"მოსწავლეების 70%-მა სახელმძღვანელოები ვერ შეიძინა" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "მოსწავლეების 70%-მა სახელმძღვანელოები ვერ შეიძინა"
ნანახია: 698

ყოველი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსაც და მშობლებსაც დიდ საზრუნავს და თავსატეხს უჩენს. თუ ადრე სწავლის დაწყება მოსწავლეებისა და მშობლებისთვის დიდი ზეიმი იყო, დღეს ამ სიხარულს დიდი პრობლემებიც ემატება. ამის მიზეზი კი მძიმე სოციალური მდგომარეობაა, რომელიც არ აძლევს მშობლებს საშუალებას, რომ აუცილებელი სასწავლო ინვენტარით უზრუნველყონ თავიანთი შვილები.
განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები ხშირად არც თუ ისე კარგად აისახება მოსწავლეებზე, შესაბამისად, მათ მშობლებსა და ოჯახებზე. ყოველწლიურად შეცვლილი სასწავლო პროგრამები, მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს აბნევს. ყველაზე დიდი პრობლემა კი სახელმძღვანელოების ის ფასებია, რაც დღეს არსებობს. შარშანდელ წიგნებს დღეს ბაზრობაზე 1 და 2 ლარად იბარებენ.
მოსწავლეების უმეტესობა სკოლაში წასვლას ვერ ახერხებს, რადგან მათ სკოლაში მასწავლებლები წიგნების გარეშე გაკვეთილებს ვერ უტარებენ. წიგნებს კი მაღალი ფასის გამო მშობლები ვერ ყიდულობენ.
ყოველ წელს შეცვლილი სასწავლო პროგრამა ოჯახს საშუალებას არ აძლევს, რომ წინა წელს შეძენილი წიგნი წელს გამოაყენებინოს შვილს. მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, თუ ოჯახში ორი, სამი და მეტი მოსწავლეა. ერთი მოსწავლის სასკოლო წიგნების სრული პაკეტის ღირებულება 150 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს, მაშინ როცა ახლად გამოცემული წიგნები შინაარსობრივად დიდად არ განსხვავდება წინა წლის გამოცემისგან, მაგრამ ბავშვებს მაინც ახალი წიგნების ყიდვას სთხოვენ.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით გაზეთ "ბანკები და ფინანსებს" "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი სოსო შატბერაშვილი ესაუბრა, - "შეგნებულად და სპეციალურად სასკოლო წიგნების პროგრამა ყოველ წელს იცვლება. წესით ქვეყანაში ერთი დამტკიცებული პროგრამა უნდა არსებობდეს, რომლის მიხედვითაც ყოველ წელს ერთი და იგივე წიგნები გამოიცემა.
ეს განზრახ კეთდება, რომ წინა წლის წიგნები მეორე წელს ბავშვებს არ გამოადგეთ. ჩვენ მოვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ეს არ გაეკეთებინათ, სასკოლო ბიბლიოთეკები შეექმნათ, პირველ წელიწადს 25-დან 30 მილიონ ლარამდეა საჭირო, აუცილებელია, რომ პირველიდან მეთორმეტე კლასამდე მოსწავლეებს წიგნები უფასოდ დაურიგდეთ. მოვითხოვეთ ეს თანხა ან ბიუჯეტიდან ან პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილიყო, იგივე წინადადებით მივმართეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. მოვითხოვეთ, რომ თანხის ხარჯვა პირადად შეემოწმებინათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს აქვს გამომცემლობა, რომელიც მათი შეკვეთებით ყოველწლიურად ძალიან დიდ ფულს, დაახლოებით 30 მილიონ ლარს აკეთებს. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ ეს შეკვეთები იყოს და მოსახლეობის ჯიბეები დაცარიელდეს.
ჩვენ ნუგზარ წიკლაურის მსგავს ადამიანებს არ ველაპარაკებით. განათლების სამინისტრო ყველანაირად ხელს უწყობს ამ ქაოსს, რაც დღეს ხდება. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ ჩავატარეთ ბრიფინგი, მაგრამ ეს შეგნებულად კეთდება. ყველაფერი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა აყვანილი და ჩვენი შვილების და ოჯახების ფულით საკაშვილის ჯიბე, თანამოაზრეებთან ერთად, ყოველწლიურად იზრდება. 70%-მა ჩვენი მოსწავლეებისამ წელს წიგნები ვერ შეიძინა. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, უკვე ფაქტიურად კონკურსი აღარცაა. უნივერსიტეტებში სწავლა იმდენად ძვირია, რომ ბავშვებს უკვე განცხადების შეტანაც აღარ უნდათ, ურჩევნიათ უსწავლელად დარჩნენ, ვიდრე ამდენი თანხები იხადონ. ანუ საბავშვო ბაღიდან დაწყებული დოქტორანტურით დამთავრებული ყველაფერზე სააკაშვილი და მისი კლანი უზარმაზარ თანხებს აკეთებს. ამ პროცესში კი გიული ალასანია მთლიანადაა ჩართული და საქართველოს ყველა უნივერსიტეტს კურირებს.
