დიმიტრი შაშკინი პრემიერ-მინისტრი ხდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : დიმიტრი შაშკინი პრემიერ-მინისტრი ხდება
ნანახია: 1003

ნიკა გილაურს კი ფინანსთა მინისტრად დააწინაურებენ

ასეთი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილს უკვე მიღებული აქვს. სწორედ ამიტომ მოხდა ამ დღეებში მორიგი საკადრო გადანაცვლება მთავრობაში. ბუნებრივია, საპატიმროების და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მინისტრს პირდაპირ პრემიერად არავინ დასვამდა. ეს ცუდი სვლა იქნებოდა PR-ული თვალსაზრისით. ამიტომ ბატონ შაშკინს დროებით, კარიერული თვალთახედვით უფრო რესპექტაბელური პოსტი ჩააბარეს. თანაც "დემოკრატიის მორიგი ტალღის" წინამძღოლს საპატიმროების მინისტრზე მეტად ხომ განათლების მინისტრის მანტია მოუხდება.
პრემიერად შაშკინის დანიშვნით ხელისუფლების პირველი პირი ერთბაშად რამდენიმე კურდღელს კლავს (თანაც კრდღლებზე ნადირობა აპრილის საპროტესტო აქციების შემდეგ მისთვის, შესაძლოა, ერთგვარი ჰობიც გახდა). შაშკინის გაპრემიერებით იგი ამერიკის რესპუბლიკურ ინსტიტუტს და თავის ძველ, ნაცად მოკავშირეებს პოტომაკის ნაპირებზე კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ერთგულებას, მათ კი, ვისაც მისი ანტირუსული რიტორიკის სჯერა და ნერვებს უშლის, ეუბნება, რომ აი, ნახეთ, მე რომ რუსთმოძულე ვიყო, განა "ეთნიკური წარმოშობით რუსს" პრემიერად და ჩემი მთავრობის თავმჯდომარედ დავნიშნავდიო?
აი, ეს არის ამ სამთავრობო გადანაცვლების მთელი ქვეტექსტი. თუ ამას ნიკა გვარამიას შტატებში სასწავლებლად წასვლას მივუმატებთ, თითქოს საკითხი ამოწურულია. კიდევ ერთი მინისტრი გავუშვით განათლების მისაღებად. თუმცა ნიკა გვარამია გაუნათლებელი მინისტრი არ ყოფილა, სხვა მრავალთაგან განსხვავებით. როგორც ჩანს, იგი შტატებში სპეციალურ განათლებას მიიღებს და ისევ სამართალდამცავ უწყებებში დაბრუნდება, თუ, რა თქმა უნდა, როცა ჩამოვა, ისევ ეს ხელისუფლება დახვდა.
შაშკინი პრემიერი მალე გახდება. ყოველ შემთხვევაში, ეს ამბავი ორ თვეს არ გადაცდება. კულუარებში პრემიერობის კიდევ ერთ კანდიდატზე ლაპარაკობენ - ეს არის ეროვნული ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. მისი მთავარი კოზირი მთავარი სახელისუფლო დაჯგუფების ნდობა, ერთგულება და ფავორიტობაა. რაც შეეხება კომპეტენციას, თავისთავად, ეს ორი პიროვნება უდაოდ გარკვეული კომპეტენციის მატარებელია, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში პრემიერს არანაირი კომპეტენცია არ სჭირდება. ის არც პოლიტიკური ფიგურაა, არც სამეურნეო საკითხების კოორდინატორი და არც ეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებელი და გამტარებელი. მთავარია, ის უნდა იყოს მმართველი დაჯგუფების ნების უსიტყვო აღმასრულებელი და ამ ჯგუფისთვის საინტერესო გადაწყვეტილებების დაუბრკოლებლად მიმღები. არავისთვის არ წარმოადგენს დიდი საიდუმლოს და არ იქნება აღმოჩენა, თუ ვიტყვით, რომ საქართველოს ფაქტობრივი პრემიერ-მინისტრი ისევ ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქი კახა ბენდუქიძე გახლავთ. ის იღებს ყველა გადაწყვეტილებას, ის ყიდის და ყიდულობს ყველაფერს, ის შეიმუშავებს ეგრეთ წოდებულ "ეკონომიკური თავისუფლების აქტს" და ასე შემდეგ.
მაშ, რაღა ვუყოთ ნიკა გილაურს?! იგი ხომ გასაოცარი ერთგულებით გამოირჩევა. მაგრა, ამის სანაცვლოდ, ხან მის ერთ მეგობარს უფორმებენ საპროცესო შეთანხმებას, ხან მეორეს უგდებენ სამსახურიდან, თუმცა, იმ მეორესაც არ სჯიან. ნიკა გილაური მაინც კაი ტიპია, ამიტომ ნაღვაწი და ნაქმნარი დაუფასდება. იგი შეიძლება ფინანსთა მინისტრად მოგვევლინოს. ფინანსთა მინისტრს ფუნქციები უზომოდ გაეზარდა, ის ფაქტობრივად ზედამხედველობს პრივატიზაციას, გასცემს სესხებს ბიუჯეტიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდანაც მხოლოდ ის გასცემს ერთპიროვნულად სესხებს, იღებს გადაწყვეტილებას, ვისგან როდის, რამდენი და როგორი პირობებით აიღოს სახელმწიფომ სესხი, ერთპიროვნულად გასცემს სახელმწიფო გარანტიებს, იღებს გადაწყვეტილებებს საწარმოების დალუქვაზე და პერსპექტივაში, თუ ასე გაგრძელდა, ეკონომიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ, გახდება ფაქტობრივი და რეალური პირველი ვიცე-პრემიერი, პრემიერ-მინისტრზე მეტი უფლებებით. ასეთად ნიკა გილაურზე უკეთესს მიხეილ სააკაშვილი ძნელად იპოვის. კახა ბაინდურაშვილს მისი პირველი მოადგილეობა მოუწევს. ის არ არის ურიგო მინისტრი და ფინანსისტი, თუმცა ახალ კონიუნქტურას ასე დასჭირდება.
სასჯულაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად გია თორთლაძე მოიაზრება. თუ ჩვენი განადგურებული და გაუბედურებული გარემოსა და გასასხვისებელ-გასასხვისებელი წყალ-ჭალა-მდინარეთა თუ ტბათა მინისტრადაც რომელიმე შინაურ ოპოზიციონერს დანიშნავენ, უკვე მოძულებული და გასაშვებად გამზადებული "მიშა მაგარიას" ავტორის, გოგა ხაჩიძის ნაცვლად, ვთქვათ, არანაკლებ მომღერალ-პარლამენტარს, ნუგზარ ერგემლიძეს, ხოლო თუ აცდუნეს და ლტოლვილების მინისტრობაზე პაატა დავითაიაც დაითანხმეს, ესეც შენი კოალიციური მთავრობა. ნანატრი ოპოზიციის არსებობის მიზანშეწონილობაც ქრება, ქვეყანაში კი აბსოლუტური სიმშვიდე და ნანატრი კეთილდღეობა ისადგურებს.

ლევან მზიანიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48