პირველადი მოხმარების საქონელზე ფასები იზრდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : პირველადი მოხმარების საქონელზე ფასები იზრდება
ნანახია: 900

გეპატიჟებით უშაქრო ჩაიზე


უკანასკნელი ორი-სამი კვირის განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა ფასები პირველადი მოხმარების საქონელზე როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზრებზე, პარალელურად იმ ეკონომიკური მდგომარეობისა, რაც ქვეყანაში არსებობს. ფასების ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით შეიმჩნევა სამეურნეო დატვირთვით ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტზე, როგორიცაა შაქარი, კერძოდ: საცალო ქსელში ერთი კილოგრამი შაქრის ფასი 1.6 ლარიდან 1.8 ლარამდე გაიზარდა. არაა გამორიცხული, რომ ეს ტენდენცია, სამომავლოდაც გაგრძელდეს და შაქრის ფასმა 2,0 ლარს მიაღწიოს. მიზეზად აღნიშნული პროდუქტის იმპორტიორი ფირმები საერთაშორისო ბაზარზე შექმნილ დეფიციტურ ვითარებას ასახელებენ. მართლაც უკანასკნელ თვეებში შაქრის ფასმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბოლო ოცწლეულის რეკორდი მოხსნა. ამჟამად ერთი ტონის ფასი 600 დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება საქართველოს, აქ ერთი ტომარა შაქრის ფასი 82 ლარს გასცდა.
შაქარზე ფასების ზრდამ გაძვირების ძალზედ უსიამოვნო ჯაჭვი წარმოშვა, რადგან იგი პირდაპირპროპორციულად მოქმედებს საკონდიტრო ნაწარმისა და უალკოჰოლო სასმელების ფასებზე, შესაბამისად, ბოლო დღეებში პროდუქცია გააძვირა საკონდიტრო საწარმომ "ტკბილი ქვეყანა". ლიმონათი 10 თეთრით გააძვირა კომპანია "ყაზბეგმა", ხოლო ლიმონათის მწარმოებელი კომპანია "ტონუსი" შაქარზე ფასის დაკლებას ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა პროდუქცია მათაც გააძვირონ. ამის პასუხად "აგარა შუგარ მენეჯმენტ"-ის პრეზიდენტმა გიორგი ისაკაძემ განაცხადა, რომ შაქარზე ფასის ზრდა თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება, რადგან შაქრის ნედლეულის ყველაზე მსხვილ მწარმოებელსა და ექსპორტიორ ქვეყნებში ინდოეთსა და ბრაზილიაში შაქრის წარმოება შემცირებულია, რის გამოც მთელ მსოფლიოში შაქრის დეფიციტია. მისივე განცხადებით საქართველოს შაქრის საკმაო მარაგი აქვს, ადგილობრივი ბაზრის სრულად დაკმაყოფილებისთვის ქარხანამ ექსპორტი შეაჩერა და დღე-ღამეში 600 ტონა თეთრ შაქარს აწარმოებს. თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად "საქართველო ფასების ზრდას ვერ გაექცევა, რადგან ისიც იმ მსოფლიოს ნაწილია, სადაც შაქარზე ფასები ბოლო პერიოდში კატასტროფულად იზრდება".
შაქარზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით არსებობს სხვა მოსაზრებებიც, მაგალითად საცალო ქსელში აღნიშნავენ: "ახლა შაქარზე მოთხოვნა დიდია, რადგან ზამთარი მოდის და ასევე მორჩა ყურძნის კრეფა და იშვიათად, რომ ვინმემ ღვინო შაქრის გარეშე დააყენოს. ეს მშვენივრად იციან საქართველოში შაქრის იმპორტიორებმა და მაღალი მოგების მისაღებად ფასებს ზრდიან".
ფასების ზრდის ტენდენციით ხასიათდება ასევე, სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებიც, კერძოდ: კვერცხი (გაძვირდა 3-5 თეთრით), ასანთი და ჰიგიენური საგნები.
"ქვეყანაში პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარი მონოპოლიზებულია", _ სწორედ ამაში ხედავს პრობლემას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ემზარ ჯგერენაია. მისი თქმით, იმ პროდუქტების ბიზნესი, რომლებიც სამომხმარებლო კალათის პირველ ხუთეულში შედიან: შაქარი, ბრინჯი და ასანთი, რამდენიმე კომპანიის მიერაა მონოპოლიზებული.

ბესიკ ჭელიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48