DataLife Engine > საზოგადოება > „გაერთიანებული ტელეკომის“ უსადენო ტელეფონზე მოთხოვნა იზრდება
„გაერთიანებული ტელეკომის“ უსადენო ტელეფონზე მოთხოვნა იზრდება26 ივნისი 2009. : merabi |
|
„გაერთიანებული ტელეკომის“ ინფორმაციით, კომპანიის უსადენო ტელეფონზე მოთხოვნა იზრდება. უსადენო ტელეფონზე მომსახურება ხელმისაწვდომი ხდება, როგორც ქ. თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. 2009 წლის 1 ივნისიდან, „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ შემოღებულმა ახალმა ტარიფმა თბილისელებს შესაძლებლობა მისცა 120 ლარის ნაცვლად 100 ლარად ჩართულიყვნენ უკაბელო ქსელში. კომპანიის ცნობით, 2 კვირის მანძილზე, ქსელში ახალი ტარიფით 1 000 აბონენტი ჩაერთო. „გაერთიანებულმა ტელეკომის“ 10 კაციანი მობილური ჯგუფები კომპანიის „ბრენდირებული“ მანქანებით სოფლებსა და რაიონულ ადმინისტრაციულ ცენტრებში გამოჩნდნენ და მოსახლეობას უსადენო კომუნიკაციას სთავაზობენ. კახეთში, ქართლში და სამეგრელოში მობილურმა ჯგუფებმა, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან დღემდე 800 აბონენტი ჩართეს. რეგიონებში აპარატის მიღება და ქსელში ჩართვა 90 ლარი ღირს. კომპანია აღნიშნული ტექნოლოგიით 46 000 აბონენტს ემსახურება.
|