| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| საზოგადოება : რუსეთის შრომის ბაზარი საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია |
მსოფლიო ბანკის გათვლებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს 2012 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 96.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 159.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.3 მლნ აშშ დოლარით (22.1 მლნ ლარით), ანუ 16.8 პროცენტით მეტია 2011 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
|
| |
| საზოგადოება : ქართული Forbes ცენზურასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს |
ქართული Forbes-ის გამომცემელმა Media Partners-მა განაცხადა, რომ საყევარიშვილი სამსახურიდან თითქოს პლაგიატის და „საგამომცემლო საქმიანობის ეთიკის დარღვევის“ გამო გაათავისუფლესჟურნალ Forbes-ის ქართული ვერსიის გამომცემლებმა ოთშაბათს უარყვეს ბრალდებები იმის თაობზე, თითქოს ისინი ცდილობდნენ სადაო ანტი-სახელისუფლო მაგნატის გაშუქებაზე ცენზურა დაეწესებინათ.
|
| |
| საზოგადოება : სტუდენტების დასაქმების პროგრამაში ბიზნესი პასიურია |
კერძო კომპანიები სახელმწიფო სექტორთან შედარებით 7-ჯერ ნაკლებ სტუდენტს დაასაქმებენ
|
| |
| საზოგადოება : თურქეთი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ქართული სახელმწიფო |
არჩილ კაიკაციშვილი იურისტი ქართულ კანონმდებლობაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცნებას ცალკე განმარტება არ გააჩნია. უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, როდესაც კერძო პირები, მათ შორის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მოღვაწეობენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების საჯარო განხილვაში ან რომელიმე თემის ირგვლივ მიმდინარეობს კრიტიკა და მსჯელობა, საკითხი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის კატეგორიას განეკუთვნება, ასეთი მდგომარეობა საჯარო პირების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ სხვადასხვა უფლებებსა და ვალდებულებებს წარმოშობს.
|
| |
| საზოგადოება : NDI-ის კვლევაში ქართული ეკლესიის ნდობის კოეფიციენტი ნდობას არ იმსახურებს |
არჩილ კაიკაციშვილი იურისტიNDI-ის მიერ 2012 წლის მარტში გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნდობის კოეფიციენტთან მიმართებით, საქართველოს მოსახლეობის რეალურ განწყობას ვერ ასახავს და არაზუსტი სურათი თავად უარყოფით იმიჯს უქმნის ავტორიტეტულ ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის საქმიანობას.
|
| |
| საზოგადოება : ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყნებს შორის საქართვლო 73–ეა |
რუსეთი და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები საქართველოზე მიმზიდველ ტურისტულ ქვეყნებად დასახელდნენ
|
| |
| საზოგადოება : მესის წლიური შემოსავალი 33 მილიონია |
მესი პირველობას არც მაღალანაზღაურებადებში თმობს 
|
| |
| საზოგადოება : კარლოს სლიმი: ბიზნესმა ქვეყნის სოციალური პრობლემები უნდა გადაჭრას |
"ღარიბ ადამიანს სამუშაო უნდა მისცე და არა ფული"  მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ქველმოქმედებისა და იმის შესახებ, რომ "ყველაზე საუკეთესო ინვესტიცია ის არის, რომელიც ღარიბ ადამიანებში იდება". "მე ვფიქრობ, ნამდვილი ფილანტროპი ადამიანებს სიცოცხლეს აძლევს და არა ფულს", - განუცხადა Fორბეს-ის ჟურნალისტს პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა კარლოს სლიმმა. ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც იგი მუშაობს, ციფრული ბიბლიოთეკების სისტემაა, სადაც მსურველებს ბიბლიოთეკის ნოუთბუქით სარგებლობა შეუძლიათ. მექსიკაში ღარიბ ადამიანებს კომპიუტერებზე ხელი არ მიუწვდებათ. კარლოს სლიმი თვლის, რომ თუ ეს სიტუაცია შეიცვლება, ადამიანები საკუთარი ოჯახების მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ.
