ვის უნდა მიმართოთ "ტამიფლუს" მისაღებად გრიპით დაავადების შემთხევვაში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ვის უნდა მიმართოთ "ტამიფლუს" მისაღებად გრიპით დაავადების შემთხევვაში
ნანახია: 836

დღეს საქართველო მსოფლიოში გავრცელებული H1N1 ვირუსის ეპიდემიის ზღვარზე იმყოფება. ლაბორატორიული მონაცემებით, ოფიციალურად, "ღორის გრიპის" 300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. თუმცა, ეს ციფრი რეალურად გაცილებით დიდია, რადგან ლაბორატორიულად გრიპს უკვე აღარ იკვლევენ და ყველას ვისაც გრიპი აქვს, "ღორის გრიპად" მიიჩნევენ. დაავადებათა კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ დღეს "ღორის გრიპმა" ყველა სხვა სახის სეზონური ვირუსი ჩაანაცვლა. მაგრამ თუ ექიმს დროულად მივმართავთ, გართულებებსაც თავიდან ავიცილებთ.
დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ძირითადად 5-დან 15 წლამდე და 15-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებშია გამოვლენილი. პაატა იმნაძე იმასაც აცხადებს, რომ თუ ადამიანმა "ღორის გრიპი" ორჯერ გადაიტანა, მეტჯერ აღარ დაემართება.
ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, სეზონურ გრიპებთან მიმართებაში წელს, გასულ წლებთან შედარებით, მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. ყველა გრიპის შემთხვევა, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა, მხოლოდ მსუბუქი შემთხვევაა. იყო რამდენიმე მძიმე შემთხვევაც, მაგრამ დღეისთვის ყველა ეს ადამიანი გამოჯანმრთელებულია. მინისტრის ინფორმაციით, გრიპის ყველა შემთხვევა, რომელიც დაფიქსირებულა, მკურნალობას ექვემდებარება. ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას გრიპის გამოვლენის შემთხვევაში სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ ყოველგვარი პანიკის გარეშე პოლიკლინიკებს მიმართონ, სადაც ექიმები მოსახლეობას დააკვალიანებენ.
როგორ მიიღებს გრიპის მქონე ადამიანი სამკურნალო მედიკამენტებს, კერძოდ, ასეთ შემთხვევაში ეფექტურად მიჩნეულ "ტამიფლუს", რომელიც აფთიაქებში საკმაოდ ძვირი ღირს და რამდენი ხანი გრძელდება ავადმყოფობა, ამ კითხვით "ბანკები და ფინანსებმა" საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსს, ზურაბ უტიაშვილს მიმართა. "გრიპით დაავადებულ ადამიანებს აღარ ამოწმებენ, თუ რომელი გრიპი აქვთ მათ. ეს საჭირო აღარაა. "ტამიფლუს" ყველა ის ადამიანი მიიღებს, რომელიც პოლიკლინიკას მიაკითხავს და გრიპი აღმოაჩნდება ექიმის აზრით. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი პაციენტს "ტამიფლუს" დაუნიშნავს მისი მოთხოვნის საფუძველზე, გრიპის მქონე ადამიანი ერთ საათში უფასოდ მიიღებს "ტამიფლუს". საქართველოში "ტამიფლუს" დიდი მარაგია, მეზობელ ქვეყნებს -სომხეთს და აზერბაიჯანსაც კი ეყოფა, რომ დავეხმაროთ. ექიმის მოთხოვნის შემდეგ, სახელმწიფო "ტამიფლუს" საავადმყოფოებს უფასოდ აწვდის. სახელმწიფოს რამდენიმე ორგანიზაციიდან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან და სხვადასხვა წყაროებიდან საჭირო მედიკამენტები მიღებული აქვს. მკურნალობა დაახლოებით 7 დღე გრძელდება. თუმცა ადამიანს შეიძლება 3 დღეც ეყოს სამკურნალოდ. გააჩნია რომელი დღიდან დაიწყებს მკურნალობას. "ტამიფლუს" ფასი დაახლოებით 60 ლარამდეა".

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48