წლის ადამიანი - ილია II » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : წლის ადამიანი - ილია II
ნანახია: 527


"ბანკები და ფინანსები" 2000 წლიდან, მოყოლებული ასახელებს წლის ადამიანს. ეს არის გაზეთის სარედაქციო კოლეგიის, ავტორებისა და ჟურნალისტების, საყვარელი რესპოდენტების, ექსპერტების ვერსია.
2000 წელს წლის ადამიანი ედუარდ შევარდნაძე იყო. მაშინ ის ჯერ კიდევ იძლეოდა იმედებს, რომ 1995-1998 წლების ეკონომიკურ აღმავლობას გაიმეორებდა, დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებდა, კურუფციას და კრიმინალს ალაგმავდა. 2001 წელს ჩვეულად გაიბრწყინა ნინო ანანიაშვილმა. 2002 წელს მხოლოდ გიორგი კანდელაკის გამარჯვებებიღა დაგვრჩა სანუგეშოდ. 2003 წელი მიხეილ სააკაშვილისა იყო, ისევე როგორც 2006. ამ წელს სააკაშვილის ძალაუფლება სრული და ურყევი გახდა, ხოლო მისი დანაპირებები ხალხმა დაიჯერა. 2004 წელი ზურაბ ჟვანიასი იყო. მან შეძლო აღმასრულებელი ვერტიკალისა და საკანონმდებლო სივრცის სრულად გაკონტროლება, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალების გუნდისთვის ეს აშკარად მიუღებელი იყო და მისი წევრები გააფთრებით ეწინააღმდეგებოდნენ ამ ტენდენციეს. 2005 წელს გიგა ბოკერია გახდა ხელმწიფის კარის პირველი ფიგურა და მთავარი იდეოლოგი.
2007-2008 წლები კი უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ავტორიტეტის განუზომელი ზრდით აღინიშნა. იმედგაცრუებულმა საზოგადოებამ მხნეობისა და მომავლის რწმენის წყაროდ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მწყემსმთავარი დასახა. წლის ადამიანის დადგენისას ყველა გამოკითხული რამდენიმე მთავარი კრიტერიუმით სარგებლობს. ესენია: ამა თუ იმ პიროვნების ზეგავლენა სრულიად საქართველოს მოვლენებსა და ყოველთა ქართველთა განწყობაზე. მნიშვნელობა არა აქვს, ეს გავლენა და როლი დადებითია თუ უარყოფითი. მთავარია პიროვნებისა და მისი ქმედებების მასშტაბურობა და საზოგადოებრივი რეზონანსი.

წელსაც წლის ადამიანად "ბანკები და ფინანსები" სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს მიიჩნევს. იგი კვლავ ყველა ქართველისა და საქართველოს მოქალაქისთვის შეუვალი ავტორიტეტია, ხოლო მათი ნაწილის ჭეშმარიტი სულიერი მამა.

მეორეა ზაზა ხატიაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. მან 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ პირველი სამართლიანი არჩევნები მოიგო, სამართლიანი, შესაძლოა, მხოლოდ შედეგის მიხედვით. და მაინც.

მესამე ადგილზეა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. დღევანდელი ქართული სახელმწიფო, ხელისუფლება და მართლწესრიგი მასზე დგას.

მეოთხეა მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. მან უმძიმეს ვითარებაში, 3 თავიანი მასშტაბური აქციების, მთავრობის, პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფაქტობრივი პარალიზების მიუხედავად, შეინარჩუნა ძალაუფლება და წლის ბოლოსთვის მიაღწია ოპოზიციის ძალების დაქსაქსვას. ზოგი გადაიბირა, ზოგი მოისყიდა, ზოგსაც ნიადაგი გამოაცალა, რითაც წლის ბოლოსთვის ნაწილობრივ აღიდგინა სტატუს-კვო.

მეხუთე "უცნობია" - გია გაჩეჩილაძე, გრანდიოზული საპროტესტო ტალღის ამგორებელი, ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო პროექტის - "საკანი #5" ავტორი და სტადიონის 70 ათასიანი აქციის მთავარი ორგანიზატორი.

მეექვსეა კახა ბენდუქიძე, ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქი, დღევანდელი საქართველოს ფაქტობრივი პრემიერ-მინისტრი, ხელისუფლების მთავარი ხაზინადარი-კოორდინატორი და ბროკერი.

მეშვიდეა პაატა ბურჭულაძე - "იავნანამ რა ჰქმნა?!"

მერვე თეა თუთბერიძე – ხელისუფლების ავანგარდი.

მეცხრე ლაშა მიქაია, მან ერთმა, რომ დასცა ზუგდიდში კარავი, ანუ საკანი. ამის გაკეთება სამეგრელოს მთავარ ქალაქში იოლი სულაც არ იყო. ფაქტობრივად გაიმეორა ცოტნე დადიანის გმირობა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ფიცხელი მზის გულზე თაფლწასმული არ დამჯდარა.

მეათეა მერაბ ბერძენიშვილი, რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან დიღომში გაძევებული და ქუთაისისკენ უკან გზას გაყენებული, ცხენზე ამხედრებული, დავით IV აღმაშენებლის და ქუთაისში დანგრეული "დიდების მემორიალის" ავტორი.
აი, ეს არის სულ მიმავალი 2009 წლის გამოჩენილი ადამიანების ათეული "ბანკები და ფინანსების" ვერსიით.

ვაჟა ბერიძე



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48