რას გულისხმობს სტუდენტთა დაფინანსების ახალი მეთოდი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რას გულისხმობს სტუდენტთა დაფინანსების ახალი მეთოდი
ნანახია: 749

რეფორმირებული ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხი საგრანტო სისტემა შესაძლებელია შეიცვალოს. ახალ სისტემაზე გადასვლის პირველ წელს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი გრანტი ყველა საგნის ქულათა ჯამის საშუალო არითმეტიკულის გამოითვლით ინიშნებოდა, ხოლო მომდევნო წლებში მხოლოდ ზოგადი უნარ-ჩვევების ქულათა მიხედვით.
დაფინანსების ამ მეთოდს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. სულ ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო გრანტების გაცემისას არა მხოლოდ უნარების, არამედ ყველა საგამოცდო საგნის შედეგი იქნება გათვალისწინებული.
ერთიანი საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, 2006 წლიდან დღემდე სტუდენტებზე გრანტები მხოლოდ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის შედეგებით გაიცემა. მათი მხრიდან მუდმივად მიდიოდა მსჯელობ, რომ ეს მიდგომა შესაცვლელი იყო.
Mმაია მიმინოშვილის ინფორმაციით, თუკი ყველა უმაღლესი სასწავლებელი შეთანხმდება და ყველა აბიტურიენტი ოთხ საგანს ჩააბარებს, მაშინ გრანტის გაცემის კრიტერიუმი არა უნარების, არამედ ყველა გამოცდის საერთო შედეგები იქნება.
იმის შესახებ, რომ სტუდენტებმა სახელმწიფო გრანტები შესაძლოა მხოლოდ უნარების მიხედვით აღარ მიიღონ, პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ განაცხადა.
გრანტის დანიშვნის ამ მეთოდს თავად აბიტურიენტებიც მიესალმებიან. მეთორმეტე კლასელი მაკა ნინიძე: "კარგია დაფინანსების სქემა თუ შეიცვლება. მე სამხატვრო აკადემიაში ვაპირებ ჩაბარებას. ბავშვობიდან ჰუმანიტარულ საგნებს ვსწავლობდი, მათემატიკისგან შორს ვარ და ვფიქრობ, არც მჭირდება. ამიტომ მე გრანტი უნარების მიხედვით არ უნდა დამენიშნოს. ყველა საგამოცდო საგნის შედეგის გათვალისწინებით დაფინანსების დანიშვნა, ჩემი აზრით, უფრო მისაღებია".
წინასაგამოცდო ერთწლიანი მარათონი კი აბიტურიენტებისთვის უკვე დაიწყო. რეპეტიტორებთან სიარული და მომზადება აქტიურ ფაზაში შედის. მათი შრომის შედეგებს და იმასაც, თუ რამდენად გაამართლებს დაფინანსების ახალი მეთოდი, ზაფხულში ვიხილავთ.

თაკო მათეშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48