ნანახია: 977
ეკონომიკური კრიზისის შედეგად შეჩერებული მშენებლობების გასაგრძელებლად, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და ქალაქის ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული საბინაო ფონდის გასაუმჯობესებლად, თბილისის მერიამ ივნისის თვეში ახალი პროქტი: "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" წარმოადგინა, რომლის ფარგლებში სამშენებლო კომპანიები მოლაპარაკებებს მოსახლეობასთან და ბანკებთან აწარმოებდნენ. თანხმობის შემთხვევაში დეველოპერები მოსახლეობას საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ახალ, კომპფორტულ სახლებში გადასვლას სთავაზობენ. პროექტი ნებაყოფლობითია, მის დასრულებამდე მოსახლეობა ძველ საცხოვრებელ სახლებზე საკუთრების უფლებას სრულად ინარჩუნებს. ამავდროულად დეველოპერები შეჩერებული მშენებლობების გასაგრძელებლად მოლაპარაკებებს საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან ახორციელებდნენ. მათ ბანკთან გარანტად სესხის გაცემაზე სახელმწიფო უდგება, რაც რისკს მინიმუმამდე ამცირებს. პროექტი, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკური პრობლემების დაძლევა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ახალი სამუშაო შეიქმნა. თბილისის მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი ხელმძღვანელობს. კომისია მენაშენეთა მიერ წარმოდგენილ წინადადებებს განიხილავს და გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს. ყველაფერი ეს კი საბუთების მიღების დასრულების შემდეგ მოხდება. კომპანიების მიერ შემოტანილი განცხადებების მიღების ოო ვადა 25 სექტემბერი, 12:00 საათი იყო.
|