ქართული ფეხბურთის ახალი იმედები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ქართული ფეხბურთის ახალი იმედები
ნანახია: 764

ზვიად სიჭინავა: "გასაკეთებელი ძალიან ბევრია და ამიტომ დასაკარგი ერთი წამიც კი არ გვაქვს. ფედერაციამ ახლა მუხლჩაუხრელად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვახერხოთ დასახული მიზნების შესრულება.
განსაკუთრებული ილუზიები არ უნდა შევიქმნათ და საქმე უნდა ვაკეთოთ, რათა ქართულ ფეხბურთში სიტუაციის გამოსწორება შევძლოთ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე 2011 წლის ჩათვლით ვიმუშავებ და ვთლი, რომ ეს დრო საკმარისია იმისათვის, რათა გარკვეული წინსვლა აშკარა იყოს".
სფფ-ს თავკაცის გუნდში გია ფირცხალავა და ალექსანდრე ჩივაძე მოიაზრებიან, რომლებიც მის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ. თუ რომელი მათგანი გახდება გენერალური მდივანი, ან პირველი ვიცე-პრეზიდენტი, გარკვეული არაა. გავრცელებული ხმებით, გენმდივნის საკითხი "ზემო ეშელონებთან" არის შესათანხმებელი და არაა გამორიცხული, ეს თანამდებობა მათთვის ყველაზე მისაღებმა ფიგურამ დაიკავოს. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ფედერაციაში ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე გიორგი ნემსაძე იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ნემსაძე 2007 წლის 13 მაისს მხოლოდ ერთი საათით იყო ფედერაციის პრეზიდენტი, ჩივაძე ბოლო პერიოდში ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა, ხოლო ფირცხალავა მერაბ ჟორდანიას სფფ-ს პრეზიდენტობისას საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. რაც შეეხება დიმიტრი რამიშვილს, რომელიც ამავდროულად პროფლიგის პრეზიდენტია, შეინარჩუნებს თუ არა ის პარალელურად ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, გაურკვეველია. სავარაუდოდ, ფედერაციაში კვლავ იმუშავებს რევაზ არველაძე, რომელიც, ჯერჯერობით, გენმდივნის თანამდებობას ინარჩუნებს. თუ რას შესთავაზებენ მას მომავალში, უცნობია. გარდა ამისა, მოსალოდნელია ცვლილებები ფედერაციის პრეს-სამსახურში.
ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია პირველმა და მეორე ვიცე-პრეზიდენტებმა - გოგი ქავთარაძემ და უჩა უგულავამ დატოვეს. ასევე წავიდა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერი თამაზ ბოკერია. ოფიციალურად არ გადამდგარა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების თავმჯდომარე ამირან კაჭახიძე.
და ბოლოს, გაგაცნობთ დომენტი (ზვიად) სიჭინავას 11 თეზისს(სტილი დაცულია), რომლის შესრულებასაც ის პრეზიდენტის რანგში გეგმავს.
1. ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწყობა მოწესრიგება
საქართველოს ყველა რეგიონში უნდა აშენდეს საერთაშორისო სტანდარტების დონის საფეხბურთო სტადიონები. სასწრაფოდ რეაბილიტაცია უნდა გაუკეთდეს საქართველოს რეგიონში არსებულ სტადიონებს, გაფართოვდეს ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედნების ქსელი ფიფას და უეფას მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ბავშვთა ფეხბურთი
ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. საქართველოს ყველა რეგიონის საფეხბურთო კლუბების(სკოლების) მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, მარტივი ტიპის მოედნების წესრიგში მოყვანა. სკოლებისა და კლუბების, როგორც ფინანსური ასევე თანამედროვე, სასწავლო გეგმით და მეთოდოლოგიით დახმარება. ყველა საფეხბურთო სპორტულ დაწესებულებაში უნდა აღდგეს სამედიცინო-აღდგენითი ცენტრები. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მოზარდთა კვების რაციონს.
შერჩეულ უნდა იქნეს მწვრთნელთა ჯგუფი, რომელიც შესაბამისად გეგმის მიხედვით განახორციელებს 12 წლიდან 17 წლამდე სამწვრთნელო სალექციო სამუშაოებს. ე.ი მოცემულ მწვრთნელთა ჯგუფმა უნდა აიყვანოს ნაკრები 12 წლიდან და გააგრძელოს მასთან მუშაობა ოფიციალური მატჩების ჩათვლით.
12-დან 17 წლამდე ფეხბურთელთათვის აუცილებელ პირობად უნდა იქცეს წელიწადში მინიმუმ ორ-სამ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა და შეკრების მაღალ დონეზე ორგანიზება. ამ საკითხში აქტიურად უნდა იყოს ჩაბმული რეგიონული ფედერაციები.
3. ჩემპიონატი და კლუბები
ეროვნული ჩემპიონატი უშუალოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ უნდა ჩატარდეს.
საქართველოს ჩემპიონატის სისტემის შემუშავებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ფიფას და უეფას რეკომენდაციები, ჩვენი საფეხბურთო ტრადიციები და ინფრასტრუქტურა. ჩემპიონატის სტრუქტურა უნდა აიგოს პირამიდული სისტემით, იგულისხმება გუნდების რაოდენობა რეგიონალურ, პირველ და უმაღლეს ლიგებში.
პირველი ლიგასა და რეგიონალურ ლიგის ჩემპიონატებში მონაწილე ს/კლუბებმა (სკოლებმა) დაუყოვნებლივ უნდა გაიარონ ლიცენზირება ფიფასა და უეფას მოთხოვნათა შესაბამისად.
