ნანახია: 690
"საქართველოს მწვანეთა პარტიას" არაერთხელ მოგვმართა კასპის მოსახლეობამ, რომელიც ძალზე შეშფოთებულია "ჰაიდელბერგცემენტკავკაზუსში" შემავალი საწარმოების მუშაობით: მათი ფუნქციონირებებისას ძალზე ბინძურდება გარემო და საწარმოთა მიმდებარე ტერიტორია, გამოიყოფა და 12 კილომეტრის რადიუსზე ვრცელდეა ძლიერი ხმაური, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამასთან, ირღვევა "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სანიტარული ნორმები. მოსახლეობის მრავალი წერილობითი თუ ზეპირი თხოვნის მიუხედავად, სიტუაცია კვლავაც უცვლელია. "ჰაიდელბერგცემენტკავკაზუსის" საწარმოების მუშაობით დარღვეულია კონსტიტუციის 37-ე მუხლი და `გარემოს დაცვის შესახებ~ კანონში ასახული მოსახლეობის უფლებები: "ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი." ასევე ირღვევა: საქართველოს კანონი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ", საქართველოს კანონი "გარემოს დაცვის შესახებ", საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრიეს 1998 წლის 30 იანვარს #44/ო ბრძანება "საქართველოში 1992 წლამდე მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმატივების დროებით ძალაში დატოვების შესახებ."საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის #807 ბრძანებულება "ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999-2005 წლების ღონისძიებაღა ნუსხის დამტკიცების შესახებ."
|