ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან
ნანახია: 903

უხლოეს მომავალში საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს ახალი პოლიტიკური მოძრაობა შეუერთდება."სოციალ დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისთვის" სულ ახლახანს შეიქნა და მისი პრეზენტაცია ოქტომბრის შუა რიცხვებში იგეგმება. ახლადშექმნილი მოძრაობის შეხედბულებები, ხედვები რადიკალურად განსხვავდება საქართველოში დღეს წარმოდგენილ პოლიტიკური ძალებისაგან. კერძოდ, ისინი ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტად სოციალურად ორიენტირებულ, კოორდინირებულ შერეულ ეკონომიკის შექმნას ასახელებენ და მიიჩნევენ, რომ საჭიროა დღევანდელი პოლიტიკა ფუნდამეტურად შეიცვალოს.
"ბ&ფ" სოციალ დემოკრატების მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამით დაინტერესდა და მოძრაობის ლიდერს ბ-ნ გია ჟორჟოლიანს ესაუბრა.
ბ-ნ. გია, პროგრამაში საუბარია, რომ თქვენი მოძრაობის მთავარი მიზანია, საბაზრო ეკონომიკიდან სოციალურად ორიენტირებულ, კოორდინირებულ შერეულ ეკონომიკაზე გადასვლა. ზოგადად, რას ნიშნავს სოციალურად ორიენტირებული, კოორდინირებული შერეული ეკონომიკა? რატომ მიგაჩნიათ ეკონომიკის ასეთი სახით ფუნქციონირება უფრო ქმედითუნარიანად?
- პირველ რიგში, მე ვიტყოდი, რომ ეს არ ნიშნავს საბაზრო ეკონომიკის უგულვებელყოფას, ან საბაზრო ეკონომიკაზე უარის თქმას. ეს ნიშნავს საბაზრო ეკონომიკის ისეთ ფუნქციონირებას, რომელიც ხელს შეუწყობს წმინდა ბაზრის მიერ გამოწვეული უთანაბრობების გათანაბრებას. თუმცა მეურნეობაში წამყვანი კვლავ კონკურენტული მიდგომები უნდა იყოს. რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, არ წარმოადგენს არავისთვის სიახლეს. განვითარებულ ქვეყნებში არ არსებობს ასეთი რადიკალური საბაზრო მექანიზმები, რომლებისგანაც სახელმწიფო არის განყენებული და სახელმწიფო არ ახდენს რეგულირებას. შერეულ ეკონომიკაში, პირველ რიგში, იგულისხმება ის, რომ აქ არის შერეული მექანიზმები, რომლებიც წარმართავენ ეკონომიკას. ერთი მხრივ, ეს საბაზრო მექანიზმები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს როლი, რომელიც აქტიურად ახდენს ამის რეგულირებას არსად არ არის უგულველყოფილი. სოციალური საბაზრო ეკონომიკა, ეს არის ცნება, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ლუდვი გეხარტეს რეფორმების შედეგად ომის შემდგომ გერმანიაში. ანუ ეკონომიკა იყო საბაზრო, მაგრამ ამავდროულად ის იყო ორიენტრებული სოციალურად. ეს ნიშნავდა იმას, რომ "საზოგადოებრივი სიკეთეები" მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. მაგალითად, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ე.წ. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს პერიოდს, რომელიც ოცდაათი წელი გრძელდებოდა, უწოდებენ "დიდებულ ოცდაათს." ეს იყო საუკეთესო წლები ევროპის ისტორიაში, ამ პერიოდში ისეთი საზოგადოებრივი სიკეთეები, რომლებიც ადამიანებს სჭირდებათ, ინფრასტრუქტურა, განათლება, გარემოს დაცვა, სახელმწიფოს მიერ იყო საკუთარ თავზე აღებული. გარდა ამისა, სახელმწიფო თავისი სტიმულირებითა და რეგულირების სხვა მექანიზმებით ხელს უწყობდა დასაქმების მუდმივად გარკვეულ დონეზე შენარჩუნებას, ან დასაქმების დონის ზრდას. ეს ძირითადად ეყრდნობოდა ეკონომიკის თეორიებიდან კეინსის შრომებს, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დასაქმებას და მას მიიჩნევდა წარმატებული ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად. დღეისათვის ძალიან საინტერესოა, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან სერიოზულად ხდება გადახედვა იმ ეკონომიკური პოლიტიკისა, ასე ვთქვათ, ნეოლიბერალური ეკონომიკისა, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და ამ გადახედვისას სულ უფრო ხშირად ისმის კეინსის სახელი. მაგალითად, სულ ბოლო ხანს გამოქვეყნდა შარშანდელი ნობელის პრემიის ლაურეატის პოლ კრუბლანის სტატია, რომელიც 2009 წლის კრიზისს ადარებს 1929 წლის კრიზისს, რომელსაც შემდეგ მოჰყვა კეინისის იდეების გავრცელება. სტატიაში