პირველადი მოხმარების პროდუქტები ძვირდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : პირველადი მოხმარების პროდუქტები ძვირდება
ნანახია: 819

ფასების ზრდა უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება

ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე როგორც იმპორტირებულმა, ასევე ადგილობრივმა პროდუქტის ფასებმა საგრძნობლად იმატა. ფასების ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია შაქარზე, ასევე იმ პროდუქტებზე, რომელთა წარმოებაშიც იგი გამოიყენება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როგორც საცალო, ასევე საბითუმო ბაზარზე, შაქარი თვალშისაცმად გაძვირდა. საცალო ქსელში 1 კილოგრამი შაქრის ფასი 1,6 ლარიდან 1,8 ლარამდე გაიზარდა. შაქრის იმპორტიორები ამას საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი დეფიციტით ხსნიან. მართლაც, ბოლო თვეებში შაქრის ფასმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბოლო 20-წლეულის რეკორდი მოხსნა. ამჟამად 1 ტონის ფასი 600 დოლარს აჭარბებს.
რაც შეეხება საქართველოს აქ 1 ტომარა შაქრის ღირებულება 82 ლარს გასცდა. რაც მთავარია, ჯერჯერობით გაიაფების პერსპექტივა არ ჩანს. პირიქით, მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ შაქრის ფასმა საქართველოში, შესაძლოა, რეკორდულ მაჩვენებელს - 1 კილოგრამზე 2 ლარსაც მიაღწიოს.
შაქარზე ფასის ზრდამ, გაძვირების უსიამოვნო ჯაჭვი წარმოშვა.
რადგან შაქრის ფასის მატება პირდაპირპროპორციულად მოქმედებს საკონდიტრო ნაწარმისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების პროდუქტების ფასებზე, მათი წარმომადგენლები არ გამორიცხავენ თავიანთი პროდუქციის გაძვირებას. ბოლო დღეებში პროდუქცია გააძვირა საკონდიტრო საწარმო "ტკბილმა ქვეყანამ". ლიმონათი 10 თეთრით გააძვირა კომპანია "ყაზბეგმა" და მიზეზად კომპანიაში შაქრის გაძვირება დაასახელა. ლიმონათის მწარმოებელი კომპანია "ტონუსი" შაქრის ფასის დაკლებას ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა პროდუქცია მათაც გააძვირონ.
მაგრამ ქართველი იმპორტიორები ადგილობრივ ბაზარზე შაქრის მარაგის შემცირებას არ ვარაუდობენ და მზად არიან გაზრდილი მოთხოვნაც კი დააკმაყოფილონ. აგარა შუგარ მენეჯმენტ-ის პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის განცხადებით, შაქარზე ფასის ზრდა თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება, რადგან შაქრის ნედლეულის ყველაზე მსხვილ მწარმოებლებსა და ექსპორტიორ ქვეყნებში _ ინდოეთსა და ბრაზილიაში შაქრის წარმოება შემცირებულია, რის გამოც მთელ მსოფლიოში შაქრის დეფიციტია. მისივე განცხადებით საქართველოს შაქრის საკმაო მარაგი აქვს, ადგილობრივი ბაზრის სრულად დაკმაყოფილებისთვის ქარხანამ ექსპორტი შეაჩერა და დღე-ღამეში 600 ტონა თეთრ შაქარს აწარმოებს. მისივე თქმით: "საქართველო ფასების ზრდას ვერ გაექცევა, რადგან ისიც იმ მსოფლიოს ნაწილია, სადაც შაქარზე ფასები ბოლო პერიოდში კატასტროფულად გაიზარდა." შაქარზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით არსებობს სხვა მოსაზრებებიც, მაგალითად საცალო ქსელში აღნიშნავენ: "ახლა შაქარზე მოთხოვნა დიდია. ხალხი ზამთრის მარაგს აკეთებს, იკრიფება ყურძენი და იშვიათად, რომ ვინმემ ღვინო შაქრის გარეშე დააყენოს. ეს კი მშვენივრად იციან საქართველოში შაქრის იმპორტიორებმა და მაღალი მოგების მისაღებად ფასებს ზრდიან."
უკანასკნელი დღეების განმავლობაში 3-5 თეთრით გაძვირდა კვერცხიც, ექსპერტთა ნაწილის ინფორმაციით ფასები გაიზარდა პირველადი მოხმარების საგნებზე, მათ შორის ასანთზე და ჰიგიენური მოხმარების საგნებზეც.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში პროდუქტის ფასები კრიზისის დაძლევაზე საუბრის პარალელურად იზრდება, თუმცა მოსახლეობის ბიუჯეტზე კრიზისის დაძლევა რამდენად აისახა, ჯერ კიდევ საკითხავია. შეძლებს კი მოსახლეობა გაძვირებული პროდუქტის შეძენას მაშინ, როდესაც პროდუქტის მოხმარებაზე შეზღუდვა ისედაც დაწესებული აქვს?!
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ "ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ყველა სასურსათო პროდუქტი გაძვირდა ან გაიაფდა, არ არის სწორი. ზოგი პროდუქტი, მაგალითად შაქარი, ზეთი, ბრინჯი და კაკაო გაძვირდა. დეფიციტურია თაფლი, სოიო, ხილი და ეს პროდუქტები, რა თქმა უნდა, გაძვირდება. წლეულს შაქრის მოსავალი საკმაოდ ცუდი იყო, ამიტომ ფასებმა მოიმატა. ცუდი იყო მზესუმზირის მოსავალიც, აღარაფერს ვამბობ სიმინდზე, რაც მნიშვნელოვანი პროდუქტებია ზეთის წარმოებისთვის".

თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48