საზოგადოება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : 2011 წლიდან საჯარო სკოლების დაფინანსების მოდელი იცვლება

2011 წლიდან საჯარო სკოლების დაფინანსების მოდელი იცვლება 2011 წლიდან საჯარო სკოლების დაფინანსების მოდელი იცვლება. დაფინანსების ახალ წესს სპეციალური ფორმულით განსაზღვრავენ, რომელსაც სკოლაში მოსწავლეების რაოდენობის, სკოლის მდებარეობის, სასწავლო კურიკულუმისა და „სკოლის საჭიროებების" მიხედვით გამოითვლიან. მანამდე კი, სკოლები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ფინანსდებოდნენ, რამაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით ვერ გაამართლა და სკოლებს გარკვეული პრობლემებიც კი შეუქმნა. სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში დადგა სკოლების დაფინანსების სრულიად ახალი ფორმულის შექმნის საკითხი.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : სურსათის გაძვირების მორიგი ტალღა

სურსათის გაძვირების მორიგი ტალღა "კიდევ უფრო დიდი ინფლაციის წელი გველის, თუ ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ არ მიმართეს შესაბამის ღონისძიებებს და არ მოთოკეს ინფლაცია“

სურსათზე ფასები უკვე ყოველთვიურად კი არა, ყოველდღიურადაც იზრდება. განსაკუთრებით თვალშისაცემია ფასების ზრდა პირველადი მოხმარების საქონელზე. რაც შეეხება მოსახლეობის შემოსავალს, უკეთეს შემთხვევაში, ის უცვლელი რჩება და რასაკვირველია, ხარჯების დაფარვაც სულ უფრო ჭირს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ახალი საგადასახადო პოლიტიკა მცირე მეწარმეებს საქმიანობას ურთულებს

ახალი საგადასახადო პოლიტიკა მცირე მეწარმეებს საქმიანობას ურთულებს "წინა პერიოდში, არ იყო სავალდებულო ზედნადების არსებობა, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, ახალი საგადასახადო პოლიტიკით წინა წლებში ჩამოტანილ საქონელზე დოკუმენტების მოთხოვნა, ესეთ საგადასახადო პოლიტიკას ჩვენ თავს ვერ გავართმევთ"

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა გახშირებული კონტროლის შედეგად, ბაზრობებზე გამყიდველების რაოდენობა იკლებს, ხოლო საქონელი ძვირდება. სამწუხაროდ, ახალი ეკონომიკური კურსის პირობებში, რომელიც ბიზნესისადმი ადმინისტრაციული წნეხის შემცირებას გულისხმობს, მცირე და საშუალო მეწარმეებზე "ნადირობა" გრძელდება.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მარეგულირებელმა აფბას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

მარეგულირებელმა აფბას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა „ლეიბორისტებს დავასწარით"

მობილური კავშირის ტარიფის ზედა ზღვარი არ ემყარება რეალურ გათვლებს და კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში

„მარეგულირებელს ამდაგვარი ჩარევა ბაზარზე არ უნდა სჭირდებოდეს“


14 იანვარს ახალგაზრდა ფინანსისტებმა სასტუმრო „ძველი მეტეხის“ საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართეს. მას აფბას პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი უძღვებოდა.
აღინიშნა, რომ მარეგულირებელმა უსაფუძვლოდ თქვა უარი აფბას სარჩელის განხილვაზე, თუმცა ტარიფის კვლევის შედეგებით და ახალი ზედა ზღვრულ ტარიფად 24 თეთრის დადგენით, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ფინანსისტების სარჩელის ყველა მოთხოვნა სამართლიანი იყო.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ქართულად გახსნილი იაპონური საწარმო ლანჩხუთში

ოჯახს, ვინც იაპონიის საელჩოს 50 000 დოლარს თხოვდა, ქონებაზე უარის სათქმელად, შვილიშვილი დაუჭირეს!

ქართულად გახსნილი იაპონური საწარმო ლანჩხუთში ჯერ კიდევ 2009 წლის აგვისტოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანაში იაპონელთა დახმარებით გახსნილი საწარმო "ნაციონალური საწარმოების" მსგავსად "გახნის მეორე დღიდან" დახურულია და დღეს მის ეზოში ბალახი "ბიბინებს".

