რესპუბლიკური საავადმყოფო - ფასადური პოლიტიკის კიდევ ერთი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რესპუბლიკური საავადმყოფო - ფასადური პოლიტიკის კიდევ ერთი
ნანახია: 1271

ორიოდ წლის წინ მთავრობამ ჰოსპიტალური რეფორმა წამოიწყო, რაც ახალი საავადმყოფოების აშენებასა და ძველების განახლება-გარემონტებას გულისხმობდა. პროექტის ფარგლებში გარემონტდა რესპუბლიკური საავადმყოფოც. უფრო სწორად, გარემონტდა მისი ფასადი და მთავარი კორპუსის წინ აშენდა კიდევ ერთი, პატარა კორპუსი, რომელშიც განთავსდა ევროპული დონის პალატები და აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა თუ დანადგარებით. ეზოში ორიგინალური ფორმის შადრევანიც დაიდგა. ერთი სიტყვით, საავადმყოფოს შენობა თავისი სილამაზით მხილველის თვალს ახარებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მხილველი, უკანა მხრიდანაც არ შეხედავს მას, რადგან უკანა მხარე კლვავ ჩამოძონძილ-ჩამოკონკილია. `გაზიმზიმებული~ ფასადის უკან, ნახევრად დანგრეული შენობა იმალება.
ახლადაშენებული კორპუსი ძველს დერეფნით უკავშირდება და ეს რამდენიმემეტრიანი დერეფანია დამაკავშირებელი ორი სრულიად განსხვავებული სამყაროსი. ახალი განყოფილება, თავისი მოძრავი კიბეებით, უახლესი რემონტით, თანამედროვე ავეჯით, გაწკრიალებული ინტერიერითა და მომღიმარსახეებიანი პერსონალით, ავადმყოფობას მოანდომებს კაცს, ხოლო ძველი კორპუსი, თავისი ჩამონგრეული კედლებით, ჩაბნელებული დერეფნებით, ჭუჭყიანი კიბეებითა და დაბინძურებული გარემოთი, კარგად მყოფსაც ავად გახდის!
ჩვენ დავინტერესდით, თუ ვის მფლობელობაშია ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფო და ვის მოვალეობაში შედის მის ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა. როგორც ადმინისტრაციაში (რომელიც პრესასთან მეგობრულ დამოკიდებულებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის) განგვიმარტეს, საავადმყოფო ამჟამად მთლიანად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მფლობელობაშია და ეს სანახევრო რემონტიც სახელმწიფოს გაკეთებულია. როგორც გენერალური დირექტორის მოადგილე ირაკლი რუხაძე აცხადებს, საავადმყოფოს მთავარი კორპუსის გასარემონტებლად სახელმწიფოს სახსრები აღარ ეყო და ამაში ხელი მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმაც შეუშალა. სარემონტო სამუშაოების დაწყება არც უახლოეს მომავალში იგეგმება.
ძველ და ახალ კორპუსებს შორის, გარემოს გარდა, ფასებიც განსხვავებულია: ახალ კორპუსში მდებარე პალატები 50-60%-ით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ძველი კორპუსში.
როგორც ჩანს, რესპუბლიკური საავადმყოფოც, იმ ასობით შეღებილ-შელამაზებულ შენობასთან ერთად, წინა მხრიდან მოყვრის გულს რომ ახარებს და უკანა მხრიდან-მტრისას, მთავრობის ფასადური პოლიტიკის ნაწილია. გარეთ ატლასი, შიგნით......?


თაკო მათეშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48