ნატოს ნაცვლად ჰოლივუდში - ქართული არმიის ახალი პერსპექტივა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ნატოს ნაცვლად ჰოლივუდში - ქართული არმიის ახალი პერსპექტივა
ნანახია: 540

სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანულ "ტელეგრაფში" გამოქვეყნდა ერთგვარი საიმიჯო მასალა სათაურით - "საქართველო კინომწარმოებლებს ხიბლავს", რომელიც ჩვენს ქვეყანა, კინოინდუსტრიის ახალ მექად მოიაზრებს. ამ სტატიაში საუბარია ხელისუფლების ლიბერალურ მიდგომებზე ქვეყანაში "ამ ბიზნესის" განვითარებასთან დაკავშირებით და იმ შეღავათებზე, რომლებიც საქართველოში ფილმის გადაღების მსურველებს ელოდებათ.
ამგვარი საიმიჯო მასალის გამოქვეყნება, რომელიც უმდიდრესი ისტორიის მქონე ქართული კინოხელოვნების აღორძინებას შეიძლება ემსახურებოდეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტია, თუმცა, ამ სტატიაშიც კი მრავალი ნიშანდობლივი ნიუანსია, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ინვესტიციების მოზიდვა კინოინდუსტრიაშიც იმავე მექანიზმებითა და დამოკიდებულებით მოხდება, როგორც სხვა ბიზნესების შემთხვევაში.
ამ საკმაოდ მოცულობით სტატიაში საუბარია მხოლოდ ხელისუფლების დადებით დამოკიდებულებებზე, რომელიც მაინცდამაინც მაშინ გამოჩნდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ჰოლივუდელ რეჟისორს საკუთარი თავზე ფილმი გადააღებინა.
"საქართველოს მიმზიდველობის ხაზგასასმელად, მთავრობა მომავალი წლის დასაწყისიდან შეუზღუდავი 25%-იანი ფასდაკლების ინიციატივას ამზადებს, უნაზღაურებს რა უცხოურ კინოწარმოებას ხარჯების მეოთხედს", - ნათქვამია მაიკლ მეინვილის სტატიაში. ძალიან კარგია, თუ მთავრობა კინოხელოვნების განვითარებას ასეთ ყურადღებას დაუთმობს. თუმცა, იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მიზანშეწონილია, იმ ქვეყანაში სადაც ერთ მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, საბიუჯეტო თანხების ამ მიმართულებით ხარჯვა.
2008 წლის აგვისტოს ომის ქართული ინტერპრეტაცია, - ფილმი "საქართველო", ოფიციალურად 200 მილიონი დოლარი დაჯდება. ქართული მხარის განცხადებით, იმისთვის, რომ სააკაშვილს საკუთარი თავი ენდი გარსიას მიერ განსახიერებული ენახა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 16 მილიონი დოლარი გადაირიცხა, სულ ამ ფილმის გადაღებაზე 40 მილიონ დოლარამდე ქართული რესურსი დაიხარჯა. მთავრობის მიერ გამოყოფილ 16 მილიონს, 24 მილიონი ბიზნესსექტორიდან დაახმარეს. ძალიან საინტერესოა, ომ და კრიზისგადატანილ (გადავიტანეთო, ასე ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი) ქვეყანაში, რომელ ბიზნესს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამხელა რესურსი გაურკვეველი პიარაქციისთვის, თუნდაც ჩვენი ქვეყნის საიმიჯო ფილმზე, დაეხარჯა. ამ ბიზნესების შესახებ 2010 წლის მაისში გავიგებთ, როდესაც ფილმის ტექნიკური დამუშავება დასრულდება (გადაღებები უკვე დასრულებულია). გარდა ტიტრებისა და ოფიციალური მითითებებისა, მათი აბრები, ლოგოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები კადრებში გაიელვებს, თითქოს, შემთხვევით, მაგრამ ეს მარკეტინგის მიღებული ფორმაა. ასე რომ, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს ამ ფილმში ისეთი ქართული კომპანიების ტიტულატურის დანახვა, რომლებიც, დღეს სახელისუფლებო ტელევიზიებზე რეკლამის მთავარი დამკვეთები ანუ დამფინანსებლები არიან. ამ ფონზე, უკვე გასაგებია, რატომ შეიძლება კერძო ბიზნესმენმა დააფინანსოს ფილმი ან ნებისმიერი სხვა პროდუქტის წარმოება, რომლისგანაც ის შემოსავალს არ ელოდება. მარტივი ლოგიკა მოქმედებს, ანახე სააკაშვილს ენდი გარსია, რომელიც ასახიერებს სააკაშვილს და არც ჰალსტუხებს შეჭამს და არც ცხვირს მოიწმენდს ხელით. ამისთვის მიიღებ ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას, არ დაგარბევს ფინანსური პოლიცია და ასე შემდეგ,.. ერთი სიტყვით, "მიეცი და მოგეცემა".
