DataLife Engine > საზოგადოება > "ექსპო-ჯორჯია" ინდური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
"ექსპო-ჯორჯია" ინდური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს25 სექტემბერი 2009. : merabi |
|
საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" "აღმოსავლური ბაზარი ინდოეთიდან" # 5 პავილიონში გაიხსნა. გამოფენის ორგანიზატორი საქართველოში ინდოეთის საელჩოა.
გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა სახის პროდუქცია და ნაკეთობები. ძირითადად ინდური ტანსაცმელი, სუვენირები, ავეჯი და სხვა სახის ინდური ნაწარმია. ინდური კულტურის თაყვანისმცემლებს ინდური ნაკეთობების დათვალიერება 4 ოქტომბრამდე შეუძლიათ. გაზაფხულზე გამართულ ინდურ გამოფენას უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობდა და დიდი წარმატებით ჩაიარა. |