გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტი
ნანახია: 1299

საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანა 1996 წლიდან დაიწყო. ხოლო კანონპროექტი - "საქართველოს გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ", რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა წარმოდგენილი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ რატომღაც აღარ განიხილეს.
აღნიშნული კანონპროექტი საქართველოში გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების შემოტანის აკრძალვას და მზა პროდუქტის მინიმუმ მარკირებას ითვალისწინებს.
გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან (გმო) დაკავშირებით მღელვარების ახალი ტალღა ,,საქართველოს მწვანეთა პარტიის" მიერ გამოქვეყნებულმა სიამ გამოიწვია. მათი ცნობით, გმო პროდუქტების ნუსხაში რუსული ხორცპროდუქტები დასახელდა, როგორიცაა სოსისი, სარდელი, ძეხვეული, პელმენი, პაშტეტი, კატლეტი და თევზეული.
მათივე მტკიცებით აღნიშნული გმო-პროდუქცია საქართველოში რუსულ ხორცის მწარმოებელ კომპანიებს შემოაქვთ.
საქართველოს მწვანეები იმასაც ამბობენ, რომ ეს პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს და ისეთ უკუჩვენებას იწვევს, როგორიცაა იმუნიტეტის დაქვეითება, ალერგია და მოწამვლა.
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, "ბ&ფ" საქართველოს კვების ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ეთერ სარჯველაძეს დაუკავშირდა.
შეკითხვაზე, არის თუ არა მავნე გმო-საკვების მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის, ქალბატონი ეთერი პასუხობს, რომ ჯერ-ჯერობით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დასკვნა გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან მიმართებაში არ არსებობს. თუმცა ტენდენცია მაინც უფრო უარყოფითისკენ იხრება.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ ევროკავშირის მოთხოვნა ბიოუსაფრთხოების შესახებ მარეგულირებელი კანონის არსებობას ითვალისწინებს. რომლის მიხედვითაც იმ პროდუქტებში, სადაც 0,9%-ზე მეტი ხელოვნურად შეყვანილი გენი არის, აუცილებლად უნდა იყოს მარკირებული.
როდესაც ადამიანის ორგანიზმშიUგენური ინჟინერიით გამოყვანილი პროდუქტები ხვდება და პროცესი ხანგრძლივად მეორდება, ეს მასში მთელ რიგ გენურ ცვლილებებს იწვევს. დღესდღეობით არსებული მეცნიერული კვლევებით დგინდება, რომ გმო-საკვები ნივთიერებათა ცვლის მოშლილობას, კუჭ-ნაწლავის დაავადებებს და სხვა პათოლოგიებს იწვევს.
საერთოდ, გმო-ორგანიზმები ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმებია, რომლებსაც გამრავლება, გავრცელება და თავისი გენების გადაცემა შეუძლიათ. ისინი გაჯერებულია ხელოვნური ნივთიერებებით, რაც ადამიანისთვის უცხოა. არსებობს მაგალითად, ვირთაგვას გენიანი კომბოსტო, თევზის გენიანი პომიდორი და სხვა უამრავი.
2004 წლის აპრილში ევროპაში მიიღეს კანონი, რომლის თანახმად გმო- პროდუქტებმა ნიშანდება მიიღო. ამით მოსახლეობას მიეცა საშუალება, რომ მან თავად გააკეთოს არჩევანი გენმოდიფიცირებულ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს შორის.
საქართველოს ხელისუფლება კი ამ კანონის მიღებას რატომღაც არ ჩქარობს. ანტიკრიზისული საბჭოს წევრი ზურაბ ტყემალაძე ამის გამო მთავრობას გმო- პროდუქციის ლობირებაში სდებს ბრალს და ყოველივეს მათ ფინანსურ დაინტერესებას მიაწერს.
ქალბატონი ეთერის განცხადებით გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის დიდი წილი რუსეთზე და თურქეთზე მოდის. თუმცა მათი შემოტანა სხვა ქვეყნებიდანაც ხორციელდება.
"ამ სექტორს სახელმწიფო უნდ არეგულირებდეს. უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის სამეცნიერო დონეზე გააზრება, გადაწყვეტა და მიღება. საქართველოში 1976 წლიდან მუშაობენ ბიოლოგები და ლაბორატორიების საჭირო აპარატურით აღჭურვის შემთხვევაში, საკვების ქიმიური დაშლის და ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია ჩვენთან მოხდეს ამ გენების კვლევა", –ამბობს ეთერ სარჯველაძე.
დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოში, არ მოქმედებს კანონი სურსათზე ხარისხის კონტროლის შესახებ, ასევე არ არსებობს გენური ინჟინერიით მოყვანილი პროდუქტისგან თავდაცვის არანაირი მექანიზმი, რის გამოც დიდია რისკი, რომ ჩვენთან განხორციელდეს გმო-პროდუქციის არალეგალური იმპორტი და ასევე მათი უკონტროლო შემოტანა. ეს კი სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი ქვეყნის წინაშე, რბილად რომ ვთქვათ, გულგრილობის და ინერტულობის დამადასტურებელ ქმედებად შეიძლება შეფასდეს, რომლის შედეგები საკმაოდ მძიმე და ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელიც შეიძლება იყოს.

ქეთი სიხუაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48