|
| |
| საზოგადოება : სალარო აპარატები და 11 მილიონი ლარი ბიუჯეტში |
სალარო აპარატებთან დაკავშირებული ჯარიმების შედეგად ბიუჯეტში 11 მილიონი ლარი შევიდასალარო აპარატების გაუმართაობისა და ქვითრის არ ამორტყმის შედეგად გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში, 2010-2011 წლებში, 11 მილიონზე მეტი ლარი შევიდა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა" შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. ამ გზით, 2010 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში 6 მილიონ 255 ათასზე მეტი ლარი შევიდა, ხოლო 2011 წელს - 4 მილიონ 895 ათასი. ამ თანხის დიდი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის. რადგან, როგორც წესი, სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო, სწორედ ეს კატეგორია ჯარიმდება ხოლმე. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის 11 მილიონი ლარი არცთუ მცირეა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგიერთი მცირე ბიზნესის შემოსავალი თვეში 500 ლარსაც არ აჭარბებს, მეწარმეებს უმრავლესობას ამ ჯარიმების გადახდა გაუჭირდებოდათ.
|
| |
| საზოგადოება : ელიტური კორუფცია |
"ხელისუფლება მიზანმიმართულად უწყობს ხელს ბენზინის და სხვა პირველადი მოხმარების სფეროში მაღალი ფასების ფორმირებას”
"შეუძლებელია უმაღლესი ეშელონი იყოს კორუმპირებული, იმიტომ რომ თევზი ყოველთვის თავიდან ყარს" - გოკა გაბაშვილიბოლო პერიოდში ხელისუფლება ამაყობს კორუფციის დაბალი დონით. კორუფციის დონის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში სამოცდამეათე ადგილზეა. ამიტომ, ასეთი სიამაყით საუბარი კორუფციის არარსებობაზე ქვეყანაში, გადაჭარბებულია.
|
| |
| საზოგადოება : პეტრიაშვილი ეზუგბაიას გაურიგდა |
"პეტრიაშვილსა და ეზუგბაიას შორის გარიგება შედგა, მათ იპოვეს რაღაც საერთო და ეს იყო ფინანსური დაინტერესება" - ალექსანდრე შალამბერიძე
"პროფკავშირების შექმნას სუფთა ხელები სჭირდება" - ირაკლი პეტრიაშვილი
|
| |
| საზოგადოება : წინასაარჩევნოდ სტუდენტების მოსყიდვა დაიწყო |
 "სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე~ მონაწილეთა რეგისტრაცია საიტზე - "summerjob" - დაიწყო. ახალი პროგრამის მიმართ სტუდენტებში გარკვეული ეჭვები უკვე გაჩნდა. მათი აზრით, საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მხოლოდ ის სტუდენტები მოხვდებიან, რომლებიც თვითმმართველობის მიერ დარეგისტრირდებიან. სტუდენტთა დასაქმების პროექტის ფარგლებში 25 ათასი სტუდენტი ჩაებმება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტი შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობიდან ერთ სასურველ ვაკანსიას აირჩევს. რეგისტრაცია 20 მარტიდან 20 აპრილამდე იწარმოებს, ხოლო საზაფხულო სამუშაოებს სუდენტთა არმია 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე შეესევა.
|
| |
| საზოგადოება : ქართველი მეცნიერის უნიკალური იდეა |
გია მიქავა მსოფლიოს გლობალური დათბობის ნეგატიური ეფექტისგან ხსნის გზას სთავაზობსუკვე ათწლეულებია, მსოფლიო ლიდერები დაუღალავად ეძებენ გზებს, რათა პლანეტა ახლო მომავალში მოსალოდნელი კატასტროფებისგან იხსნან, რომელთაც გლობალური დათბობა გამოიწვევს. ამ საკითხზე მუშაობენ სპეციალური სააგენტოები და მეცნიერთა არმია, თუმცა გამოსავალი დღემდე არ არის ნაპოვნი. ცნობილია, რომ ბოლო ასწლეულის განმავლობაში ჩვენი პლანეტა ერთი გრადუსით უფრო ,,გაცხელდა”, ხოლო მომავალ 50 წელს მისი ტემპერატურა კიდევ 3-4 გრადუსით მოიმატებს. სავარაუდო შედეგები შოკისმომგვრელია: ხიფათი ყინულის გალღობიდან დაიწყება და ფლორა-ფაუნის განადგურებას გამოიწვევს. დღესდღეობით დედამიწა მზისაგან მიღებული რადიაციის 70 პროცენტს შთანთქავს.
|
| |
| საზოგადოება : ძმებმა ბეჟუაშვილებმა კურორტი მანგლისი მთლიანად დაისაკუთრეს |
 ნაცმოძრაობის ლიდერები ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე ნაშოვნი ფულით ყველაფერს ყიდულობენ. მალე საქართველოში ფეხის დასადგმელი ადგილი აღარ დარჩება. მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და ნაცმოძრაობის სხვა ლიდერები დღენიადაგ მიკრო და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ იმაზე კრინტსაც კი არ ძრავენ, რომ ყველაფერი მიწებიან-ტყეებიანად გაყიდულია ან მათ ფავორიტ ქართველ ბიზნესმენებზე, ან ჩინელებზე, არაბებზე, თურქებსა და სომხებზე, ან თავად დაეპატრონენ. ბიზნესის კეთება კი ჰაერში შეუძლებელია.