ჩვენ ხელისუფლებას არ ველაპარაკებით, რადგან აზრი არ აქვს. ხელისუფლებას ზოგიერთი პარტია ელაპარაკება, ზოგი შავნაბადაზე ეწვევა სააკაშვილს, ზოგი რეზიდენციაში, ზოგი უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოცხადდება ხოლმე და ზოგიც შინაგან საქმეთა სამინისტროში, მე იმ პარტიებს ვგულისხმობ, ვინც იქ ცხადდება და ელაპარაკება. ჩვენ ტერორისტულ ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ჩვენ ერთადერთი იმას მოვითხოვთ, რომ ეს ხელისუფლება დაუყონებლივ შეიცვალოს".
გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ნუგზარ წიკლაურს დაუკავშირდა და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის სოსო შატბერაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.
"არცერთი სახელმძღვანელო არაა გამოცემული იმ გამომცემლობის მიერ, რომელშიც მე ვიყავი ადრე. არანაირი შეხება არ მაქვს საერთოდ სასკოლო წიგნების ბეჭდვასთან. იმ გამომცემლობას, რომელშიც მე ვიყავი, არასდროს არცერთი სასკოლო სახელმძღვანელო არ გამოუცია. ის ძირითადად საბავშვო შემეცნებითი ლიტერატურულ გამოცემებს გამოსცემს. არასდროს არცერთი სასკოლო სახელმძღვანელო წიგნი არ მაქვს დაბეჭდილი", -განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა
დღევანდელი სასკოლო სახელმძღვანელოების მიმართ შინაარსობრივ და ღირებულებით მხარესთან ერთად სხვა სახის პრეტენზიებიც არსებობს. მაგალითად წიგნების მოცულობა. დღევანდელი სასკოლო წიგნები ძალიან დიდია ზომით და წონითაც. მოსწავლეებს კი ყოველდღიურად სულ მცირე 7 საგნის სახელმძღვანელოს ტარება უხდებათ, რაც ძალიან უჭირთ.
ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ "ბანკები და ფინანსებთან" საუბრისას ექიმი-პედიატრმა ლალი ჯანაშიამ შემდეგი განაცხადა:
"სამწუხაროდ, სკოლის ასაკში ბავშვი ჩამოყალიბებული არ არის და მე როგორც სპეციალისტს, მიმაჩნია, რომ არ არის სწორი ბავშვის ხერხემალმა ამხელა დატვირთვას გაუძლოს. მათ არ იციან სწორად როგორ ჩამოიკიდონ "რუგზაკები", ზოგიერთი მათგანი ცალ მხარზე იკიდებს ამ მძიმე ჩანთას, რაც სკოლიოზისთვის სერიოზული მაპროვოცირებელი ფაქტორია.
მე გამომცემლებთან ამასთან დაკავშირებით რამე საუბარი არ მქონია, მაგრამ სიამოვნებით მივცემდი რჩევას მათ ამის თაობაზე. თვითონ წიგნების გვერდების რაოდენობაზე არ არის ლაპარაკი, არამედ თვითონ ფურცლები ძალიან სქელია და წონა ძალიან დიდია. უცხოეთშიც ზუსტად ასეთი სტანდარტებია, ანუ მათი წიგნებიც იგივე წონისაა, მაგრამ უცხოეთის კოლეჯებში წიგნებს არ ატარებენ ბავშვები სახლსა და კოლეჯს შორის. იქ წიგნი კოლეჯშივე არის, ისევე როგორც თბილისში კომერციულ სკოლებში. მაგრამ საქართველოში ყველა ბავშვი ხომ კომერციულ სკოლაში ვერ ივლის და შესაბამისად, უწევთ ზურგით ამ მძიმე წიგნების ტარება".
გაზეთ "ბანკები და ფინანსებმა" განათლების სამინისტროს ამ საკითხებთან დაკავშირებით მიმართა, სამწუხაროდ, განათლების სამინისტროში ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა ჩვენ აუცილებლად გავაცნობთ მკითხველს იმ პასუხებს, თუ, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრო ამის საშუალებას მოგვცემს და კითხვებზე გვიპასუხებს.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48