ნანახია: 729
2009 წლის 9 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ., #2) გაიმართება საინვესტიციო საქმიანობის გლობალური სტანდარტების პრეზენტაცია. სემინარი ორგანიზებულია USAID-ის პროექტის პარტნიორობა ფინანსური სტაბილურობისათვის (PFS) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება EWMI - NY მიერ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით..
სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო და აღმასულებელი სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, კერძო სექტორისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ძირითადი მომხსენებლები: პიოტრ კორინსკი – ფინანსური სექტორის მრჩეველი, პარტნიორობა ფინანსური სტაბილურობისათვის პროექტის წარმომადგენელი და ლიუდმილა ჟურახოვსკა, კიევის ინვესტმენტ მენეჯმენტის ინსტიტუტის პრორექტორი, CFA ინსტიტუტის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონალური კომიტეტის (RIPS EMEA) წევრი და წარმომადგენელი უკრაინაში.
სემინართან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www. ibsu.edu.ge
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს.
საკონტაქტო პირი: ლალი გიგაური ტელ: (995-32) 595605 (06) ელ ფოსტა: Lali.Gigauri@ibsu.edu.ge klapachi@ibsu.edu.ge
|