|
| |
| საზოგადოება : მთავრობა ხელშეკრულებების დადებას აჭიანურებს |
აფბა: საქართველოს მთავრობა აშშ-სთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს20 მარტს სასტუმრო "ძველი მეტეხის" საკონფერენციო დარბაზში "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბამ" ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე განიხილებოდა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხი. საქართველოს მთავრობა აშშ-სთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "აფბას" პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ, ვიცე–პრეზიდენტმა ლადო ხიხაძემ და ორგანიზაციის იურისტმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადეს. "ახალგაზრდა ფინანსისტები" მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ არის დაინტერესებული ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით.
|
| |
| საზოგადოება : ირლანდიის მოქალაქე ქიარა როზმარო ო’სალივანი საქართველოს წინააღმდეგ |
არჩილ კაიკაციშვილი იურისტიირლანდიისა და საქართველოს მოქალაქე ქიარა როზმარი ო სალივანმა საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა. პროფესიით იურისტი, ერთ-ერთი სოლიდური კორპორაციის თანამშრომელი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრების უფლების ჩამორთმევას ედავება. საქმეს თავისი შინაარსით რეზონანსულს უწოდებს როზმარის ქართველი ადვოკატი მალხაზ პატარაია, რომლის განცხადებითაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სიღნაღის საჯარო რეესტრთან ერთად, ქიარა როზმარი ო სალივანს საკუთრება ისე გაუუქმა, ამის შესახებ მისთვის არაფერი უცნობებია.
|
| |
| საზოგადოება : "კოკა-კოლას" და "პეპსის" მოხმარება ავთვისებიან სიმსივნეს იწვევს… |
 "სპეციალური საღებავი, რომელიც "კოკა-კოლას" და "პეპსის" წარმოების დროს გამოიყენება, შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ამ დასკვნამდე კალიფორნიის უნივერსიტეტის ექსპერტები მივიდნენ. ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ საღებავი, რომელიც სასმელებს ყავისფერ შეფერილობას აძლევს, წარმოადგენს შაქრის, ამიაკის და სულფატების რეაქციის პროდუქტს. ეს რეაქცია მაღალი წნევის და ტემპერატურის ქვეშ მიმდინარეობს. ამ რეაქციაში სუბპროდუქტების (დამხმარე კომპონენტები) სახით, კიდევ ორი ნივთიერება მონაწილეობს: 2-MI და 4-MI. ამ ნივთიერებების ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა იწვევს ფილტვების, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და ლეიკემიას. ეს ფაქტი მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტით დამტკიცდა. მეცნიერებმა 4-MI კოკა-კოლას ოთხ სახეობაში აღმოაჩინეს, თანაც საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით. დასკვნა უკვე გაგზავნილია აშშ-ს შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოში. თავად კომპანიის მხრიდან განმარტებებს ადგილი ჯერ არ ქონია".
|
| |
| საზოგადოება : საწვავის საცალო ფასმა საქართველოში ყველა დროის რეკორდი მოხსნა |
 ასეთი ძვირი საწვავი საქართველოში არასდროს ყოფილა. 1 ლიტრი ბენზინის 2,2 ლარამდე გაძვირებამ საცალო ქსელში აქამდე არნახული რეკორდი დაამყარა. თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლის ლევან იზორიას მტკიცებით, 5-თეთრიანი გაძვირების პირობებში ნავთობკომპანიები ყოველდღიურად 3 მილიონი ლარით გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ.
|
| |
| საზოგადოება : კორუფცია და საწვავის ფასი პირდაპირპროპორციულ კავშირშია |
"თუ კომპანიებს შორის გარიგება არსებობს და სახელმწიფო ამ გარიგებებს ხელს უწყობს ან არ უშლის, ესეც კორუფციის ერთ-ერთი ელემენტია”საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით საწვავი 35%?თ ძვირია. ადგილობრივ ბაზარზე ერთი ლიტრი ბენზინი საშუალოდ 2,28 ლარი ღირს, რაც შტატებზე 61 თეთრით მეტია. ლარზე დაანგარიშებით, ამერიკაში ერთი გალონი საწვავი 6,31 ლარი, საქართველოში კი 9 ლარი ღირს. რა განაპირობებს ფასების ასეთ სხვაობას? ამ კითხვაზე ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მიზეზი საგადასახადო გარემოა. ვანო მთვრალაშვილის თქმით, ამერიკა მსოფლიო ბაზარზე არსებული ნავთობის მეხუთედს მოიხმარს და იქ საგადასახადო კანონმდებლობა ლოიალურია. მისივე ცნობით, საქართველოში მოხმარება დაბალია, ხოლო საგადასახადო წნეხი მაღალი.