4. პროფესიული სრულყოფა
საფეხბურთო ინდუსტრიის სრულყოფისა და განვითარების მიზნით სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს მწვრთნელების, მსაჯების, სამედიცინო პერსონალისა და ფეხბურთში მოღვაწე სხვა პირთა კვალიფიკაციის ამაღლება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მთავარ პრიორიტეტად ქართულ ფეხბურთში მომუშავე მწვრთნელების, მსაჯების, მედპერსონალის სასწრაფოდ გადამზადებას აყენებს. რჩეულთა მივლინებას საზღვარგარეთ სტაჟირების გასავლელად.
5. ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდები
ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შეექმნებათ ყველა პირობა საწვრთნელი პროცესის, სპორტული ფორმით ეკიპირების, სამედიცინო სატრანსპორტო უზრუნველყოფის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირებში გასვლისას პრემიალური თანხების უზრუნველსაყოფად.
ნაკრები გუნდების ყველა მწვრთნელი თავისუფალი უნდა იყოს სხვა სამსახურებიდან და უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ მაღალი ანაზღაურებით.
ნაკრებ გუნდებში მწვრთნელთა დანიშვნა ობიექტური შეფასების კრიტერიუმებით უნდა ხდებოდეს. შეიქმნას ყველა ნაკრები გუნდისა კანდიდატთა კართოთეკა. წინასწარ დაიგეგმოს ყველა ნაკრები გუნდის შეკრებები, ტურნირებში მონაწილეობის, ამხანაგური და ოფიციალური თამაშების გეგმა საერთაშორისო სტანდარტებით (უეფა-ფიფა, აგრეთვე საქართველოს პირველობისა და თასის გათამაშების კალენდრის გათვალისწინებით) ამასთანავე შეიქმნას ნაკრებში წახალისება_ დასჯის მექანიზმი.
6. სამოყვარულო ფეხბურთის განვითარება
მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვა ფეხბურთში მასობრივ შეჯიბრებებში და ტურნირების ორგანიზება.
ქალთა ფეხბურთის განვითარება-პოპულარიზაციისთვის(საჯარო სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე) შეჯიბრებებისა და ტურნირების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კადრების მომზადებას.
დარბაზისა და მინი ფეხბურთის (ფუტძალი) განვითარება პოპულარიზაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით ტურნირების ორგანიზება.
ეზოს(ქუჩის) ფეხბურთი - ბავშვთა ქუჩის ფეხბურთის განვითარებისთვის მოვამზადებთ საზოგადოებრივ ინსტრუქტორებს, რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ ქალაქის უბნებს შორის ტურნირების მოწყობას.
კლუბებში ფეხბურთის გულშემატკივართა ქსელების შექმნა(ფანკლუბები) მათი აქტიური ჩართვა ფეხბურთის პოპულარიზაციის საქმეში.
7. ფეხბურთის პოპულარიზაცია რეგიონებში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძირითად მიმართულებად დარჩა რეგიონალური ფედერაციების როლი მოყვარულთა და არამარტო მოყვარულთა, ფეხბურთის განვითარების საქმეში. რეგიონებში უნდა აღდგეს სხვადასხვა სახის შეჯიბრებები. რეგიონულმა ფედერაციებმა უნდა შექმნან, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის რეგიონული ნაკრები გუნდები, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაატაროს აღნიშნული ნაკრების ტურნირი სპორტული ნაკრების გათვალისწინებით.
რეგიონული ორგანიზაციის ქმედუნარიანობის გაზრდის მიზნით უნდა აღდგეს მათთან რეგიონალური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია და მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნა.
8. მსაჯთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მსაჯთა კორპუსის პროფესიული ზრდაა. აუცილებელია მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით განაწილება და დასაქმება. აუცილებელია წელიწადში ორჯერ მათთვის შეკრებების მოწყობა, უზრუნველყოფა სათანადო ინვენტარითა და ფორმით. აგრეთვე უცხოელი სპეციალისტების მოწვევა სემინარების ჩასატარებლად.
9. ფეხბურთელთა, მწვრთნელთა, მსაჯთა და სპეციალისტა სოციალური დაცვა.
ნორმატიული აქტების შემუშავება საფეხბურთო კლუბებში შრომითი უფლებების მოწესრიგების მიზნით.
ფეხბურთელთა, მწვრთნელთა, მსაჯთა და სპეციალისტთა სოციალური დაცვის ღონისძიებების შემუშავება.
10. ვეტერან ფეხბურთელთა როლის ამაღლება ქართულ ფეხბურთში.
აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ვეტერან ფეხბურთელთა გამოცდილების გაზიარება და მათი ჩართვა ფეხბურთის ხვალინდელი დღის მშენებლობის საქმეში. ვეტერანებისთვის ინტენსიური ფინანსური დახმარების გაწევა ასევე აუცილებლად მივიჩნევთ, ვეტერანების მოწვევას ნაკრებ გუნდებში, ოფიციალური შეხვედრების წინ მასტერკლასის ჩასატარებლად.
11. მასმედიასთან ურთიერთობა.
ფეხბურთის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს ყველა პირობა შეექმნებათ მათთვის საჭირო ინფორმაციის უსწრაფეს რეჟიმში მისაღებად. სფფ-ს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის. ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, ფედერაციის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული ზომები.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48