ნანახია: 824
25–27 ნოემბერს ასოციაცია „ველლო დ’ორო“ მსურველებს ქართველი ავტორების დეკორატიულ-გამოყებებითი ნიმუშების გამოფენას შესთავაზებს. კულტურის, მოდის და დიზაინის ნაციონალური ცენტრი ასოციაცია „ველლო დ’ორო“ ქართულ-იტალიური თანამშრომლობის ნაყოფია. იგი თავის მოღვაწეობას უკვე 3 წელია აგრძელებს. მისი პარტნიორები არიან, - მოდის სფეროში ცნობილი ორგანიზაცია „მედმოდა“ და ჩრდილოეთ იტალიაში ტექსტილის დარგში მოქმედი ასოციაცია. ამგვარად, თანამედროვე მსოფლიოში ტექსტილის ხელით დამუშავების ტექნოლოგიისადმი ინტერესის ზრდამ ქართული და იტალიური მოდის სამყარო დააკავშირა. ამ შემოდგომის მიწურულს ასოციაციის წევრების მიერ ორგანიზებული ზეიმი, ერთგვარად, ახალი საგამოფენო სივრცის პერეზენტაციადაც იქცევა, სადაც ასოციაცია „ველლო დ’ორო“-მ დაიდო ბინა. ძველი თბილისის ერთ ლამაზ, ტრადიციულ და ისტორიულ უბანში, სოლოლაკში, მაჩაბლის ქ.6.-ში. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ, - ელენე ლიჩელი, სოფო ახობაძე, მაკა ბარბაქაძე, ინგა კვირიკაშვილი, თათია ირემაშვილი, ეთერ სახვაძე, ლარისა ბესპროზვანაია, თამარ ნინიძე. ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე, მიმდინარეობს პედაგოგიური მოღვაწეობა სხვადასხვა შემოქმედებით სახელოსნოებში, გამოფენის გახსნის დღეს საზეიმო ვითარებაში ასოციაცია „ველლო დ’ორო“ და პედაგოგი ქეთი ბურჯალიანი თავის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატებს გადაეცემს. მათ შორის არიან: ლიკა ოქრუაშვილი, ნინო კონიაშვილი, მარი ჩეკურიშვილი, თიკო ბაქრაძე და ეთო ფეიქრიშვილი. კულტურის, მოდის და დიზაინის ნაციონალურ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონტაქტო ტელეფონზე 98–73–37.
|