ნათქვამია, რომ კრიზისის დაძლევისათვის სასურველია კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ კეინსის იდეებს. გარდა იმისა, რომ რადიკალური, ფუნდამენტალისტური ნეოლიბერალური მიდგომები 2008 წლის კრიზისის შემდეგ ძალიან სერიოზული კრიტიკის ქარ-ცეცხლშია გატარებული, როგორც ეკონომისტების, თეორიტიკოსების, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ, სახელმწიფო პოლიტიკები იცვლება უმრავლესობა ქვეყნებში. მოგეხსენებათ, ძალიან დიდ სახელმწიფოს ფუნქციები მნიშვნელოვნად იზრდება განსაკუთრებით ეს ითქმის აშშ-ზე, რომელიც უფრო ნაკლებად იყო ორიენტირებული ასეთი ტიპის ეკონომიკაზე, ასევე ევროპაშიც იცვლება ამგვარი მიდგომები. ცხადია, როგორც მემარცხენე ისე მემარჯვენე პოლიტიკური პარტიებიც იცვლიან შეხედულებებს. ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ საქართველოში არ ექცევა ამას განსაკუთრებული ყურადღება და არ გახდა მსჯელობის საგანი, მითუმეტეს, რომ ეს არის ჩვენთვის კიდევ უფრო საშური, ვიდრე იმ ქვეყნებისთვის, სადაც ამ სახელმწიფოს როლის და ნეოლიბერალური პრინციპების გადააზრება ხდება. ეს იმიტომ, რომ ჩვენთან კიდევ უფრო სუსტი იყო სახელმწიფო, ვთქვათ, როგორც ეკონომიკის რეგულატორი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ფუნდამენტალისტური ვარიანტი ხორციელდებოდა ამ ნეოლიბერალური მიდგომებისა თავისი პოპულისტური შემადგენლობით. პოპულიზმი გულისხმობს, მაგალითად იყო რაღაც დასაქმების, სიღარიბის დაძლევის პროგრამები, რომლებიც რეალურად არაფრის მომტანი არ იყო და უფრო პროპაგანდისტულ ფუნქციის ნაწილს წარმოადგენდა. რეალურად, არც დასაქმებას და არც სიღარიბის დაძლევას შეუწყო ხელი ამ პროგრამებმა. ჩვენ გვქონდა ვითარება, როცა სახელმწიფო თვითონ ეკონომიკაში არ ერეოდა, მაგრამ სახელმწიფო ჩინოვნიკები კერძო ინტერესების შესაბამისად ძალიან სერიოზულად ერეოდნენ ეკონომიკაში, მაგრამ ვიმეორებ, თავიანთი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე . როგორც ასეთი, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მათ არ ჰქონდათ. ეს ბევრად უფრო მძიმე ვითარებას იწვევდა ვიდრე ნეოლიბერალური მიდგომები, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, განვითარებულ ქვეყნებში და ამიტომაცაა, რომ მივიღეთ ოლიგარქიული ჯგუფები საქართველოში და საყოველთაოდ ცნობილია ამ მხრივ რუსეთის მაგალითი. საქართველოში ამის თეორიული ანალიზი რატომღაც არ კეთდება.
სწორედ, ეს არის ის მიდგომები და პრინციპები, რომლებიც ჩვენი აზრით უნდა დაედოს საფუძვლად ეკონომიკურ პოლიტიკას, ქვეყანაში უნდა დაიწყოს სახელმწიფოს მხარდაჭერით მისი განხორციელება. ეს არ ეხება მხოლოდ ბოლო წლებს, თუმცა ეს ბოლო წლები განსაკუთრებული იყო ფუნდამენტალისტური ტიპის ნეოლიბერალური მიდგომების დამკვიდრებისათვის და ეს თუ ძალიან სერიოზულად არ იქნება გადახედილი და თუ არ შეიცვლება, ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში. როდესაც საუბარია, ქვეყნის განვითარებაზე, არ უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, განვითარებაში უნდა ვიგულისხმოთ ქვეყნის განვითარება ისე, რომ ყველა მოქალაქე ამ ქვეყნისა გახდეს ამ განვითარების აქტიური შემოქმედი და აქტიური მომხმარებელი ამ განვითარებისა. ეს ნიშნავს, რომ განვითარება უნდა იყოს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, და ამავდროულად განვითარება უნდა იყოს, არა ცალკეული ჯგუფებისათვის, არამედ ყველასთვის.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ამ ოცი წლის შემდეგ პირველად უნდა შევიმუშაოთ ჩვენი პოლიტიკა, და ეს პოლიტიკა უნდა იყოს რადიკალურად განსხვავებული იმისგან რაც აქამდე იყო. ეს უნდა იყოს სოციალურად ორიენტირებული, განვითარებაზე ორიენტირებული, და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა იყოს გაზრდილი შეუდარებლად. სინამდვილეში უნდა დავიწყეთ ფუნდამეტურად განსხვავებული პოლიტიკა. განსხვავებული არა მხოლოდ დღევანდელი მთავრობის პოლიტიკასთან მიმართებაში, არამედ დამოუკიდებლობის შემდგომ წარმოებული ყველა პოლიტიკასთან მიმართებაში.
