რა ღირს საარჩევნო ხმა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რა ღირს საარჩევნო ხმა
ნანახია: 725

დასაქმების პროგრამა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ უკვე ორჯერ განახორციელა, ყველასთვის კარგადაა ნაცნობი. პირველად ის 2006 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ახალმა პროექტმა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს, 16-დან 65 წლამდე, დასაქმებას ჰპირდებოდა, ყველა აღაფრთოვანა და სარეგისტრაციო პუნქტებს უამრავი უმუშევარი მიაწყდა. ხალხი რაიონებიდანაც კი ჩამოდიოდა, რამდენიმესაათიან რიგსა და ჭყლეტას უძლებდა იმის იმედით, რომ მომდევნო 3 თვის მანძილზე დასაქმდებოდა და სახელმწიფოსგან თვეში 150 ლარს მიიღებდა. შემდეგ კი, თუ გაუმართლებდა, იქნებ ხანგრძლივი ვადითაც დაეტოვებინათ სამსახურში. უმრავლესობამ მართლაც იშოვნა სამუშაო ადგილი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დასაქმდა, ვინაიდან ფირმებსა თუ კომპანიებს, რომელთაც სახელმწიფომ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ახალი თანამშრომლების მიღება აიძულა, ზედმეტი ხალხი არაფერში სჭირდებოდათ და ამიტომ "დასაქმებულები" ასეთი პირობით გამოისტუმრეს - თვეში ერთხელ შემოიარეთ და ხელფასი აიღეთო. სამუშაოს მაძიებელთათვის ეს ერთი შეხედვით იდეალური ვარიანტი იყო - ფულს არაფერში გადაუხდიდნენ, მაგრამ რატომ ხდებოდა ასე და ვის აწყობდა მილიონობით ლარის ტყუილ-უბრალოდ ფლანგვა, ამაზე ფიქრით თავი არავის შეუწუხებია. ხელისუფლება თავს იმშვიდებდა - პროფესიული გადამზადების კურსები წარმატებით მიმდინარეობსო, ხალხი კმაყოფილი იყო, მალე კი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მოდიოდა. . .
მეორედ პროფესიული გადამზადების კურსები 2007 წლის ბოლოს დაიწყო და კვლავ 3 თვეს გასტანა. პირობებიც და სიტუაციაც იგივე იყო. გამოცხადებისთანავე სარეგისტრაციო პუნქტებთან რამდენიმეკილომეტრიანი რიგები დადგა. ვაკანტური ადგილები, რომელთა მისაღებად ადამიანები ერთმანეთსაც აღარ ინდობდნენ, უცებ შეივსო, ჭყლეტას კი შუახნის ქალბატონის სიცოცხლე შეეწირა. ამჯერადაც იგივე განმეორდა: "დასაქმებულები" ახალ სამსახურში სულ სამჯერ მივიდნენ ხელფასის ასაღებად. არც ახლა უკითხავს ვინმეს, თუ რატომ არიგებდა ფულს ასე გულუხვად ხელისუფლება. ყველაფერი ისედაც ცხადია - საპრეზიდენტო არჩევნები უკვე დანიშნული იყო.
სულ ცოტა ხნის წინ კი ქალაქის მერმა, ბატონმა გიგი უგულავამ საჯაროდ განაცხადა, რომ მალე დასაქმების ახალი, მესამე პროგრამა დაიწყებოდა, რომელიც ათასობით უმუშევარს მუშაობის დაწყების საშუალებას მისცემდა და მათ ოჯახებს საარსებო წყაროს გაუჩენდა. ბუნებრივია, დავინტერესდით ახალი პროგრამის პირობებით: თუ როდის დაიწყებოდა, რამდენ ხანს გასტანდა, რამდენი დასაქმდებოდა და ა.შ. ამ კითხვებით თბილისის მერიას მივმართეთ. იქ კი განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით პასუხს ვერც ამ და ვერც სხვა კითხვებზე გაგვცემდნენ, რადგან ჯერ დადგენილი არაფერი იყო. როგორც პრეს-სამსახურის უფროსმა, თამუნა დვალმა განგვიმარტა, ამ ეტაპზე ბიზნესმენებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და დეტალები მომავალში გახდება ცნობილი.
გამოდის, რომ ბატონმა მერმა გაახმოვანა ის, რისი წამოწყება არც კი იგეგმებოდა. როგორც ჩანს, დასაქმების ახალი პროგრამა ჯერ იდეის დონეზეც კი არ იყო და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები, რაც სახალხოდ განაცხადეს მისი დაწყების შესახებ. წინა ორ შემთხვევას თუ გავიხსენებთ, გასაკვირი არაფერია - პროექტი საგაზაფხულოდ დაიწყება, გაზაფხულზე კი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია.
უკვე აღარავის სჯერა ხელისუფლების კეთილშობილური მიზნების და იმის, რომ ამდენ ფულს მოქალაქეების პროფესიული გადამზადების კურსებში ხარჯავენ. ცხადია, ეს ფული (რომელიც ასე რომ არ იფლანგებოდეს უამრავ კარგ საქმეს შეიძლებოდა მოხმარებოდა), წინასაარჩევნოდ მოსახლეობის ხმების ყიდვას ხმარდება და ეს პროექტიც, ისევე როგორც მრავალი სხვა, მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილია.

თაკო მათეშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48