საქართველოში - გუდაური. ბაკურიანთან შედარებით გუდაურს უკეთესი სათხილამურო ტრასებიც აქვს.
გუდაურის პოპულარულ სასტუმრო "გუდაურს" რამდენიმე მსხვილი შეკვეთა გაუუქმდა. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა დაგეგმილი კონფერენციების გამართვა გადადეს. აღსანიშნავია, რომ ამ სასტუმროს აქციების 84% სახელმწიფოს საკუთრებაა. თუმცა, იანვარში "გუდაურმა" შარშანდელი მაჩვენებელი შეინარჩუნა და 800 000 ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო იანვრის თვის შემოსავალი, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა. სასტუმროს დირექტორის, ვანო ვაშაყმაძის განცხადებით, სასტუმროს სხვა მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღია. მისი მუშაობა სტაბილურია. ფასების შემცირებას სასტუმრო სეზონის მიწურულში აპირებს. იანვრის შუა რიცხვებიდან ბაკურიანში არსებულ სასტუმრო "აპოლონს" დატვირთვა 80%-ით შეუმცირდა. სასტუმროს მენეჯმენტმა ერთი ღამის ღირებულება 80-დან 65 ლარამდე დაწია, თუმცა ამას მოთხოვნის ზრდა არ მოჰყოლია, პირიქით, თებერვლისთვის დაჯავშნული ნომრების 50% გაუქმდა. სასტუმროს მენეჯერის, ინგა გოცირიძის განცხადებით, ხალხის ნაკლებობის მიზეზი ანტირეკლამა და არასწორი ინფორმაციაა, თითქოს, ბაკურიანში თოვლი არ იყო.
"დანაკარგი ძალიან დიდია. სასტუმროს აქვს ვალები. თანამფლობელების თანხები ჩაიდო იმისათვის, რომ სასტუმროს მუშაობა არ შეეჩერებინა და რაც მთავარია, ხარისხი შეენარჩუნებინა.
ეს დანაკარგი გამოიწვია, პირველ რიგში, ზაფხულში მომხდარმა ომმა, შემდგომმა საომარმა და საგანგებო მდგომარეობამ, ამას დაემატა ის, რომ გაზის გადასახადი, რომელიც 53 თეთრი იყო ჯერ 72, ცოტა მოგვიანებით კი 77 თეთრი გახდა. ამავდროულად, უნდა გითხრათ, რომ ბაკურიანის ანტირეკლამა ხდებოდა, ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ თოვლი არ იყო. ხალხი გვირეკავდა და გვეკითხებოდა "ყოჩივარდები ამოვიდა?".მართალია, რამდენიმე დღის განმავლობაში თოვლის მცირე რაოდენობა იყო, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი გამოსწორდა. პირობები დამაკმაყოფილებელი იყო. არ ვიცი, ვის სჭირდებოდა მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ფაქტია, რომ სეზონი თითქმის ჩავარდა.
ჩვენი პრიორიტეტი ხარისხის შენარჩუნებაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ფასები დავწიეთ, პატარა ბავშვებისთვის დასვენება უფასო გავხადეთ, მაგრამ ასე რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცი.
ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გადასახადებზე შეძლებისდაგვარად შეღავათები არსებობდეს. ასევე, ტურიზმის დეპარტამენტისგან სწორი ინფორმაცია უნდა მიდიოდეს ხალხამდე. ეს, ალბათ, ის მინიმუმია, რაც შეიძლება, რომ ჩვენს დასახმარებლად გაკეთდეს," - ამბობს ინგა გოცირიძე.
ასეთმა მდგომარეობამ, ბუნებრივია, ტურისტულ კომპანიებს შემოსავალი საგრძნობლად შეუმცირა. ტურისტული კომპანია "ინტერკონტინენტალის" შემომავალი ტურიზმის მენეჯერის, გიორგი მუხიგულიშვილის განცხადებით, ტურისტული სფეროს გამოცოცხლება მხოლოდ სახელმწიფოსა და მთავრობასთან შეთანხმებული მოქმედებითაა შესაძლებელი.
"მთავრობის მხრიდან ხელშეწყობის გარეშე არაფერი გამოვა. ყურადღება უნდა მიექცეს სტანდარტების გაუმჯობესებას. ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებია შესატანი. მთავრობამ კერძო სექტორთან ერთად პიარში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამას ტურიზმის დეპარტამენტი გარკვეულწილად აკეთებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთავრობამ რაც შეიძლება მეტად უნდა გააპიაროს ქვეყანა, რაც ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობას საგრძნობლად გაზრდის," - მიიჩნევს გიორგი მუხიგულიშვილი.

ირმა ზარნაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48