სად შეიძლება კვალიფიკაციის ამაღლება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : სად შეიძლება კვალიფიკაციის ამაღლება
ნანახია: 1900

დღესდღეობით საქართველოში კვალიფიკაციის ასამაღლებელი უამრავი ტრენინგ-ცენტრია. ეს ცენტრები სხვადასხვა სახის და მიმართულებისაა - საგნის, ტრენინგის ხანგრძლივობისა და ფასის მიხედვით.
იმის გამო, რომ საქართველოში ყველა სფეროში არ არის დასაქმების ერთნაირი დონე, ანუ მოთხოვნა სხვადასხვა პროფესიის ადამიანზე რადიკალურად განსხვავდება, პიროვნება, რომელმაც ვერ იშოვა სამსახური საკუთარი პროფესიით, ცდილობს დაეუფლოს უფრო მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას.
ბაფ-ი არის "ბუღალტერთა მომზადების ცენტრი", რომელსაც აქვს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლებში მოსამზადებელი პროგრამა. ტრენინგის გავლა ნებისმიერი პროფესიის, უმაღლესი განათლების მქონე პირებს და ეკონომიკის ფაკულტეტის იმ სტუდენტებს შეუძლიათ, რომლებმაც დახურეს 3 კურსი. "ფედერაციაში არის ტრენინგები მათთვის, ვისაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება და ასევე მათთვის, ვისაც თავიდან სურს ბუღალტერიის შესწავლა. დამწყებთათვის არის 80 საათიანი პრაქტიკული და თეორიული კურსი, რომელიც 1-2 თვე გრძელდება. კურსი აგებულია ისე, რომ პიროვნებამ მიიღოს ის ცოდნა, რაც საჭიროა, მაგალითად, მცირე ბიზნესში მთავარი ბუღალტრის ფუნქციის შესასრულებლად. 2 თვიანი პრაქტიკული და თეორიული კურსის გარდა, შესაძლებელია სურვილის მიხედვით, კომპიუტერული კურსის გავლა, რომელშიც შედის როგორც მხოლოდ საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის, ასევე საოფისე პროგრამების შესწავლაც. ამ წლიდან ბუღალტერთა მომზადების ცენტრმა დაიწყო სტაჟირების პროგრამა, რომელიც იმათთვისაა განკუთვნილი, ვისაც უკვე გავლილი აქვს თეორიული კურსი ბუღალტერიაში, იცის საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა, მაგრამ ესაჭიროება პრაქტიკა. სტაჟირების პროგრამის ჯგუფი რვა სტაჟიორზეა გათვლილი, ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური კომპიუტერი. სწავლება მიმდინარეობს საქმიანი თამაშების სტილში. კურსი 100 საათიანია. კურსის დამთავრების შემდეგ გამოცდა არ ტარდება, რადგანაც სწავლების სტილი და მეთოდი არ ითხოვს გამოცდის აუცილებლობას. ინდივიდუალიურად ვუდგებით ყველა სტუდენტს. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ვერ გაიგებს ახსნილ თემას, ლექტორი რჩება მასთან ლექციების შემდეგ. კურსის ბოლოს დგინდება ერთი დღე და ხდება ჩანაწერებისა და დეკლარაციების საფუძველზე დეკლარაციების შედგენა. კურსის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს გადაეცემა სერთიფიკატი," - განაცხადა ბ&ფ-თან საუბრისას შპს "ბუღალტერთა მომზადების ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლავრენტი ჭუმბურიძემ.
ბუღალტრული მომზადების ტრენინგის გასავლელად, მსურველმა უნდა დარეკოს "ბუღალტერთა მომზადების ცენტრში" ( თ 350157; 356756) ტრენინგის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. ტრენინგის გავლის მსურველთან ინფორმირების მიზნით მოხდება გასაუბრება.
2 თვიანი კურსის ღირებულება წარმოადგენს 200 ლარს (ღირებულებაში შედის სახელმძღვანელოები). კომპიუტერული კურსი, რომელშიც მხოლოდ საბუღალტრო პროგრამების შესწავლა შედის ჯდება 70 ლარი, ხოლო საოფისე პროგრამების შესწავლა 100 ლარი. სტაჟიორების პროგრამა უფრო ძვირადღირებულია და დღგს ჩათვლით 750 ლარი ღირს.
ტრენინგების მრავალფეროვნებით გამოირჩევა მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტი "მასკი". ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიზო ჭელიძე - "ტრენინგ-ცენტრი ინსტიტუტის ბაზაზეა შექმნილი. ტრენინგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კურსის სპეციფიკაზე. ჩვენთან რამდენიმე სახის კურსი, ტრენინგი, სასწავლო და მასტერკლასი ფუნქციონირებს. Gგვაქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ტრენინგები. რამდენიმე კვირიანი კურსი გვაქვს ბიზნეს სამართალში, სადაც სტუდენტებს ვასწავლით ბიზნესის კეთების საფუძველს. გვაქვს ტრენინგი ევროკავშირზე, რომელიც მოიცავს კურსს ევროკავშირის სტრუქტურის, პოლიტიკის და ისტორიის შესახებ. ამ ტრენინგების ღირებულება 260 ლარია. სასწავლო კურსები უფრო გრძელვადიანია და რამდენიმე თვე გრძელდება. ესენია ინგლისური, რუსული, ბიზნეს-ინგლისური, ბიზნეს-რუსული. Bბიზნეს-რუსულის სასწავლო კურსის ღირებულება 390, ხოლო ბიზნეს-ინგლისურის 480 ლარია. Gგვაქვს მასტერკლასის პროგრამაც, რომელიც აერთიანებს სამსახიობო, სარეჟისორო, საოპერატორო, ვიდეოსამონტაჟო, როგორც ბაკალავრიატის, ასევე სამაგისტრო პროგრამებს. სამსახიობო ჯგუფს ხელმძღვანელობს ნინელი ჭანკვეტაძე, სარეჟისოროს მერაბ კოკოჩაშვილი და გოგი ქავთარაძე. ინსტიტუტს აქვს თავისი ტელესტუდიაც. მასტერკლასის ღირებულება 300-დან 500 ლარამდე მერყეობს."
დღეს თბილისში ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების ფართო არჩევანია. ერთ-ერთი მათგანია მსოფლიო ორგანიზაციის წევრი "საერთაშორისო სახლი" (Iნტერნატიონალ Hოუსე). IH-ს აქვს ბიზნეს-ინგლისურის შესასწავლი კურსები. სწავლების მსურველები კურსის დაწყებამდე გადიან ტესტირებას და გასაუბრებას. საჭიროა სპეციალური ანკეტის შევსება. ამით განისაზღვრება პიროვნების პროფესიული პრიორიტეტები, რის მიხედვითაც მოხდება კურსის შერჩევა. გაკვეთილების ხანგრძლივობა კვირაში სამი დღეა, დროის შერჩევა სტუდენტის სურვილისამებრაა შესაძლებელი. ლექციის ხანგრძლივობა 2 საათია, კურსის ხანგრძლივობა კი 9 ან 18 კვირა. შესაძლებელია შედგეს სპეციალური კურსი სტუდენტის პროფესიული პრიორიტეტების გათვალისწინებით. ერთი თვის სასწავლო გადასახადი 190 ლარს შეადგენს


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48