DataLife Engine > საზოგადოება > დევნილი დევნილები
დევნილი დევნილები26 აგვისტო 2010. : merabi |
|
საყვირის ქუჩის #2ში ჩასახლებულ დევნილებს საწოლი, უნიტაზი და სამზარეულო ერთ ოთახში დახვდათ
დევნილთა ახალი საცხოვრებელი პირობები ძველთან შედარებით მოუწესრიგებელი და არაკომფორტულია. თვალჭრელიძის ქუჩიდან საყვირის ქუჩაზე მდებარე შენობაში ჩასახლებულ დევნილებს უნიტაზები ოთახებში დახვდათ დამონტაჟებული. საყვირის ქ.#2–ში მდებარე შენობაში რამდენიმე თვეა, რაც თვალჭრელიძის ქ.#2–ში მდებარე ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო სამმართველოს შენობიდან გამოსახლებული აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. ახალ საცხოვრებელში დევნილებს უნიტაზი პირდაპირ საცხოვრებელ ოთახში დახვდათ დამონტაჟებული. კერძო სარემონტო სამსახურის ზედამხედველი, აკაკი მამფორია, რომელმაც თავისი კომპანიის სახელწოდება არ დაასახელა, ამბობს, რომ ამ ფართის რეაბილიტაციისთვის მათ ხუთდღიანი ვადა მისცეს. რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებში საკანალიზაციო მილები შენობის გარედანაა გაყვანილი, გაკეთებულია ელექტრომომარაგების კაბელები და დამონტაჟებულია უნიტაზები. კედლები და იატაკი კი ისევ ძველ იერსახეს ინარჩუნებს. სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ როდესაც დევნილები შენობაში შეასახლეს, "იმ დროისთვის შენობაში მძიმე საცხოვრებელი პირობები იყო. კერძოდ, დაზიანებული იყო სახურავი, არ იყო დამონტაჟებული სველი წერტილები, არ იყო ჩასმული კარ-ფანჯარა. შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები”. ახალ საცხოვრებელში შესახლებიდან ორი თვის შემდეგ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, "სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა შესახლებიდან უკვე დაახლოებით 2 თვე გავიდა, საყვირის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობები კვლავ მძიმე რჩება. ამასთან, დევნილთა განმარტებით, სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია”. სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია, ამიტომ დევნილები თავად ზრუნავენ საცხოვრებელი ფართების კეთილმოწყობაზე. ოთახის დამონტაჟებული უნიტაზები, ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით, ზოგმა საპირფარეშოსათვის განკუთვნილ ოთახში გადაიტანა, ზოგმაც კი იქვე შემოღობა ფიცრებით, მუყაოთი თუ ფარდებით. ეს ადამიანები ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო შენობაში ათ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ საცხოვრებელი საკუთარი სახსრებით მოაწყვეს. აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც დღეს უკვე საკუთარმა ხელისუფლებამ ხელმეორედ აქცია დევნილებად აქვე საქმიანობდნენ, მეტნაკლებად ადაპტირებულნი იყვნენ სიტუაციასთან და აქვე შოულობდნენ ლუკმა?ურის ფულს. დღეს მათ საცხოვრებელთან ერთად საქმეც დაკარგეს. იმაზე, რომ ძველ საცხოვრებელ ფართებში უკვე კარგად იყვნენ მოწყობილი, აქ ყველა ლაპარაკობს. "ახლა კი ისევ ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს”, - ასეთია დევნილების საერთო განწყობა. საყვირის ქუჩაზე მდებარე შენობაში უპირებენ გადასახლებას დიღმის მასივში მდებარე რკინიგზის საავადმყოფოში მცხოვრებ დევნილებსაც. დევნილები ამბობენ, რომ საავადმყოფოდან მათ აქ უპირებენ გადმოსახლებას. "გვითხრეს, რომ 31 აგვისტოს აქ გადმოვალთ საცხოვრებლად. მუშებმა უკვე საავადმყოფოს შენობის ნგრევა დაიწყეს”, - აცხადებენ დევნილები. მათი თქმით, ახალ საცხოვრებელ სახლში ერთ სულ მოსახლეზე 12 კვადრატულ მეტრს გამოუყოფენ. ერთ სულიან ოჯახს კი 18 კვადრატულს. ამავე შენობაში აფხაზეთიდან დევნილი ისეთი ოჯახებიც ცხოვრობენ, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია რაც აქ ჩაასახლეს. მათი საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო მოუწესრიგებელია. კარკასები, რომელიც დახვდათ, თავად გადატიხრეს. ზოგიერთ ოთახში ჭერი ამ დრომდე არ არის, ამიტომ წვიმისას წყალი მუდმივად ჩამოდის. წყლის გაყვანილობაც დევნილებმა თავად გააკეთეს. საერთო ტუალეტით დაახლოებით 10 ოჯახი სარგებლობს. ამ საგანგაშო სიტუაციის ფონზე, დაცინვად უნდა შეფასდეს დევნილთა სამინისტროს ვებ?ვერდზე განთავსებული განცხადება. "აქ ყველა პირობაა შექმნილი ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრებისათვის” სოფო უზნაძე |