|
| |
| საზოგადოება : "სამეგრელოს კარტის” გათამაშება საბოლოოდ დაშლის და დაანგრევს საქართველოს" |
,,ქართულ პოლიტიკაში ,,პიკის ქალის" აჩრდილი გამოჩნდა"
ირაკლი ალასანიას განცხადებამ, დასავლეთ საქართველოში ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე, ქართული საზოგადოების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს.
|
| |
| საზოგადოება : GMG "მაგთისატს" ინგლისური პრემიერ-ლიგის გამო უპირისპირდება |
"თამაშების ქართულ ენაზე ჩვენების უფლება მხოლოდ ჩვენ გვაქვს”"გლობალ მედია ჯგუფი" "მაგთისატს” მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ქართულ ენაზე ინგლისური პრემიერ–ლიგის მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლებით მხოლოდ `ჯი ემ ჯი~ სარგებლობს. ლევან ყუბანეიშვილი აცხადებს რომ, "მაგთისატს" იგივე თამაშების ტრანსლაცია მხოლოდ რუსულად შეუძლია. მისივე თქმით, სარეკლამო რგოლებში კომპანია მომხმარებელს შეთავაზების ამ მხარეს არ აცნობს, რითიც საბოლოო ჯამში კლიენტები ზარალდებიან.
|
| |
| საზოგადოება : აკაკი ბობოხიძეს ჯონ ბასი პეტრე მამრაძეში აერია |
 მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი აკაკი ბობოხიძე, კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ, საქართველოში ამერიკის ელჩის, ჯონბასის პოზიციას არ ეთანხმება. როგორც ბასის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს ბობოხიძემ განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს და არა იმის მიხედვით, რომელიმე ელჩს რა მოსწონს და რა არა.
|
| |
| საზოგადოება : რას მოუტანს ბიზნესს ელექტრონული სასაქონლო ზედნადები |
სასაქონლო ზედნადების წარმოების ახლმა ფორმამ მეწარმეებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა
"აი-ბი-ესი" ერთ-ერთი პირველია, რომელმაც შემოსავლების სამსახურთან აქტიური კონსულტაციებით საკანონმდებლო ცვლილებები თავის პროგრამულ პროდუქტებში ასახა"საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან სასაქონლო ზედნადები ელექტრონული ფორმით უნდა გამოიწეროს. აღნიშნულმა სიახლემ კომპანიებში ბევრი კითხვა გააჩინა. პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერი ტიპისა და მასშტაბის კომპანიას წარმოექმნა კომპიუტერისა და ინტერნეტის აუცილებლობა, რადგან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებამდე აუცილებელია შემოსავლების სამსახურის პორტალზე მოხდეს სასაქონლო ზედნადების ელექტრონულად შევსება და შესაბამისი ნომრის მინიჭება.
|
| |
| საზოგადოება : ტრამპის თამაში |
 საქართველოს ხელისუფლება დონალდ ტრამპის ~კოზირს”ათამაშებს, თავად ტრამპი კი - საქართველოს ხელისუფლებას. მისი საქართველოში ვიზიტი ზუსტად იმდენჯერ გადაიდო, რამდენჯერაც თბილისში ~ტრამპ თაუერში” ინვესტირების გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში კი საქმე იქითკენ მიდის, რომ არც ~თაუერი” იქნება და არც ტრამპის ფეხი საქართველოში.
|
| |
| საზოგადოება : კომერციული საჯარო სექტორი |
მონოპოლიური კომფორტის ფასი - სსიპ-ებმა მოსახლეობიდან 200 მილიონი ლარი ამოიღესსახელმწიფომ გადასახადის გადამხდელებს საჯარო სერვისები უფასოდ უნდა შესთავაზოსსაქართველოში დაახლოებით 115 საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ), რომელიც მთავრობამ თვითდაფინანსებაზე გადაიყვანა.საჯარო სამართლის იურიდიული პირები მოსახლეობას ფულს ახდევინებენ იმ საქმიანობისთვის, რისთვისაც ერთხელ გადასახადების სახით უკვე გადაიხადეს. ექსპერტების განცხადებით, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს თითქმის ყველა სახელმწიფო სერვისის მიღებისთვის ფულს ახდევინებდეს. საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოსახლეობიდან აკრეფილმა შემოსავალმა 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.
