რა ბედია ეწევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რა ბედია ეწევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს
ნანახია: 1334

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკა (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა. საავადმყოფოს 100 % წილის მფლობელი სახელმწიფოა და დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განცხადება ეკონომიკური განვითარების სამინისტროში 2010 წლის 15 თებერვლამდე უნდა შეიტანონ.
რესპუბლიკური საავადმყოფო მოიცავს დაახლოებით 48.000 კვადრატულ მეტრ შენობას და 77.000 კვადრატულ მეტრ მიწას. საავადმყოფოს მთლიანი აქტივები დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს უდრის, თუმცა საწყისი ფასი 12 მილიონი აშშ დოლარია.
გამარჯვებულმა კომპანიამ, არაუგვიანეს 36 თვისა, უნდა განავითაროს თანამედროვე, მრავალპროფილიანი საავადმყოფო, რომელსაც ექნება 350 საწოლი (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების არსებული 80 საწოლის გარდა).
საქართველოს მთავრობის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისების გადაწყვეტილება 2007 წელს დაწყებული სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის პროცესის ნაწილია. მიზანი, კერძო სექტორის მონაწილეობით, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და მომსახურების დონის ამაღლებაა.
"საქართველოში გვსურს შემოვიყვანოთ მაღალი დონის ოპერატორი, რომელიც გააკეთებს მაღალი კლასის საავადმყოფოს, მსოფლიო სტანდარტების დონეზე", - განაცხადა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ხელშეკრულების თანახმად, რომელიც გამარჯვებულმა კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა დადოს, საავადმყოფოს აშენება- რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ უნდა უზრუნველყოს საავადმყოფოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება. ამასთან, 15 წლის გასვლის შემდეგ პროფილის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროფილის შეცვლის განზრახვის თაობაზე მოხდა გამყიდველის წერილობითი ინფორმირება არანაკლებ ერთი წლით ადრე.
ლეიბორისტული პარტია რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას აპროტესტებს და მოითხოვს ამ პროცესის შეჩერებას და მის უფასო საავადმყოფოდ გადაკეთებას.
საავადმყოფოს გასხვისებასთან დაკავშირებით ლეიბორისტებმა ბრიფინგზე ისაუბრეს. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გადაწყვიტეს რესპუბლიკური საავადმყოფო გაიტანონ ტენდერზე, გაყიდონ და ჯანდაცვის მსხვილი ობიექტი გადააკეთონ ბიზნესობიექტად.
"ასეთი შემთხვევა არაერთი ვიცით, როდესაც საავადმყოფოები გაყიდულა და იქ გახსნილა სასტუმროები, კაზინოები, რესტორნები და ა.შ. 100 საავადმყოფოს პროექტი ჩაფლავდა, არცერთი ახალი საავადმყოფო არ აშენებულა, ხოლო გაყიდული, გასხვისებული და ბიზნესობიექტად გადაქცეული მრავალი გვინახავს. ერთ-ერთი ასეთი არის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც უახლოეს დღეებში გაიყიდება", - აღნიშნა შატბერაშვილმა.
საავადმყოფოს გაყიდვასთან დაკავშირებით, რესპუბლიკურის ადმინისტრაციასაც ვესაუბრეთ. ისინი მხარს უჭერენ საავადმყოფოს გაყიდვას, თუ, რა თქმა უნდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულდება, - "თბილისში ერთი მაღალპროფილიანი საავადმყოფო მაინც უნდა არსებობდეს. თუ მართლა გაკეთდება 450 საწოლიანი საავადმყოფო, ეს არ არის ცუდი". თუმცა ადმინისტრაციის განცხადებით საავადმყოფოში დაძაბულობა მაინც შეიმჩნევა, რადგან ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი იქ მომუშავე პერსონალზე.
ამონარიდი ხელშეკრულებიდან:
უნდა შესრულდეს პერსონალთან დაკავშირებული შემდეგი მოთხოვნები:
- არსებული პერსონალისთვის გასაცემი საკომპენსაციო თანხები შეადგენს პრივატიზაციის ფასის ნაწილს;
- არსებული პერსონალი, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს, ისარგებლებს პრიორიტეტით ვაკანსიის დასაკავებლად;
- ექიმებს (3-4), რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სამედიცინო მომსახურებების და კვლევების განხორციელებაში, უნდა გაუფორმდეთ მრავალწლიანი კონტრაქტები.

ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეისთვის მომუშავე პერსონალის უმეტესობა, შესაძლებელია, უახლოეს მომავალში სამსახურის გარეშე დარჩეს. მედპერსონალს არ სურს საავადმყოფოს გასხვისება, რადგან ისინი შიშობენ, რომ სამსახურის გარეშე აღმოჩნდებიან, - "საავადმყოფოს გაყიდვის შესახებ ჩვენც ახლა შევიტყვეთ. ადმინისტრაცია ჯერ არ შეგვხვედრია ამ თემასთან დაკავშირებით. არ ვიცით რა ვქნათ, გვეშინია უმუშევრები რომ არ დავრჩეთ". როგორ გადაწყდება საავადმყოფოს და მასში მომუშავე მედპერსონალის ბედი, ჯერ-ჯერობით უცნობია, ეკონომიკის სამინისტროში რესპუბლიკური საავადმყოფოს ყიდვასთან დაკავშირებით განაცხადი ჯერ არავის შეუტანია.

ნანა კალანდაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48