ახლა დავუბრუნდეთ მთავარს. როგორც უკვე ითქვა, საქართველოს მთავრობა, 25%-ით დააფინანსებს უცხოური კინოწარმოების პროექტს, რომელიც საქართველოში განხორციელდება. დღეს საშუალო დონის ჰოლივუდური ფილმი მინიმუმ 100 მილიონი დოლარი ჯდება. ანუ საქართველოს ბიუჯეტს, ერთი ასეთი ფილმის გადაღება საქართველოში 25 მილიონი დოლარი დაუჯდება. 25 მილიონი დოლარი დაახლოებით არის საქართველოს პარლამენტის 2010 წლის ბიუჯეტი (თუ ვინმე იტყვის, რომ ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები არასწორია, ის მართალი იქნება, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის ბიუჯეტი 36 მლნ. 900 ათას 700 ლარია, 25 მილიონი დოლარი კი დაახლოებით 42 მლნ ლარი). თუ სიზუსტე გნებავთ, ზუსტად 42 მლნ ლარი დაიხარჯა 2009 წელს საქართველოში სოფლის მეურნეობის სუბსიდირებისთვის (!!!)
და რას მიიღებს საქართველო ასეთი საინვესტიციო პოლიტიკით. როგორც ვიცით, მაღალხარისხიანი კინოპრუდუქტის თვითღირებულებაში, ძირითადი მსახიობების ანაზღაურებასა და ფილმის ტექნიკურ დამუშავებაზე იხარჯება. უცხოელი მსახიობების გასამრჯელოდან საშემოსავლო გადასახადი საქართველოს ბიუჯეტში ვერ მოხვდება; ილუზია იმის შესახებ, რომ ამ პროექტებში ქართველი მსახიობები დასაქმდებიან და ჩვენს ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზრდება, მხოლოდ ილუზიად რჩება და ამაზე საუბარი ზედმეტია; რაც შეეხება, ფილმის ტექნიკურ დამუშავებას, საქართველოში ეს არ მოხდება, ჩვენთან არც შესაბამისი აპარატურა არსებობს და არც კვალიფიციური კადრები გვყავს ამ მიმართულებით (კადრის იდეალურად "დამჭერი" ოსტატი ოპერატორები და რეჟისორები კი გვყავს, მაგრამ ისინი "რუსთავი 2"-ზე მუშაობენ და თავის კინოს ქმნიან).

"მე არ ვიცი სხვა ასეთი ქვეყანა" (ქვეყნები)
"საქართველოს მთავრობა უცხოელ მწარმოებლებთან დაკავშირებით სრული კოოპერაციის და მინიმალური ბიუროკრატიული გარემოს შექმნის პირობას დებს და ფილმთან თანამშრომლობისთვის არმიაში, პოლიციასა და საბაჟო სამსახურში სპეციალური ჩინოვნიკების დანიშვნასაც კი გეგმავს, რომლებიც კინომწარმოებლებს რჩევებს გაუწევენ. "ხელისუფლება ძალიან კეთილგანწყობილია და არანაირი ბიუროკრატიული ბარიერები არ არსებობს. მე არ ვიცი სხვა ისეთი ქვეყანა, სადაც არ გჭირდება არანაირი ფორმალური თანხმობა იმისთვის, რომ გადაღებები ქუჩაში აწარმოო და სადაც ბიუროკრატია თითქმის არ არსებობს. ამ ინიციატივებს ყველა სამთავრობო უწყების მხარდაჭერა აქვთ და ისინი 2010 წლიდან ამოქმედდება” – განაცხადა კონსტანტინე ჩლაიძემ, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა", - ეს ამონარიდიც გავლენიანი ბრიტანული გამოცემის 10 ნოემბრის მასალიდანაა.
