სახელმწიფომ ჯანდაცვის დაფინანსება შეამცირა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : სახელმწიფომ ჯანდაცვის დაფინანსება შეამცირა
ნანახია: 851

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური და პენსიონერთა პროგრამების მოცულობა სერიოზულად გაიზარდა, საერთო ჯამში ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება 5 295 700 ლარით შეიზღუდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო ბიუჯეტის განსაზღვრის პროცესში ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს. ის წინა წლის შედეგების, მიღწევების, პრობლემებისა და პრიორიტეტების შესახებ ცნობებს შესაბამის სამსახურს წარუდგენს. ეს ინფორმაცია შემდეგ უკვე ბიუჯეტის განსაზღვრაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს.
ამ განცხადების ფონზე, პროგრამა "ბავშვებზე ზრუნვის" დაფინანსების ტენდენცია განსაკუთრებით გასაოცარია და საზოგადოებაში დიდ გაკვირვებას გამოიწვევს. მაშინ, როცა 2009 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 17 579 800 ლარით გაიზარდა, 2010 წელს ის 7 719 800 ლარით შეკვეცეს. მსოფლიო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ბავშვთა პროგრამების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. ზოგადად, საზოგადოების მომავალი ჯანმრთელი თაობის აღზრდაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ამაზე მთავრობა სერიოზულად უნდა ზრუნავდეს და მომავალი თაობა მისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს, თუმცა, როგორც ვხედავთ, საქართველოში ჯერჯერობით ეს ტენდენცია არ იკვეთება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ჯერ არ აქვთ სრული ინფორმაცია და აქედან გამომდინარე, ვერ გააკეთებენ კომენტარს იმის თაობაზე, თუ კერძოდ ბავშვთა პროგრამებში შეტანილ რომელ სამედიცინო პროგრამებს შეეხება ეს ცვლილებები.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რეალურად პაციენტთა დაღუპვის მიზეზი საკმაოდ ხშირად დაგვიანებული მკურნალობა ხდება. ამის მიზეზი, როგორც წესი, საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალური პირობები და ასევე რეფერალური მომსახურების არაეფექტური მუშაობაა. სწორედ ამ სურათის ფონზე, 2010 წლის ბიუჯეტში რეფერალური და უნგერტული მომსახურების დაფინანსება 9 540 300 ლარით მცირდება. ეს ფაქტი განსაკუთრებით ფინანსურად სუსტ მოსახლეობაზე მოახდენს ნეგატიურ გავლენას. ისინი, უმეტეს შემთხვევაში, მიუხედავად გადაუდებელი შემთხვევისა, უსახსრობის გამო თავს იკავებენ და აგვიანებენ ექიმთან მისვლას, რასაც ხშირად ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ. მთავრობის მიერ დახმარების კიდევ უფრო შემცირება კი მათ მდგომარეობას გააუარესებს.
ბიუჯეტში შესული ცვლილებებიდან ასევე საყურადღებოა ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის დაფინანსების შემცირება. ეს ფაქტი განსაკუთრებით საინტერესო ონკოლოგიურ პაციენტთა შესახებ სტატისტიკის ფონზე ხდება. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მსგავსი სენით დაავადებულთა რიცხვი შემაშფოთებელ რაოდენობას აღწევს და მოსახლეობის 0.3%-ს შეადგენს. კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ონკოლოგიური პაციენტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის ტემპი შეინიშნება. განსაკუთრებით გახშირებულია 40-45 წლის ადამიანთა შორის. ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენცია და მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და როგორც წესი, სახელმწიფოს დახმარების გარეშე მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შესაბამისი სახსრები არ აქვს. შეღავათების არ არსებობის პირობებში კი დაავადებულს ისღა დარჩენია გარდაუვალ ლეტალურ შედეგს უმოქმედოდ დაელოდოს. თუმცა მთავრობა ასსეტ ადამიანებს იმით აიმედებს, რომ მეოთხე სტადიაში ტკივილების გასაყუჩებლად აუცილებელ ნარკოტიკულ პრეპარატებს სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებენ.
დიდ ინტერესს ბიუჯეტში შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებით შესული ცვლილებებიც იწვევს. მსოფლიოში ყოველწლიურად ამ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მეტად აქტიურდება. ამ პროცესში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და ამისთვის საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება. მსოფლიოში მიმდინარე ამ პროცესების ფონზე კი საქართველოს 2010 წლის ბიუჯეტში რატომღაც შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის დაფინანსება 8 862 100 ლარით მცირდება. ეს ფაქტი განსაკუთრებით ნეგატიურად ისევ და ისევ მოსახლეობის გაჭირვებულ ფენაზე იმოქმედებს. ტუბერკულოზის ხშირი შემთხვევები სწორედ ამ სოციალურ ფენაშია და, რა თქმა უნდა, შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გამო, არც შესაბამისი მკურნალობა შეუძლიათ.
ასე რომ, 2010 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების სიმძიმე განსაკუთრებით ღარიბ ფენას დააწვება და მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს.


ნინო რუაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48