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : კომუნალური "სიკვდილი“

კომუნალური "სიკვდილი“"აღნიშნული გადაწყვეტილება ანგრევს ყოველგვარ ლიბერალურ თუ ლიბერტარიანულ ეკონომიკურ მიდგომებს, რომლებითაც ასე ამაყობენ ხელისუფლების წარმომადგენლები“

ნოემბერში, საქართველოში კომუნალური ადმინიტრირების მსოფლიოში უნიკალური სისტემა დაინერგა. თურმე წყალს თუ არ გადაიხდი ელექტროენერგია უნდა გაგეთიშოს. აი, ჭკვიანი მთავრობა როგორ ზრუნავს თავის ხალხზე, აღარ მოგიწევს ყველა კომუნალურის გადახდაზე ცალ-ცალკე ფიქრი, ადგები და ერთიანად გადაიხი, ან ვერ გადაიხდი და XXI საუკუნეში, იჯექი უშუქობაში.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მცირე სასურსათო მაღაზიები არ დაიხურება

მცირე სასურსათო მაღაზიები არ დაიხურება ბოლო დროს ბევრი მცირე და საშუალო კომპანია დადგა დახურვის აუცილებლობის წინაშე. მართალია, დღეს ბიზნესის დაჯარიმებით შესაძლებელია მოიზიდო დამატებითი თანხები ბიუჯეტში, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს აუცილებლად გამოიწვევს ბიზნესსექტორის შეზღუდვას.
ერთი შეხედვით, საქართველოში გადასახადების განაკვეთები საკმაოდ დაბალია და ამას უცხოელებიც აღნიშნავენ. მაგრამ ამას წონის მკაცრი, მძიმე საგადასახადო ადმინისტრირება. ეს იმით გამოიხატება, რომ დიდი დრო სჭირდება საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას, ხშირია დაჯარიმების შემთხვევა, რაც ბუნებრივია, დამატებითი ხარჯია ბიზნესისთვის. ანუ ის ხარჯი, რომელიც ერთი შეხედვით, შემსუბუქებული აქვს ბიზნესს გადასახადების სიმცირით, საგადასახადო ადმინისტრირებით მძიმდება, რომელიც ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ ხორციელდება.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : წლის ადამიანად მე მაინც მიხეილ სააკაშვილი მიმაჩნია

წლის ადამიანად მე მაინც მიხეილ სააკაშვილი მიმაჩნიაბურჯანაძე-გაჩეჩილაძის სკანდალმა აჩვენა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ არსებობს

ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : 2010 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული კარლოს სლიმ ელუმ გადაიბარა

 2010 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული კარლოს სლიმ ელუმ გადაიბარა კარლოს სლიმ ელუ (Carlos Slim Helu), რომელიც 1940 წლის 28 იანვარს დაიბადა, მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედია. იგი უმთავრესად ჩართულია სატელეკომუნიკაციო ბიზნესში. ბატონი კარლოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, რომელმაც 2010 წლის ჟურნალ `ფორბსის~ მონაცემებით გადაასწრო ბილ გეითსა და უორენ ედვარდ ბაფეტს. მისი ქონება 53.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვა ქვეყნებში

 როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვა ქვეყნებში ახალი წლის დღესასწაული ყველა ქვეყანაში განსხვავებულად აღინიშნება. ალბათ, გაინტერესებთ, რა ხდება ევროპის ქვეყნებში მაშინ, როცა ჩვენში საცივს ან გოზინაყს აგემოვნებენ. გთავაზობთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დამკვიდრებულ საახალწლო ტრადიციებს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : 2010 წლის პარადოქსები და მოვლენები

