წელს ზამთრის კურორტებზე დამსვენებელთა რაოდენობამ 20-30%-ით მოიმატა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (126)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ტურიზმი : წელს ზამთრის კურორტებზე დამსვენებელთა რაოდენობამ 20-30%-ით მოიმატა
ნანახია: 1294

ბაკურიანსა და გუდაურში თოვლის სიმცირის მიუხედავად, დამსვენებელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 20-30%-ითაა გაზრდილი. დამსვენებელთა შორის სჭარბობენ ქართველები, რაც შეეხება უცხოელებს, მათ შორის უმეტესად აზერბაიჯანელი, სომეხი და უკრაინელი ტურისტები არიან.
სამთო-სათხილამურო კურორტზე დასვენების მსურველებს არჩევანის გაკეთება საოჯახო და შედარებით მაღალი კლასის ძვირადღირებულ სასტუმროებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება.
გუდაურში საოჯახო სასტუმროში დასვენება 50-დან 100 ლარამდე დაგიჯდებათ. რომელთა მფლობელების განცხადებით, წინა წელთან შედარებით, დამსვენებელთა რაოდენობა გაზრდილია. რაც შეეხება შედარებით ძვირადღირებულ სასტუმროებს, როგორც გუდაურში არსებულ ყველაზე დიდ სასტუმრო "გუდაურში" აცხადებენ, ნომრის ღირებულება 70 დოლარიდან იწყება და 380 ლარამდე ადის. როგორც სასტუმროში აცხადებენ, წლევანდელ სეზონზე ტურისტების რაოდენობამ 20-30%-ით მოიმატა. რაც შეეხება საბაგირო მომსახურებას, ერთჯერადი ბილეთის ფასი 4 ლარია, ხოლო ერთი დღის სააბონენტო ბარათი 28 ლარი ღირს. დამსვენებელთა 30% შემოსული ტურისტია, რომელთა შორის აზერბაიჯანელები, სომხები და უკრაინელები სჭარბობენ.
გუდაურში სათხილამურო ტრასებით სარგებლობის ერთჯერადი ბილეთი 5 ლარი, კვადროციკლით ერთი წრე 2 ლარი, ბურანით ერთი წრე 5 ლარი, ცხენით გასეირნება და იქაური ბუნების დათვალიერება კი 2 ლარად შეგიძლიათ. როგორც სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ ტურისტების რაოდენობის ზრდა უმეტესად ქართველი დამსვენებლების რაოდენობის ზრდითაა განპირობებული.
რაც შეეხება სასტუმროებს ბაკურიანში, გუდაურის მსგავსად, ქართველი თუ უცხოელი ტურისტების სიმცირეს არც ისინი უჩივიან. თუმცა, გუდაურთან შედარებით, აქ ფასები უფრო დაბალია. ბაკურიანში კეთილმოწყობილ სასტუმროში ფასი 40 დოლარიდან 70 დოლარამდე მერყეობს, ხოლო საოჯახო სასტუმროს ფასი 20-დან 40 ლარამდეა. სათხილამურო ტრასებით სარგებლობის ერთჯერადი ბილეთი 3, დღიური აბონემენტი კი 25 ლარი ღირს. აქაც აღნიშნავენ, რომ წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია ქართველი ტურისტების რაოდენობა.
ზამთრის კურორტებზე დამსვენებლთა საერთო რაოდენობაში ქართველი ტურისტების წილის ზრდასთან დაკავშირებით ექსპერტი მაია მარგველაშვილი მიიჩნევს: `ის, რომ ზამთრის კურორტებზე უცხოელ ტურისტებს ქართველები სჭარბობენ, არახალია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობები განსაკუთრებით გაგვირთულდ. თუმცა, ისიც საინტერესოა, თუ როგორ ხდებოდა და ხდება ტურისტების რაოდენობის აღრიცხვა.~ მაია მარგველაშვილის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უცხოელი დამსვენებლების რაოდენობა მაღალი ტემპებით არ იზრდება, არის ის, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე ფასები მუდმივად შეთავაზებული მომსახურების არაადეკვატურია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ტურიზმის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების სერიოზული ნაკლებობაა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფასების დარეგულირებისთვის. ყველაფერი ამის მიუხედავად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობაა.

ნინო გოგელაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48