DataLife Engine > საზოგადოება > ყვითელი ავტობუსების ახალი რეფორმა

ყვითელი ავტობუსების ახალი რეფორმა


30 იანვარი 2009. : tamuna
ყველას კარგად ახსოვს ვარდები რევოლუციის შემდეგ თბილისში მომრავლებული ახალი ავტობუსები. კარგი იყო თუ ცუდი, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ის ყოველდღიური სამგზავრო საშუალება გახდა. მგზავრობის ფასი 20 თეთრით დაიწყო. შემდეგ "დიდი ეკონომიკურ-ფინანსური" ცვლილებების გამო, ავტობუსით მგზავრობის ღირებულებაც შეიცვალა (40 თეთრი). პარალელურად არსებობდა შეღავათები ისეთი მგზავრებისთვის, როგორიცაა სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, ომის მონაწილე ვეტერინარები, ინვალიდები;
ასეა თუ ისე, ავტობუსები მგზავრების სიმცირეს არასოდეს შეუწუხებია; ამიტომაც იყო, რომ მუდმივად რიგები იყო მძღოლებთან, იყო მუდმივად უპასუხისმგებლო მგზავრები, რომლებიც საფასურის გადახდის გარეშე ჩადიოდნენ ავტობუსებიდან.
ეს არის ახლა, მალე კი, 2009 წელს 1 თებერვლიდან მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა შემოდის, რომელიც მგზავრებისთვის ბილეთების შეძენას საკონტროლო სალარო აპარატით ითვალისწინებს.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით აცხადბენ, რომ დღეს არსებული გადახდის სისტემა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ყველა ავტობუსში დამონტაჟდა ჩეხური აპარატურა. ამ სიახლესთან ერთად ძალაში დარჩება ყველა შეღავათი, რომლითაც ზემოთ ჩამოთვლილი მოქალაქეები სარგებლობდნენ. ასეთი გადახდის სისტემა მძღოლთან რიგებს აღარ გამოიწვევს. 1 თებერვლიდან ფასდაკლების ახალი სისტემა შემოდის: იარსებებს პლასტიკური ბარათები, რომლის საშუალებითაც, მის მფლობელებს მეტროს სისტემაში ფასდაკლების ახალი სისტემით სარგებლობა შეეძლებათ.
ფასდაკლება მოქმედებს შემდეგნაირად:
პირველი მგზავრობა- 40 თეთრი
მეორე მგზავრობა- 30 თეთრი
მესამე მგზავრობა -20 თეთრი
ყოველი მეორე მგზავრობა- 20 თეთრი.
ფასდაკლების მისაღებად მნიშვნელობა არ აქვს, მგზავრი მეტროთი იმგზავრებს თუ ავტობუსით. ასეთი პლასტიკური ბარათის შეძენა ნებისმიერ მეტროს სადგურშია შესაძლებელი.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ასეთი გადახდის აპარატი, საცდელად ერთ-ერთ ავტობუსში უკვე დაამონტაჟეს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ როგორ გაამართლებს ახალი რეფორმა.