2010 წლის პარადოქსები და მოვლენებინოდარ ჯავახიშვილი - საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შესავსებად ბაყაყების ექსპორტის წარმოება. და მეორე პარადოქსია ის, რომ ამ განცხადების გამკეთებელი კაცი დღესაც მინისტრია.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : სავაჭრო–სამრეწველო პალატას ამოფარებული ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ვეხმაურებით სტატიას "სავაჭრო–სამრეწველო პალატა სამშენებლო კომპანიად იქცა", რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ "ბანკები და ფინანსებში". ზემოთხსენებულ სტატიაში, თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ალექსანდრე გორგიჯანიძე აცხადებს, რომ საინვესტიციო კომპანიის 50% დაბლოკილია საქართველოს სამრეწველო პალატის მიერ და მიუთითებს მოსამართლის უყურადღებობაზე, ეს მტკნარი სიცრუეა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : 2011 წელს სამომხმარებლო ბაზარი გაძვირებული ხვდება

 2011 წელს სამომხმარებლო ბაზარი გაძვირებული ხვდებასაახალწლო სუფრა მუდამ სიუხვით, მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებული ელფერით გამოირჩევა. საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ახალისებს ლამაზად გაწყობილი სუფრა, სამშვენისები, გემრიელი კერძები, ტკბილეული და სადღესასწაულო სასმელები. ქართული სუფრა მუდამ სიუხვით, მრავალფეროვნებით და ტრადიციით სავსე სუფრაა, ამისთვის კი ადამიანები ხშირად უკანასკნელ კაპიკებსაც კი ხარჯავენ.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : საქართველო 2010 წლის საერთაშორისო რეიტინგებში

 საქართველო 2010 წლის საერთაშორისო რეიტინგებშიავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველწლიურად აფასებენ ვითარებას სხვადასხვა ქვეყანაში, ცხადია, საქართველოშიც. გასულ წელს საქართველომ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში სხვადასხვა ადგილი "მოიპოვა". გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ილია II - წლის ადამიანი

ილია II - წლის ადამიანი ილია II - წლის ადამიანი - გაზეთ "ბანკები და ფინანსები"-ს ვერსიით












ილია II - წლის ადამიანი კახა ბენდუქიძე - წლის ადამიანი - ჟურნალ "ტაბულა"-ს ვერსიით

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : 2010 წლის 10 ყველაზე ცუდი ამბავი

"ბ&ფ"-ს ჟურნალისტებისა და რესპოდენტების აზრით

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მოძრაობა ყველაფერია, საბოლოო მიზანი არაფერი

მოძრაობა ყველაფერია, საბოლოო მიზანი არაფერი  წლის მოვლენები, წლის ადამიანები და წლის შეფასებები ტრადიციულად თავს გვახსენებს ხოლმე, თუმცა ყველას საკუთარი განწყობა და დამოკიდებულება გააჩნია. შეიძლება ითქვას, რომ 2010 წელი ქართული ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში, გარდამტეხი და განმსაზღვრელი აღმოჩნდა. უწინარეს ყოვლისა, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი ისევ პოლიტიკური პროცესებისადმი იყო მიპყრობილი. ჩვენი პოლიტიკა ვერც ამჯერადაც შედგა, როგორც სამართლიანი და ზნეობრივი. ბევრი ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლებამ ოპოზიციის მარგინალიზაციას მიაღწია, საზოგადოებამ პოლიტიკური პროცესისადმი ნდობა, პოლიტიკური ლიდერებისადმი კი რწმენა დაკარგა. ეროვნული პოლიტიკა ხალხის ზურგს უკან გარიგებებთან, ქრთამის აღებასთან, კომპრომატებთან და "გამინუსებულებთან" ასოცირდა. შექმნილ ვითარებაში, კრიზისიდან გამოსვლის მიმართულებებზე მსჯელობა არასამთავრობო სექტორმა დაიწყო, რომელმაც შემოდგომაზე პოლიტიკურ პარტიებთან არაერთი შეხვედრა გამართა, მოგვიანებით კი წარმომადგენლობით სახალხო კრებას შეუერთდა. ცხადია, გასახსენებელი, აღსანიშნავი და შეფასების ღირსი ბევრი მოვლენაა, მაგრამ პირადად ჩემთვის, საყურადღებო და საგულისხმო სწორედ ის მოვლენები იქცნენ, რომლებმაც ქვეყნის სამართლებრივ-საზოგადოებრივ განვითარებაში გარდამტეხი როლი შეასრულეს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : გონიოელებს მიწებს ართმევენ

ისინი დახმარებას ბათუმში თურქეთის საკონსულოს სთხოვენ

გონიოელებს მიწებს ართმევენ

საქართველოს პრეზიდენტამდე ამბის მისატანად ბათუმში თურქეთის კონსულს რომ მიმართეს, გონიოელები "ბათუმელებთან" ადასტურებენ, მაგრამ უარყოფენ იმას, რომ მათ თურქეთის სახელმწიფოს ყარსის ხელშეკრულების ამოქმედება სთხოვეს. აჭარის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან. თურქეთის საკონსულოში კი საქართველოს მოქალაქეების მიღებას ადასტურებენ, მაგრამ კომენტარს არ აკეთებენ.

