მოყვება თუ არა შრომის წიგნაკების გაუქმებას პენსიებზე დანამატის გაუქმება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მოყვება თუ არა შრომის წიგნაკების გაუქმებას პენსიებზე დანამატის გაუქმება
ნანახია: 771

"შრომის წიგნაკების გაუქმებაში დიდ უბედურებას ვერ ვხედავ" _ დავით ლომიძე

ახალი კანონმდებლობით შრომის წიგნაკების არსებობა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. მათი წარდგენა არც საჯარო და არც კერძო სამსახურში საჭირო აღარ იქნება. მიზეზად კი საბჭოთა გადმონაშთი სახელდება.
ახალ ინიციატივას მოწინააღმდეგეები უკვე გამოუჩნდნენ. როგორც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიამ განაცხადა, შრომის წიგნაკების გაუქმება პირდაპირ კავშირშია პენსიებთან და ამ ნაბიჯით ხელისუფლება პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემაზე უარს იტყვის, რადგან, მისი თქმით, შეუძლებელი იქნება შრომის წიგნაკებში არსებული ჩანაწერების გარეშე თითოეული მოქალაქის სტაჟი გაკონტროლდეს.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა გახდა მიზეზი ამ ინიციატივისა და რამდენად აისახება ის პენსიებზე, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, რომ ეს საკითხი ჯერ განხილვის საგანია და ვერაფერს იტყვიან.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ლომიძემ გააკეთა, - "შრომის წიგნაკი თავისუფლად შეიძლება შეცვალოს ბრძანებამ ან ცნობამ იმ სამსახურიდან, რომელიც დამოწმებული იქნება შესაბამისი ხელმოწერითა და ბეჭდით. შრომის წიგნაკის ამოღება "საჯარო სამსახურის შესახებ კანონიდან" არ ნიშნავს იმას, რომ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულად ცხადდება. ძველი შრომის წიგნაკი გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასა თუ კერძო სექტორში. ჩვენ გვაქვს პენსიასთან ერთად სტაჟის დანამატი. პენსიის დანიშვნისას აუცილებლად უნდა ვიხელმძღვანელოთ შრომის არსებული ჩანაწერებით, ასევე, ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობებით, ასე რომ, შრომის წიგნაკების გაუქმებაში დიდ უბედურებას ვერ ვხედავ", _ დავით ლომიძე.
წიგნაკების გაუქმების წინააღმდეგი არც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ კორძახიაა, - "ჩემი აზრით, შრომის წიგნაკები კომუნისტური გადმონაშთი იყო და მისმა არსებობამ საფუძველი დაკარგა. დღევანდელი შრომის კოდექსით განსაზღვრულია, რომ ნებისმიერი დოკუმენტის წარმომდგენი პიროვნება ადასტურებს განვლილი წლების თავის შრომით საქმიანობას. შესაბამისად, ეს არანაირი პრობლემა არაა. გასაგებია, რომ შრომის წიგნაკის პიროვნების შრომით ისტორიას შეიცავდა, მაგრამ ის, როგორც უკვე აღვნიშნე, სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტითაც შეიძლება დადასტურდეს. წიგნაკები კი აქამდეც პრაქტიკულად უკვე გაუქმებული იყო".
ახალი კანონმდებლობით, შრომის წიგნაკების წარდგენა არც საჯარო და არც კერძო სამსახურში საჭირო აღარ იქნება. მიზეზად საბჭოთა გადმონაშთი და თავისუფალ გაყიდვაში მისი არსებობა სახელდება. თუმცა შრომითი სტაჟის დამადასტურებელი სპეციალური საბუთი ჯერჯერობით არ არსებობს.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შრომის წიგნაკი არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს და მისი ალტერნატივა არის ე.წ. CV. სწორედ ამ CV-ში უნდა იყოს მითითებული იმ სამსახურების ჩამონათვალი, სადაც ესა თუ ის პიროვნება მუშაობდა. თუმცა, ეს კიდევ დამატებით პრობლემებთანაა დაკავშირებული, რადგან CV-ში მითითებული ინფორმაცია სამუშაო ადგილის შესახებ, უტყუარი ვერ იქნება. შესაბამისად, აუცილებლად მოითხოვენ ბეჭედს და ხელმოწერას დასახელებული დაწესებულებიდან.
ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი კი საკანონმდებლო ცვლილებას ორი სიტყვით განმარტავს, - "უბრალოდ, არ არის აუცილებელი მისი წარდგენა. მის მაგივრად სხვა საბუთების წარმოდგენაც შეიძლება".
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ლეიბორისტ სოსო შატბერაშვილს ვთხოვეთ, რომელმაც შემდეგი რამ განგვიცხადა, - "პენსიონერებს დანამატს ვეღარ დაუნიშნავენ, რადგან აღარ იარსებებს შრომის წიგნაკი. შეიძლება საერთოდ სტაჟი არ გაუქმდეს, რადგან 2003 წელს ვარდების რევოლუციის ბელადებს აქვთ თავისი შრომის დამადასტურებელი ე.წ. დოკუმენტები. მაგრამ აქ საუბარია იმ ადამიანები სტაჟზე, რომლებიც 20-50 წლის წინ მუშაობდნენ. ეს ადამიანები როგორ მოიპოვებენ ცნობებს იმის შესახებ, თუ სად მუშაობდნენ?!
CV ალტერნატივა ვერანაირად ვერ იქნება, რადგან საბჭოთა კავშირში მაცხოვრებელი ადამიანებიდან ზოგი ბელორუსიაში მუშაობდა, ზოგი რუსეთში, ზოგი აზერბაიჯანში, ბევრიც საქართველოში, მაგრამ ეს დაწესებულებები აღარ არსებობს და როგორ უნდა აღადგინონ მათ ინფორმაცია თავიანთი სტაჟის შესახებ".
შრომის წიგნაკების გაუქმების შემდეგ გაურკვეველია ადამიანმა, რომელიც 30-50 წლის წინ მუშაობდა კონკრეტულ დაწესებულებაში და ეს დაწესებულება ამჟამად არ არსებობს, როგორ უნდა აღადგინოს ჩანაწერი სამუშაო სტაჟთან დაკავშირებით.

დაკო შონია
თაკო მათეშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48