აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მედიას ანგარიში ჩააბარა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მედიას ანგარიში ჩააბარა
ნანახია: 1154

ხელისუფლება საზოგადოების წინაშე თავისი საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისა და საჯაროობის დემონსტრირებას სამინისტროების მიერ წარმოდგენილი ანგარიშით შეეცადა, თუმცა გასულ კვირას, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შემოთავაზებული პრეზენტაცია - "ანგარიში მედიას" სულ სხვა დატვირთვას და მნიშვნელობას ატარებდა. სამთავრობო უწყებამ საქართველოში მოქმედი მედიის წარმომადგენლებს ბიუროს საქმიანობის სტრუქტურა გააცნო და ერთი წლის ანგარიში ჩააბარა. საიუბილეო შეხვედრა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე გიორგი ობგაიძემ გახსნა და იმ რეფორმირების შესახებ ისაუბრა, რაც აღსრულების სფეროში გატარდა. კერძოდ, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის შემოღება, საზღვარგარეთის ქვეყნების სააღსრულებლო სისტემის შესწავლა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, აღსასრულებელი აქტების აღსრულების მაჩვენებლების ზრდა და საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაღრმავება, სააღსრულებლო პერსონალის კადრების მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და სისტემაში ხელფასების მატება. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, განხორციელებული რეფორმების შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიურო დამოუკიდებელი ფინანსებითა და დამოუკიდებელი საკადრო პოლიტიკით ჩამოყალიბდა, რამაც სფეროში ახალგაზრდა და კრეატიული გუნდი შექმნა. გიორგი ოგბაიძის თქმით, წარმატებული საქმიანობა სწორედაც, რომ ამ ადამიანების დამსახურება და შედეგია.
ქვეყანაში აღსრულების ეროვნული ბიურო "სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონისა და "სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის" საფუძველზე მოქმედებს, რომლის მიზანია ქვემდებარე სასამართლო და სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულება ტერიტორიული ორგანოების - აღსრულების ბიუროების მეშვეობით. 2008 წლიდან განხორციელებული ცვლილებების შედეგად, აღსრულებლის ეროვნული ბიურო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაიქცა. სწორედ, ამ პერიოდიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს განხორციელებულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა, აღსრულების სფეროში მრავალ ნოვაციას მისცა გასაქანი. შეიქმნა ახალი ინსტიტუტი – მოვალეთა რეესტრი, რომელმაც ფორმირება გაუკეთა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა იმ მონაცემთა ბაზას, რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების აღსრულებისთვის დადგენილი ვადა. დამკვიდრდა კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტი. საკანონმდებლო ნოვაციის თანახმად, კერძო აღმასრულებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, ახორციელებს სააღსრულებლო საქმიანობას. კერძო აღსრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ აღსრულების მხარეები ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირები არიან. ამ ინსტიტუტით გამარტივდა თავად აღსრულების პროცედურა და დაინერგა ჯანსაღი კონკურენცია. საზოგადოებას კი ალტერნატიული აღსრულების არჩევანის საშუალება მიეცა. ამასთან, საქმეთა კატეგორიზაციის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემა მომსახურების ფასიან მოდელზე გადავიდა, რაც მოქალაქეთა სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, იმ კატეგორიათა საქმეები, რომლებიც წარმოადგენენ უქონლობის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს, უფასო მომსახურეობას დაექვემდებარა. მსგავს შეღავათებს მოქმედი კანონი ცვლილებამდე არ ითვალისწინებდა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, კრიტიკას იმსახურებდა. გაუქმდა ე.წ. წინასწარი სააღსრულებლო ხარჯიც, რასაც კრედიტორი აღსრულების დასაწყისად იხდიდა. ამოქმედდა ნივთის განმეორებით აუქციონზე რეალიზაციის მექანიზმი. კერძოდ, თუ ნივთის რეალიზაცია არ მოხდა პირველ აუქციონზე, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირ შეიძინონ ნივთი განმეორებითი აუქციონის ჩატარებამდე. ასეთი ნივთი გაიყიდება პირველ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასში. ქონების შეძენის შესაძლებლობა დაინტერესებულ პირებს, ასევე მიეცემათ განმეორებითი აუქციონის ჩატარების შემდგომაც, კრედიტორის მიერ ნივთის ნატურით მიღების თაობაზე განცხადების წარმოდგენამდე. უკეთესი თვალსაჩინოებისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდს (www.nbe.gov.ge) დაემატა შესაბამისი ფანჯარა "აუქციონის შემდგომი რეალიზაცია". ამასთან, ცვლილებები შეეხო იძულებითი აუქციონისა და ქონების ნატურით გადაცემის პროცედურებს, გამარტივდა აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა და ძირითადი ცვლილებები შეეხო აღსრულების მხარეთა ინფორმირების პრინციპს, დაზუსტდა ქონების დაყადაღებისას მოვალესთან (ქონების მესაკუთრესთან) ერთად შემნახველის (მინდობილი პირის) _ პასუხისმგებლობის საკითხი. ახლებურად განისაზღვრა სააუქციონო ქონების საწყისი ფასის დადგენის წესიც. ქონება ფასდება საბაზრო ფასით. პირველ აუქციონზე მისი საწყისი ფასი საბაზრო ღირებულების 50% შეადგენს, განმეორებით აუქციონზე კი, გამოცხადებული საწყისი ფასის ნახევრად იქნება შეფასებული. სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც აღსასრულებელ აქტებს დაემატა გირავნობის მოწმობაც. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, მოგირავნის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემა ხორციელდება მის მფლობელობაში კანონით დადგენილი წესით. ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიურო ელექტრონულ პროგრამირებაზე გადავიდა, რითაც დახვეწა სერვისი და მეტი მოქნილობა შეიძინა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ბოლო წლის მონაცემებთან შედარებით, სტატისტიკური მაჩვენებლის დადებითი ტენდენცია აშკარაა. ამ ეტაპისთვის დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ არსებული დავალიანებების, ძირითადი ფიზიკური პირების სასარგებლო სახელფასო, ზიანის ანაზღაურების, დაკისრებული სარჩოს, მკურნალობის ხარჯების და სხვა სახის თანხების აბსოლუტური უმრავლესობა აღსრულებულია, ხოლო შემოსულია ახლი გადაწყვეტილებები, საამისოდ, კანონით დადგენილ წესსა და ვადებში მიმდინარეობს. 2008 წლის მანძილზე, სულ აღსრულდა 35728 სააღსრულებლო წარმოება. სააღსრულებლო ბიუროების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 10 067 067.26 ლარი შეადგინა. 2009 წლის 7 თვის მანძილზე, (იანვარი-ივლისი) სულ აღსრულდა 23 413 სააღსრულებლო წარმოება. აღნიშნულ პერიოდში აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებლო ბიუროების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 5 921 270.50 ლარი შეადგინა.
2009 წლის შემოდგომაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება, სადაც მსოფლიოს 70-მდე სახელმწიფოა წარმოდგენილი, იმთავითვე გულისხმობს საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავებას და რაც მთავარია, უფრო მეტ მოტივაციას – შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტებს დაქვემდებარებული ქართული სააღსრულებლო სისტემა.

არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48