ემზარ დიასამიძე

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ინტერვიუ ნიკო ლეკიშვილთან

ინტერვიუ ნიკო ლეკიშვილთან ეკონომიკური თვალსაზრისით, წარმატებები იყო, თუმცა, გადაუჭრელი რჩება ყველაზე მთავარი პრობლემა - სოციალური

საჭიროა საბანკო სექტორის ეფექტურობა და შიშის სინდრომის მოხსნა, რომელიც არსებობს.


  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : 40 კომპანიის ექსკლუზიური ფასდაკლების ბარათი ჟურნალ "ექსკლუზივში"

40 კომპანიის ექსკლუზიური ფასდაკლების ბარათი ჟურნალ "ექსკლუზივში" ქართულ მედიას ახალი გამოცემა – ჟურნალი "ექსკლუზივი” შეემატა, რომლის მიზანიც ქვეყანაში მოქმედი ბრენდ-კომპანიების საქმიანობის გაშუქება და კომპანიების ფასდაკლების ბარათების წარმოდგენაა. “City Club”-ში ჟურნალის პრეზენტაციას ქართული მედიისა და ,,ექსკლუზივის“ პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჟურნალი კომპანია ,,პრომოუთერმა” წარმოადგინა. გამოცემა თავდაპირველად თბილისში გაიყიდება, მომავალში კი საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : წლის ანტიგმირი

წლის ანტიგმირთა ათეული ჩამოყალიბდება თქვენს მიერ გაზეთის ელექტრონულ ფოსტაზე - bankebi_f@yahoo.com გამოგზავნილი პიროვნებების მიერ დაგროვილი ხმების რაოდენობის მიხედვით. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ პიროვნებების სახელი, გვარი და საქმიანობის შესახებ (პროფესიის შესახებ) მოკლე ჩანაწერი. ”ანტიგმირს” უნდა ჰქონდეს ყველაზე უარყოფითი როლი შესრულებული გასულ, 2010 წელს საქართველოში ან საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებში.
”ბ&ფ”-ს რედაქცია.

ვებ გვერდ www.bfm.ge-ს ადმინისტრაცია

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : წლის ადამიანი და წლის ანტიგმირი

გაზეთ ”ბანკები და ფინანსების” სოციოლოგიური ჯგუფი ატარებს გამოკითხვას - 2010 წლის ადამიანი და წლის ანტიგმირი. გამოკითხვაში მონაწილეობენ ”ბ&ფ”-ს ჟურნალისტები, რესპოდენტები და ვებ-გვერდ www.bfm.ge-ს მომხმარებლები (მკითხველები).

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : "შიმშილისა და სიღატაკისთვის განწირული ადამიანები”

"შიმშილისა და სიღატაკისთვის განწირული ადამიანები” მათხოვრობა –პროფესია თუ ბრძოლა არსებობისთვის

როცა ბათუმში მილიონიანი ფოიერვერკები და ილუმინაციები აელვარდება, ისინი ქუჩაში იქნებიან და მათხოვრობას გააგრძელებენ


