ნანახია: 678
მოქმედ ჟურნალისტებს, სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს იწვევენ ”ახალი მედიის ფორუმზე” მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 12-13 ოქტომბერს, ფონდის ”ღია საზოგადოება-საქართველო” ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში გაიმართება. ”ახალი მედიის ფორუმი”-ს მიზანია, აუდიტორიას გააცნოს ინტერნეტმედიისა და სამოქალაქო ჟურნალისტიკის შესაძლებლობები. მოწვეული ამერიკელი, აზერბაიჯანელი, ბრიტანელი, პოლონელი და სომეხი სპეციალისტები, ასევე ახალი მედიის ახალგახზრდა ქართველი სპეციალისტები ”მთაწმინდის პარკის” პავილიონებში ჩაატარებენ პრეზენტაციებსა და პრაქტიკულ სემინარებს ბლოგინგზე, პოდკასტინგზე, სოციალურ ქსელებზე, ინტერნეტმაუწყებლობასა და ახალი მედიის სოციალურ გავლენაზე. დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ფორუმის ვებგვერდზე www.NEWMEDIAFORUM.ge. შერჩეული 200 მონაწილე ელექტრონული ფოსტით მიიღებს ფორუმზე მოსაწვევს.
ორგანიზატორთა რჩევაა არ დააყოვნოთ რეგისტრაცია!
|