- თქვენი აზრით, როგორ უნდა მოხდეს საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა, ადგილობრივ ინვესტიციებზე, ადგილობრივ პროდუქციის წარმოებაზე, ექსპორტის განვითარებაზე ხელის შეწყობა?
- ის, რაზეც მე აქამდე ვისაუბრე, განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს, რომელთა ფარგლებში უნდა განხორციელდეს ცალკეული პოლიტიკები, მათ შორის ინვესტიციის პრობლემისადმი მიმართული პოლიტიკები. ეს, ცხადია, გულისხმობს სტიმულების შექმნას სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციებისთვის, გულისხმობს ხელსაყრელი პირობების შექმნას რეინვესტირებისთვის, ყველა შემთხვევაში უნდა გულისხმობდეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოდერნიზაციაზე ორიენტირებული ინვესტიციების მიმართ და ასევე ისეთი ინვესტიციების მიმართ, რომელიც ხელს შეუწყობენ ჩვენი ექსპორტის წახალისებას და ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირებას უფრო ფართო ეკონომიკურ სივრცეებში.
ჩვენი აზრით, რადიკალურადაა შესაცვლელი საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ უნდა გავიაზროთ და შევხედოთ სიმართლეს თვალებში, რომ მოდერნულ ეკონომიკას, ისეთი ტიპის ეკონომიკას, რომ თანამედროვე ტიპის ეკონომიკაში მოახდენს ინტეგრირებას, საქართველო ვერ შეძლებს ჩამოაყალიბოს მძლავრი ექსპორტის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმპორტის შემცვლელი წარმოება თუ განვითარდება მხოლოდ ჩვენში, ჩვენ შეზღუდული ვიქნებით მთელ რიგ წარმოების სფეროებში, რამდენადაც მომხმარებელი იქნება ძალიან შეზღუდული და მაღალი დონის მოდერნულ ეკონომიკას ვერ ვაწარმოებთ. თავისთავად ეს დაანგრევს შემდეგ იმპორტის შემცვლელ ეკონომიკებს, როგორც მოხდა ეს სამხრეთ ამერიკის შესაბამის პოლიტიკების პირობებში, ეს იყო 70 – 80 წლებში და ამ ორიენტირების დანგრევას მოჰყვა შემდეგ ნეოლიბერალიზმი და სრული სავაჭრო თავისუფლება.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა დიდ წილად დამოკიდებული იქნება ზოგადად ჩვენ საგარეო პოლიტიკაზე. ძალიან სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რეგიონულ ინტეგრაციაში დავიკავოთ ჩვენი ადგილი. AM
- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად მუშაობს საქართველოში დღევანდელი მაკროეკონომიკური მართვის უზრუნველმყოფი ინსტიტუტები? როგორია თქვენი პოზიცია მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით?
- ჩემი აზრით, დღეს საქართველოში მსგავსი ტიპის ორგანოები პრაქტიკულად არ ფუნქციონირებენ. ისინი არ შეიმუშავებენ არანაირი პოლიტიკას. მეტიც, მე მახსოვს, მსგავსი ტიპის ორგანოების ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ არავითარი ეკონომიკური პოლიტიკის გამომუშავება ამ მიმართულებით არ არის საჭირო, ბაზარი თვითონ დაარეგულირებს ყველაფერს. ამგვარად, ჩვენთვის სრულიად უცხოა ისეთი ტიპის სახელმწიფო ინსტიტუტები, ანალიზისა და დაგეგმარების უწყებები, რომლებიც იყო მაგალითად იაპონიაში, საფრანგეთში და ა.შ.
საქართველოში ამ ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტიურად, დამოუკიდებლობის შემდეგ, საბჭოთა ტიპის კოლექტივიზმის უარყოფამ, გამოიწვია ზე აღმატებული ღირებულების მინიჭება ინდივიდუალიზმისადმი. ამ დროს კოოპერირება, თანამშრომლობა, სოლიდარობა, როგორც სოციალურ ცხოვრებაში, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაში ძალიან დიდი როლს ასრულებს. ძლიერი სოციალური კაპიტალის არსებობას ანუ ნდობის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, სოლიდარობის, თანასწორობის პრინციპების არსებობისა და მხარდაჭერის გარეშე დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად და დემოკრატიული ტრანსფორმაციის დღის წესრიგში მდგარი ეს საკითხები, რომელსაც ხშირად გვესმის, ეს იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობა, თუ ძალაუფლებრივი ხელისუფლების დაყოფა ვერ განხორციელდება.