საქართველოში მათხოვრობა ფართოდაა გავრცელებული. ეკონომიური მდგომარეობა აიძულებს ადამიანს შემწეობა სხვა ადამიანს სთხოვოს. ისინი იძულებულნი არიან მთელი დღე ქუჩაში გაატარონ, ხშირ შემთხვევაში ღამეც, რადგან უსახლკაროდ არიან დარჩენილები და თვიანთი ბედი მოწყალე ადამიანებს მიანდონ. ზოგს სიტყვა ,,დამეხმარეთ” თქმა უჭირს და ,, ხელგამოწვდილი” სევდიანი თვალებით მიანიშნებს გამვლელებს, რომ გაიღონ მოწყალება. ზოგი უსიტყვოდ გაიღებს მოწყალებას, ზოგს კიდევ გააღიზიანებს მისი მდგომარეობა და შეურაცხყოფასაც აყენებს. რადგან დაიღალა ამდენი ,,მოწყალების” გაღებით. დღეს ხომ საქართველო მათხოვრების ქვეყნად არის ქცეული. თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე მათხოვარი გხვდება, რომელიც დახმარებას ითხოვს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : კერძო ტაქსები თანდათან აიკრძალება

კერძო ტაქსები თანდათან აიკრძალება ტაქსების მძღოლებს ერთწლიან 1300 ლარიან ლიცენზიას სთხოვენ. თუ ისინი ლიცენზიას არ შეიძენენ, ახალი წლიდან სამუშაოდ არ დაიშვებიან. ეს, ბუნებრივია, სერიოზული ფინანსური დარტყმაა იმ მძღოლებისთვის, რომელთა ოჯახებსაც სხვა შემოსავალი არ აქვთ და ყოველდღიურად ნაშოვნი 10-20 ლარით სულდგმულობენ.
იმათ რაოდენობას, ვინც "ტაქსაობს", ზუსტად ვერავინ გეტყვით. ეჭვგარეშეა, რომ ისინი თავიანთი ოჯახების ძირითადად ერთადერთი მარჩენალნი არიან. ოჯახის წევრებთან ერთად, ეს დრაკონული ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ხელისუფლება გეგმავს, მრავალ ათას ადამიანს შეეხება. დაკვირვებული თვალი იოლად შეამჩნევს, რომ "სატაქსაოდ" გამოსული მანქანების უმეტესობა ძველი და ამორტიზებულია. ხშირად ტაქსისტებს დღიური შემოსავალი მანქანის აუცილებელ, სიძველის გამო ხშირ რემონტსა და საწვავშიც კი არ ჰყოფნით. მათი უმრავლესობა იძულებული გახდება მანქანა გააჩეროს და აღარ იმუშაოს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : "რეფორმის შედეგად "მარშუტკით” მგზავრობის ფასი არ გაიზრდება"

"რეფორმის შედეგად "მარშუტკით” მგზავრობის ფასი არ გაიზრდება" "კონკურსის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ხარისხის და მომსახურების გაუმჯობესება, სხვა რაიმე ფისკალურს შედეგს მერია მისგან არ ელის”

ინტერვიუ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან აკაკი ჯოხაძესთან


- მოსახლეობა შიშობს, რომ ახალი სატრანსპორტო რეფორმის შედეგად დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასი გაიზრდება. რა კომენტარს გააკეთებდით ამ აზრზე?

- მრავალი წელია ”მარშრუტკით” მგზავრობის ტარიფი უცვლელია, რადგან იგი პირდაპირ მიბმულია კონკურენტ ბაზრებზე - ავტობუსებზე და მეტროზე. შარშანწინ იყო ფაქტი, რომ რამდენიმე მარშრუტი გაძვირდა და ეს მარშრუტები აღარ ფუნქციონირებს, რადგან სხვა მარშრუტმა გაუწია კონკურენცია, რომლებმაც ფასი არ გაზარდეს. შედეგად, ვინც ტარიფი შეამცირა ის ისევ მუშაობს, ხოლო ვინც არა, გაკოტრდა. ტარიფის მატება იწვევს მარშრუტის მუშაობის გაჩერებას.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : საქართველო სახელს იცვლის

საქართველო სახელს იცვლის“ვარდს ყოველთვის ვარდის სუნი აქვს, გინდ ვარდი ერქვას, გინდ - არა”
შექსპირი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ ლიტვაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ტერმინი ”გრუზია” - გაუქმდება. ვაშაძის თქმით, ”გრუზიას” ნაცვლად ჩვენს ქვეყანას ”ჯორჯია” დაერქმევა.
საქართველოს მთავრობამ, ჩვენი ქვეყნის სახელის გადარქმევის ”კამპანია” დიდი ხნის წინ წამოიწყო. ჯერ კიდევ 2005 წელს, ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ ისრაელის მოქალაქეებს სთხოვა, რომ ”გრუზიას” ნაცვლად საქართველო მოეხსენებინათ, როგორც ”ჯორჯია”. ებრაულად დასაშვებია ორივე ტერმინი - ”გრუზიაც” და ”ჯორჯიაც”, - მაგრამ პირველი ვარიანტი უფრო მისაღები აღმოჩნდა, 1970-იან წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩასული ემიგრანტების დიდი რიცხვის გამო.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : “ბილაინის” ანძა საფრთხეს უქმნის მაცხოვრებლების ჯანმრთელობას”