|
| |
| საზოგადოება : საწარმოთა მართვის სააგენტო უქმდება |
"ეკონომიკის სამინისტროს მიერ სააგენტოს მართვა ინსტიტუციურად უკან გადადგმული ნაბიჯია"სსიპ `საწარმოთა მართვის სააგენტო~ თავის საქმიანობას `სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმართავდა, `მეწარმეთა შესახებ~ და `გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ~ საქართველოს კანონების შესაბამისად.
|
| |
| საზოგადოება : საპენსიო რეფორმა სოციალურ თანასწორობას არღვევს |
"ამ დისკრიმინაციულ მდგომარეობაზე მინისტრი აგებს პასუხს"პირველი სექტემბრიდან პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. საპენსიო რეფორმა ორი სახის - საპენსიო და სოციალური დაცვის პაკეტების შექმნას ითვალისწინებს, ცვლილებების შინაარსი პენსიის თანხის გაზრდასთან ერთად 600 000-ზე მეტი პენსიონერის დაზღვევას გულისხმობს, რომელიც საპენსიო პაკეტის ნაწილი იქნება. მთავრობის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმა პირველად საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. დეტალურად კი პირველ საკომიტეტო მოსმენაზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ანდრია ურუშაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან დაიწყება ყველა ასაკის პენსიონერის დაზღვევა. ასევე, 67 წელს ზემოთ ასაკით პენსიონერების საპენსიო პაკეტის სრული რაოდენობა 140 ლარამდე გაიზრდება. ხოლო, 60-დან 65 წლამდე ასაკის ბენეფიციარების პენსია კი 125 ლარით განისაზღვრება.
|
| |
| საზოგადოება : მზღვეველებმა ექიმებს და აფთიაქარებს დაარტყეს |
 აქამდე ჰარმონიულად მომუშავე ფარმაცევტულ და სადაზღვევო კომპანიებს შორის შავმა კატამ გაირბინა. პირველი შეტევა მზღვეველებმა განახორციელეს. როგორც ჩანს, ეს ამბავი მარტივად არ მოგვარდება. სადაზღვევო ბაზრის ლიდერები - ~ალდაგი” და ~არქიმედეს გლობალ ჯორჯია” - ექიმებისა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არალეგალურ გარიგებაზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ ზოგჯერ სამედიცინო პერსონალი არაკეთილსინდისიერად იღებს დამატებით არალეგალურ შემოსავალს ფარმაცევტული კომპანიებისგან, რათა ზედმეტი წამალი დანიშნონ. სადაზღვევო კომპანიებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის. კერძოდ, ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის ~ალდაგის” შემდეგ ექიმებს და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არალეგალურ გარიგებებზე ~არქიმედეს გლობალ ჯორჯია” საუბრობს.
|
| |
| საზოგადოება : საცხოვრებელი და პირადი ქონება 151 154 ოჯახს გაუყიდეს |
რამდენად რეალურია ამ პრობლემის გადაჭრა შემოწირულობების ხარჯზე2008 წლის შემდეგ, საომარი მოქმედებების და ფინანსური კრიზისის გამო, საბანკო დაწესებულებების კლიენტების დიდი ნაწილი სავალალო კრედიტების დაბრუნების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. როგორც ხელისუფლების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციეის მხრიდან საბანკო სისტემის შენარჩუნებისთვის და გაჯანსაღებისთვის ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და საკმაოდ დიდი მოცულობის ფინანსური რესურსიც გამოიყო, რითაც ბანკებმა ზემოთხსენებული ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედება მეტნაკლებად შეარბილეს და 2011 წელს რეკორდულ მოგებაზეც გავიდნენ. თუმცა, საბანკო ურთიერთობების მეორე მხარე – კლიენტები არავის გახსენებია, თითქოს ომი და კრიზისი მათ არ შეხებიათ
|
| |
| საზოგადოება : ინტერვიუ აუდიტორ ირაკლი შავიშვილთან |
ბიზნესი შეღავათს ბიუჯეტის ხარჯზე ვერ მიიღებს, მის ვალებულებებს მოსახლეობა გადაიხდის
განცხადებები, რომ დღგ–ს მოხსნით პროდუქტი 18%–ით გაიაფდება, სიმართლეს არ შეესაბამება
|
| |
|
|
|
|