- დღეს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პოლიტიკა ფაქტიურად არ არსებობს. რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ ამ უმნიშვნელოვანესი სექტორების განსავითარებლად?
საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესი ასრულებს არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ როლსაც საზოგადოების ცხოვრებაში. ეს არის ფაქტიურად ე.წ. საშუალო კლასის ხერხემალი. სახელმწიფო ჩინოვნიკებთან და სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებთან ერთად საინჟინრო ტექნიკურ პერსონალთან და საშუალო რანგის მენეჯერებთან ერთად ეს ქმნის საშუალო კლასს. ყველგან ეს კლასები არიან წამყვანი კლასები პოლიტიკურად, ისინი არ არიან ყველაზე მდიდარი ადამიანები, ცხადია, საშულო ფენაა. საქართველოში ძალიან დიდია განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ყველაზე მდიდარი არის 10 % ყველაზე ღარიბი 10%. მგონი, ესეც დიდია და 22% არის განსხვავება, მაშინ როცა საშუალოდ., ევროპის განვითარებულ ქვეყნებში 7% იყოს განსხვავება, ან ნაკლებად. დანარჩენი განვითარებულ ქვეყნებში დაახლოებით 60%-70% არის არის საშუალო კლასი. Eეს საშუალო ფენა იღებს უმთავრეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და როგორც აღვნიშნე, ამ ფენის ხერხემალი არის მცირე და საშუალო ბიზნესი. რაც შეეხება მათ ხელშეწყობას, ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი, თუმცა ასე ზოგადად საუბარი და შეპირებების მიცემა, რომ გადასახადებს მაქსიმალურად შევამცირებთ ცოტა რთულია. ამ მიმართულებით ყველაფერს სჭირდება შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების ანალიზი, პროგნოზირება და შესაბამისი პოლიტიკების გამომუშავება.
- თქვენი მოძრაობის იდეები, რადიკალურად განსხვავდება დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი ძალების იდეური ხედვებისაგან. რეალურად, როგორ ხედავთ სოციალურ-დემოკრატიული მოძრაობის პერსპექტივას საქართველოში და რამდენად რეალურია, რომ მას მიიღებს საზოგადობა?
- ის ორიენტირები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, არ არის სადღაც თეორიაში ამოკითხული რამ.
ჩვენი აზრით,ეს არის ის, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და ამ ამოცანების წინაშე სწორედ, რომ ცხოვრებამ დაგვაყენა. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში ეს ორიენტირები და ღირებულებები მხარდაჭერილია, რადგან ეს არის ჩვენში ფართოდ გავრცელებული, პატივცემული და დაფასებული მიდგომები. საბჭოთა პერიოდშიც კი ეს მიდგომები მართალია სახელმწიფო დონეზე არა, მაგრამ ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც იყო გავრცელებული. ამას ზოგჯერ უწოდებენ მეორე კულტურას, ერთი ოფიციალური კულტურის პარალელურად არსებობდა მეორე და ეს ურთიერთობები ჩვენში ძალიან ხშირად ეყრდნობოდა სწორედ ამ პრინციპებს. ეს ყოველივე საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. თუ ჩვენ არ დავიწყეთ ამაზე უახლოეს ხანებში რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, შავბნელი მუქი პერსპექტივები გველოდება. მარგინალიზებისკენ წავა ჩვენი ეკონომიკა, სოციალური ცხოვრება, აღმოვჩნდებით იზოლირებულები საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით და ის მცირედი საფუძველიც კი, რომელიც დღეს გვაძლევს იმის შანსს, რომ დავძრათ ეს საქმე, გაანვითარებისკენ წავიდეთ, ეს შანსიც სულ უფრო და უფრო შემცირდება.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს კარგად ესმის. ჩვენმა მოძრაობამ აუცილებლად უნდა შეიცვალოს წარმოდგენები პოლიტიკაზე. ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანებისგან შემდგარი პოლიტიკური მოძრაობა, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკების ცვლილებებზე არიან ორიენტირებულები და არა როგორც ამას უწოდებენ, პოლიტიკაზე პოლიტიკების გარეშე. მე ვთვლი, რომ პოლიტიკური ცხოვრების სტილის შეცვლა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომლის დაძლევის გარეშეც ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენს ცხოვრებას. თუკი ვერ შევცვლით ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ გველოდება უპერსპექტივობა.

ესაუბრა ნატა მიგრიაული


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48