“ბილაინის” ანძა საფრთხეს უქმნის მაცხოვრებლების ჯანმრთელობას” “ქრისტიან-დემოკრატები” ფანასკერტელის ქუჩიდან კომპანია “ბილაინის” ანძისა და ქვესადგურის გადატანას ითხოვენ.
ამის შესახებ განცხადება, “ქრისტიან-დემოკრატების” წევრმა, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია კომპანია “ბილაინის” ანძა და ქვესადგური, საფრთხეს უქმნის ირგვლივ მაცხოვრებლების ჯანმრთელობას.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : „პრეზიდენტი სკანდალურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს“

„პრეზიდენტი სკანდალურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს“რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის მზარდი ინფლაცია, რამდენად შეძლებს საქართველო ინვესტიციების უკიდურესი შემცირებისა და 4.5 მილიარდიანი დახმარების ამოწურვის პირობებში ეკონომიკის კოლაფსის თავიდან აცილებას და სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებას? ამ კითხვებით ჩვენ „ბ&ფ“–ს სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარეს, ვაჟა ბერიძეს მივმართეთ.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : რას ნიშნავს ჰიბრიდული რეჟიმი – ლევან მზიანიშვილი

რას ნიშნავს ჰიბრიდული რეჟიმი – ლევან მზიანიშვილიქართული დემოკრატიის კრახი

103–ე ადგილი 167 ქვეყანას შორის

ავტორიტეტული ბრიტანული ჟურნალის – "ეკონომისტის" ანალიტიკურმა კვლევითმა კომპანიამ, The Economist Intelligence Unit მსოფლიოს ქვეყნების 2010 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა (Democracy Index 2010).გამოქვეყნებული ინდექსი ასახავს სახელმწიფოების მდგომარეობას 2010 წლის ნოემბრისთვის და მასში შესულია 167 ქვეყანა. საქართველო რეიტინში 103-ე ადგილზეა.
ინდექსი დემოკრატიულობის 5 საკვანძო მაჩვენებელს ეფუძნება.
მათ შორსაა საარჩევნო კოდექსი და პლურარიზმი, მთავრობის საქმიანობა, ადამიანის უფლებები, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება.
დემოკრტიულობის ინდექსში 167 სახელწიფო დაყოფილია ხელისუფლების რეჟიმის ოთხ ტიპად. პირველი - სრული დემოკრატია, მეორე - არასაკმარისი დემოკრატია, მესამე - ჰიბრიდული რეჟიმი, მეოთხე - ავტორიტარული რეჟიმი.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : 100 დოლარიანი პენსია - რამდენად რეალურია ეს დღეს

100 დოლარიანი პენსია - რამდენად რეალურია ეს დღესფინანსთა მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს ძალაში რჩება 100 დოლარიანი პენსიის დანიშვნის შეპირება. მინისტრს არ დაუზუსტებია, ვისთან აქვს ეს განცხადება შეთანხმებული, მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან, თუ პრეზიდენტ სააკაშვილთან, რომელთან მოთათბირების, ან დავალების მიუღებლობის გარეშე, ფინანსთა მინისტრისგან ასეთი განცხადების გაკეთება უპასუხისმგებლობა იქნებოდა. მას არც ის დაუზუსტებია, უეჭველად 2011 წლის განმავლობაში გახდება მინიმალური პენსია 100 დოლარის ექვივალენტის ტოლფასი ლარებში, თუ უბრალოდ, ეს ლოზუნგი არ მოიხსნება დღის წესრიგიდან სამომავლოდ.

  სრულად ნახვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48