ის რომ ბატონ კონსტანტინეს საქართველოსნაირი ქვეყანა არსად არ ეგულება, ძალიან კარგია, მას, ალბათ, უყვარს საქართველო, მაგრამ მეც მიყვარს საქართველო და მინდა რომ საქართველო იყოს სახელმწიფო და არა ტერიტორია.
მინდა, რომ არმია, პოლიცია და საბაჟო სამსახური თავის მოვალეობას ჯეროვნად ასრულებდეს. მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში არსებობდეს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და არმია ჰოლივუდში კი არა ნატოში შევიდეს (ჰოლივუდს სჯობს ნატო, არმიისთვის).
მინდა, რომ თუ ვინმე საქართველოს ხარჯზე ბიზნესს გააკეთებს და ფულს იშოვის, გადასახადები გადაიხადოს, გადაღების ნებართვისთვის მაინც, რომელიც ბიუჯეტს შეავსებს, ბიუჯეტს, რომელსაც 2009 წლის საშემოსავლო ნაწილში დაახლოებით 800 მილიონ ლარამდე დააკლდება და გამჭრიახმა მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული ვალებით შეავსო.
მინდა, რომ უცხოური კინოწარმოების დაფინანსების ნაცვლად, შეპირებისამებრ, 100 დოლარამდე გაუზარდონ პენსია ბებიაჩემს, რომელსაც საქართველოს მთავრობასავით ქამრები აქვს შემოჭერილი. მთავრობას ვითომ, ბებიაჩემს მართლა. მთავრობაში ახალგაზრდები არიან და გაუძლებენ, ბებიაჩემი კი 27 ოქტომბერს 70 წლის გახდა და, იმის გამო, რომ ჰაერი არ ჰყოფნის, შემოჭერილი ქამრით ვეღარ გააგრძელებს ცხოვრებას.
"ინიციატივებს ყველა სამთავრობო უწყების მხარდაჭერა აქვს"-ო, - აცხადებს ბატონი კონსტანტინე, საინტერესოა, რა ფუნქცია და როლი მიენიჭება ამ იდეის ხორცშესხმაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მინდა, რომ ღირსების ორდენოსანი მინისტრ კვეზერელის ვარსკვლავი ჰოლივუდის ბულვარში ვნახო, კინოინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. შეიძლება მავანმა ამ ფრაზაში ფაქტობრივი შეცდომა დაინახოს, კინოინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ოსკარით აჯილდოებენ და არა ჰოლივუდის ბულვარში ამოკვეთილი ვარსკვლავით. თუმცა, თუ დღევანდელი სოფლის მეურნეობის მდგომარეობის ფონზე, ამ სფეროს მთავარი კურატორის ღირსება ღირსების ორდენით დააფასეს, ჰოლივუდის ტრადიციის დარღვევა რა პრობლემაა?!
მაშ ასე, საქართველო აშენებს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკას...
ბატონო კონსტანტინე (ან კახა, რა მნიშვნელობა აქვს სახელს(!)), "ქვეყანა, სადაც ბიუროკრატია თითქმის არ არსებობს", დააფინანსებს თუ არა ფილმის ხარჯების 25%-ს, რომლის პროდიუსერიც არ იქნება მიხეილ სააკაშვილი და იქნება მაგალითად, ვლადიმერ პუტინი, რომელმაც შეურაცხყოფა მომაყენა მე, როდესაც ორიოდ კვირის წინ იალტაში იულია ტიმოშენკოსთან ერთად ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის ჰალსტუხებთან დამოკიდებულებაზე იღადავა?



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48