ნანახია: 652
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2009 წლის 11 სექტემბერს მიუნხენში ქ. მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ხელშეკრულება გააფორმა. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიო ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის. მასში საგანთა ფართო სპექტრია წარმოდგენილი და გამოირჩევა მაღალი კომპეტენტურობით მედიცინის, საბუნებისმეტყველო, ეკონომიკურ და საინჟინრო მეცნიერებებში. ,,ეს თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისათვის“, - უთხრა "ბ&ფ"-ს თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა მარგარეტ შაქარაშვილმა. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ძირითადი აქცენტი მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე გაკეთდება. მომავალი პარტნიორობის მთავარი პრიორიტეტები იქნება მედიცინა, ინფორმატიკა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. თანამშრომლობის ფრგლებში ასევე განხორციელდება ერთობლივი კვლევითი პროექტები, მეცნიერების და სტუდენტების გაცვლითი პროგრმები. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლობის ფარგლებში თსუ_ს დახმარებას გაუწევს თსუ-ს ადმინისტრაციაში ელექტრონული სისტემების განვიათარებაში. არსებობს მოსაზრება, რომ დღევანდელი განათლების სისტემა, მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, შორს დგას საზოგადოებრივი მოთხოვნებისგან. განათლების სისტემის რეორგანიზაცია და რეფორმა თავის თავში უნდა შეიცავდეს ეროვნულ და საზოგადოებრივ მოთხოვნათა გათვალისწინების ასპექტებს. დღეს საქართველოში მიმდინარე განათლების სისტემის რეფორმაში ხშირად ,დასავლური ან ამერიკული მოდელის ტიპის რეფორმას მოიაზრებენ. ამ ფონზე არ შეიძლება ეროვნული და ტრადიციული პედაგოგიური პრინციპები უგულველყოფილი იყოს და განათლების სისტემის მხოლოდ დასავლური მოდელის კოპირება მოხდეს. შესაძლოა განათლების რეფორმა მართლაც გარდაუვალია, მაგრამ შეუძლებელია განათლების ძველი სისტემების ხელაღებით უარყოფა და ავტომატურ რეჟიმში ძველის ახლით ჩანაცვლება. ღია, ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოების არსებობა კი არაპოლიტიზირებული საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგი უნდა იყოს. მაშინ, როდესაც ამერიკაში და დასავლეთშიც განათლების ღრმა კრიზისზე საუბრობენ და გამოსავალს ეძებენ, ისინი აქცენტებს ისევ განათლების ტრადიციულ სისტემაზე აკეთებენ, ჩვენთან კი სასტიკი ბრძოლა არის გამოცხადებული ძველი, ტრადიციული სისტემებისადმი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ლარისა ყორღანაშვილის განცხადებით, გაცვლითი პროგრამით შერჩეული, ჩვენთან საშუალო დონის მქონე სტუდენტიც კი უკეთესად სწავლობს, ვიდრე თავად უცხოელი სტუდენტები. ეს თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ განათლების ძველი სისტემა არ შეიძლება იყოს აბსოლიტურად იგნორირებული. უნდა მოხდეს სინთეზი ახალსა და ძველს შორის, რის საფუძველზეც შეიძლება დახვეწილი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა და მიღება. ქეთი სიხუაშვილი
|