ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრები სწავლის საფასურს წინასწარ იხდიან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრები სწავლის საფასურს წინასწარ იხდიან
ნანახია: 983

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მაგისტრანტობის კანდიდატებს სწავლის საფასურის ნახევრის გადახდა წინასწარ მოსთხოვა. განათლების სამინისტროს ჯერ არ გამოუქვეყნებია იმ მაგისტრანტთა სია, რომლებმაც სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს. ერთიანი სამაგისტრო გამოცდები წელს პირველად ჩატარდა. წინა წლებთან შედარებით განსხვავებულია დაფინანსების სისტემაც, მთლიანად ფინანსდება 1000 მაგისტრანტი, მათ შორის პირველი 100 რეიტინგული სიის მიხედვით, დანარჩენი კი ფაკულტეტების მიხედვით. განათლების სამინისტროს ინფორმაციით საბოლოო შედეგები ნოემბრის ბოლოს იქნება, თუმცა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, იური ლომიძის განცხადებით, ასეთ ფაქტს მხოლოდ ჰუმანიტარულ-სოციალურ ფაკულტეტზე ჰქონდა ადგილი. ადმინისტრაცია ამის შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა ასეთ საკითხებს ფაკულტეტი თავად წყვეტს. მან აღნიშნა, რომ სწავლის საფასურის ნახევრის წინასწარ გადახდა ფაკულტეტის დეკანის ინიციატივა იყო.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის დეკანს რუსუდან ქუთათელაძეს მივმართეთ. მისი განცხადებით, არსებობს ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მაგისტრანტსა და უნივერსიტეტს შორის, სადაც მითითებულია, რომ მაგისტრანტმა 5 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს თანხის ნახევარი. ხელშეკრულებაში წერია, რომ მაგისტრანტის ჩარიცხვის თაობაზე რექტორის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 საბანკო დღეში მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გააფორმოს ხელშეკრულება და უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს ერთი წლის სწავლის საფასური 2250 ლარის მინიმუმ ნახევარი. სწავლის დარჩენილი საფასურის გადახდ კი უზრუნველყოს მეორე სემესტრის დაწყებამდე, უნივერსიტეტის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში. ."წესით, სტუდენტმა 2250 ლარის ნახევარი უნდა შეიტანოს მაგრამ თუ არ აქვთ სტუდენტებს ამის საშუალება, გვეუბნებიან და ჩვენც ანგარიშს ვუწევთ. ჩვენ ძალა არავისთვის დაგვიტანებია და არ გვითქვამს, რომ მათ გადაუხდელობის შემთხვევაში, არ ჩავრიცხავთ. ამ წუთას 1125 ლარი არავის არ აქვს გადახდილი. პატარ-პატარა თანხები შემოიტანეს, მაგარამ დეკემბრის 20-მდე უნდა გადაიხადონ სწავლის საფასურის ნახევარი. ის ვინც მოიპოვებს გრანტს, ფული უკან დაუბრუნდება, თუნდაც 100 ლარი ჰქონდეს გადახდილი. ზოგს განცხადებები აქვს დაწერილი, ვინც ელოდება გრანტს და დავრთეთ ნება საერთოდ არ გადაეხადათ, არც მათთვის შეგვიქმნია პრობლემა~, - ამბობს რუსუდან ქუთათელაძე.
ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის პოზიცია გასაგებია, რადგან ნამდვილად არსებობს ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში გაურკვეველია თავად ადმინისტრაციის პოზიცია, რომელმაც მათ მიერვე შემუშავებული ხელშეკრულება ჰუმანიტარულ-სოციალურ ფაკულტეტს გადააბრალა. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც რუსუდან ქუთათელაძემ განგვიმარტა, ეს ხელშეკრულება წლევანდელი ერთიანი მაგისტრატურის გამოცდების შემდეგ შეიქმნა.
სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მსგავსი სახის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. საფასურის ნახევარს კი მაგისტრანტები მხოლოდ განათლების სამინისტროს მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გადაიხდიან.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48