DataLife Engine > საზოგადოება > IRI, მაკკეინი, ჩვენი IPM და ნირწამხდარი სოციოლოგია
IRI, მაკკეინი, ჩვენი IPM და ნირწამხდარი სოციოლოგია31 ოქტომბერი 2009. : vale |
|
საინფორმაციო ვაკუუმი - ღმერთები, კერპები და მითები
გაზეთ "ბანკები და ფინანსები"-ს სოციოლოგიურმა ჯგუფმა და სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა IPL გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა ქალაქ თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოკითხულ იქნა 500 რესპოდენტი. საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგის თვალსაზრისით, სრული ვაკუუმია. სოციოლოგიური კვლევების კომპანიები არ სწავლობენ საზოგადოებრივ აზრს, ან თუ აწარმოებენ კვლევებს, მათ შედეგებს არ აქვეყნებენ. ხელისუფლება და ზოგიერთი პარტია უცხოურ ფირმებს უკვეთავს კვლევებს, რომელთა შედეგები მხოლოდ `განდობლთა~ მცირე წრემ იცის. ხალხი, საზოგადოება კი სიბნელეში ხელების ცეცებით მიიკვლევს გზას. და, აი, ექსტრაორდინალური ფაქტიც დაფიქსირდა. ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა - IIRI-მ თავისი ტრადიციული და პერიოდული კვლევის შედეგები, უფრო ზუსტად, მისი ნაწილი გამოაქვეყნა. IRI ამ კვლევებს ძირითადად წელიწადში ორჯერ ატარებს. მისი შედეგების ნაწილს, რასაც ის საჭიროდ მიიჩნევს, აქვეყნებს, მცირეოდენ ნაწილს ამ თუ იმ პარტიას გადასცემს, ოღონდ გამოქვეყნების უფლების გარეშე. სახელისუფლო პარტია, მისთვის ხელსაყრელ მონაცემებს პერიოდულად აქვეყნებს კიდეც, რასაც IRI არასდროს აპროტესტებს. ამჯერად, `ნაციონალებს~ `ახალმა ალიანსმაც~ მიჰბაძა. ჩვენ კი, საზოგადოება, ისევ საინფორმაციო ვაკუუმში დავრჩით. ახლავე მოგახსენებთ რატომ. ქართული საზოგადოება, მოკლებული დამოუკიდებელი სოციოლოგიური კომპანიების ობიექტურ კვლევებს, ვერ დაეყრდნობა IRI-ს, გნებავთ, Gრეენბერგ-ის კვლევების შედეგებს, მიუხედავად ამ ორგანიზაციების დამსახურებეული და მაღალი ავტორიტეტისა. როცა გაუხშოებულ სივრცეში ნებისმიერი გაზის ჭავლს შეუშვებ, იგი მთლიანად მოიცავს ამ სივრცეს. ეს ვაკუუმის თვისებაა. მაგრამ საზოგადოება ძნელია გაუხშოებულ სივრცედ აქციო. ჩვენი დამოკიდებულება ბოლო დროს გავრცელებული კვლევების მიმართ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტითა და ფაქტორითაა განპირობებული. კერძოდ, IRI-ს კვლევის ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, ხოლო ამ ორგანიზაციაში წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს მთავრობის წევრი ახალი დემოკრატიული ტალღის წარმმართველი და ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი. ბატონი მაკკეინი საქართველოს მეგობარია, ამავე დროს, იგი საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. ბატონი შაშკინი კი მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და უახლოესი თანამებრძოლი. საინტერესოა, IღI-ს კვლევის ისტორიაც. IRI უკვეთავს კვლევას `გელაპ~-ს, `გელაპი~ `ბალტიკ სერვეის~, `ბალტიკ სერვეი~ ქართულ კომპანია IPM-ს, რომლის ხელმძღვანელია გოჩა ცქიტიშვილი, ჩემი აზრით, განათლებული და გონიერი პიროვნება, ანუ IRI-ს კვლევას, ფაქტობრივად, ატარებს IPM და გოჩა ცქიტიშვილი. არის ერთი საყურადღებო მომენტიც. 2003 წლის ნოემბრის არჩევნების წინ გოჩა ცქიტიშვილის კომპანია აქვეყნებდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, სადაც ზურაბ ჟვანიას ჯგუფს `ბურჯანაძე-დემოკრატები~ ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ვფიქრობ, რეალურზე გაცილებით მაღალი. ამან, ბუნებრივია, გაანაწყენა ნაციონალები და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. ამის გამო, ვარდების რევოლუციის შემდეგ გოჩა ცქიტიშვილის კომპანია ერთხანს სარბიელზე თითქმის არ ჩანდა. დღესკი IPM `გელაპი~-ს და IRI-ს კონტრაქტორია, რომლის კვლევებიც, რახან ის ამერიკული ცნობილი ორგანიზაციისა და კომპანიის სახელით მიეწოდება საზოგადოებას, უკრიტიკოდ და გადაუმოწმებლად უნდა მივიღოთ. ეს კი, ჩემი აზრით, არასწორია. შესადარებლად წამსვე შემოგვთავაზეს ამერიკული ორგანიზაციის Greenberg Quinlan Rosner-ის გამოკითხვის შედეგები. რატომაც არა. მიიღებდა კაცი შესადარებლად და გამოიყენებდა ამ შედეგებს, რომ არა ერთი გარემოება. Greenberg -ი პრეზიდენტ სააკაშვილის მომსახურე კომპანიაა, რომელსაც იგი ოფიციალურად უხდის ფულს და საკმაოდ სოლიდურ თანხასაც. ამის თაობაზე იხილეთ Greenberg Quinlan Rosner-ის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყოველივე ზემოთქმული ბოლო დღეებში გავრცელებული კვლევების შედეგებისადმი საზოგადოების ერთ ნაწილს უაღრესად სკეპტიკურად განაწყობს. სწორედ ეს განწყობა გახდა იმის საფუძველი, რომ `ბ&ფ~-ის სოციოლოგიურმა ჯგუფმა და სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა IPL გამოკითხვა ჩაატარა. მართალია, გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც ამ მეთოდისათვის დამახასიათებელ ცდომილებასაც გულისხმობს, მაგრამ იგი ზუსტად და სწორად ასახავს საზოგადოების განწყობას, რამეთუ იგი ჩატარებულია კეთილსინდისიერად, მიუკერძოებელი და ობიექტური ადამიანების მიერ. ამ გამოკითხვის შედეგებით შეიძლება გარკვეულად გადამოწმებული იქნას სხვა კვლევების შედეგებიც, მათ შორის, ცალკეულ ვებ-გვერდებზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგებიცა და უფრო ზუსტი მეთოდიკების საშუალებით ჩატარებული კვლევების შინაარსიც. "ბ&ფ" -ისა და IPL-ს გამოკითხვის შედეგების გაცნობა როგორც მოქალაქეებს, ისე პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ვფიქრობ, სწორი დასკვნების გაკეთებაში დაეხმარება. ვაჟა ბერიძე "ბ&ფ"-ს სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე ![]() ![]() ![]() |