ნანახია: 1110
თბილისში პარკირების ახალი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რასაც კომპანია "სითი პარკი" ახორციელებს, საზოგადოების მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ზოგადად, პარკირების მოწესრიგებას ყველა მიესალმება, თუმცა არსებობს არგუმენტები, რომ "სითი პარკის" მიერ შემოთავაზებული ერთგვარი რეფორმა, დედაქალაქში მოძრაობას არ განტვირთავს, პარკირების ახალი სისტემა, რეალურად, მხოლოდ ფასების გაზრდა და ამ სისტემაში მოძრავბი თანხების ერთ ჯიბეში გადამისამართებაა. "პარკირების ორგანიზება საგრძნობლად შეუწყობს ხელს საცობების განტვირთვას და ნორმალური საგზაო მოძრაობის აღდგენას", - ნათქვამია "სითი პარკის" ოფიციალუყრ ვებ-გვერდზე, თუმცა, ამ დეკლარირებული განცხადების გარდა, ქართულ-ებრაულ კომპანიას ჯერ საზოგადოებისთვის სასარგებლო არაფერი შემოუთავაზებია. "კომპანიას უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია პარკირების რეგულირების სფეროში. ჩვენი კომპანია მსგავსი საქმიანობით ისრაელის დაახლოებით 20 ქალაქშია დაკავებული, სადაც დანერგილი გვაქვს უთანამედროვესი მეთოდები", - ეს "სითი პარკის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაა. ამ ვებ-გვერდზე არ არის მითითებული, თუ რა მეთოდებით მუშაობს ისრაელში პარკირების სისტემა და როგორია იქ გადასახადები, ვებ-გვერდზე მხოლოდ თბილისში მოქმედი წესების შესახებ არის მითითებული. თუმცა, ის იმდენად ბუნდოვანი და ქართულ სიტუაციასთან შეუსაბამოა, რომ ამ ინფორმაციიდან რეალურის ამოკრეფა ძალიან რთულია, ამიტომ, ემპირიულად დავაკვირდეთ პარკირების ახალი სისტემის დანერგვის მიმდინარეობას. ახალი სისტემის დანერგვის მთავარი ამოცანა, დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვა და რეალობის და ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისი გადასახადების დაწესებით, უჯეტში გარკვეული თანხების მოზიდვა გახლდათ. რას აკეთებს კომპანია "სითი პარკი" ამ ამოცანების რეალიზებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იგი დედაქალაქის რეალობაში უკვე რამდენიმე თვეა შემოვიდა, ფაქტია, რომ ავტომობილების მოძრაობა არ განტვირთულა და არც გადასახადებია ჩვენი ეკონომიკის ადეკვატური. ამ ფონზე, სულ უფრო მედატ იმატებს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც პარკირების "სითი პარკის" მიერ შემოთავაზებული მეთოდის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილებას გამოთქვამს. პარკირების თემა ერთერთი ყველაზე პოპულარულია თბილისის ფურუმზე, სადაც ამ თემაზე გამოთქმული მოსაზრებები უკვე 88 გვერდს შეადგენს, ამ 88 გვერდიდან ნახევარიზე მეტი, "სითი პარკის" უშვერი სიტყვებით ლანძღვაა. მართალია, ლანძღვა-გინების მომხრე ამ საზოგადოებაში არავინაა, მაგრამ "სითი პარკის" ალოგიკური ქმედებების გათვალისწინებით, ძლელია არ გაიზიარო ამ დაინტერესებული ადამიანების სულისკვეთება. `ოფიციალური რეკეტია ეს "სითი პარკი", მეტი არაფერი, მოძრაობის გამარტივება არა იხვის ტოლმა... - იქ სადაც საკანალიზაციო ჭების უმეტესობა ან ახდილია ან იმდენად ჩაწეული გზის საფარიდან, რომ სერიოზულად უშლის ხელს მოძრაობას... - იქ სადაც შუქნიშნების უმეტეოსბა დატოტვილი ხის ფოთლებს ეფარება... - იქ სადაც წითელზე გაჩერების და მწვანეზე დაძვრის კულტურა არ არსებობს... - იქ სადაც ყვითელი ავტობუსები 2 ზოლიან ქუჩაზე "გონკაობენ"... - იქ სადაც არ არსებობს ტექდათვალიერება და ქუჩაში დადიან ისეთი მანქანები რომლებსაც არც მუხრუჭი უმუშავებს, არც ფარები უნთია და არც პავაროტნიკი არა აქვს, ბოლავს და გრუხუნებს....", - ეს მოსაზრება ერთ-ერთ ფორუმელს ეკუთვნის. საინტერესოა, რას აკეთებს ამ სიტუაციის შესაცვლელად პარკირების ახალი სისტემის დამნერგავი კომპანია, ან მისი დამქაში დედაქალაქის მერია. და საინტერესოა, რას იღებს მოსახლეობა ამ სიტუაციის შესაცვლელად, შემოსული "სითი პარკის" მოქმედებით. იმ დროს, როდესაც მერია გვპირდება განტვირთულ მოძრაობას, თბილისის ქუჩებში უხვად გამოჩნდა განიერი სატვირთოები, რომლების არასწორად დამდგარი მანქანების საჯარიმო სადგომზე ევაკუაციას ახდენენ. ბუნებრივია, ეს სატვირთოები ქუჩაში ნელა მოძრაობენ და მთლიანად მოძრაობას აფერხებენ, იგივე ხდება დამრღვევი ავტომობილის ევაკუატორზე ატვირთვისას. ამ სიტუაციის შესაცვლელად, მერიამ შემოგვთავაზა კომპანია "სითი პარკი", რომელმაც პარკიონგის მოწესრიგება ფასების "მოდერნიზებით" დაიწყო. ოფიციალურად, ზონების მიხედვით, 1 საათით პარკირების გადასახადი 20 თეთრი, 50 თეთრი და ერთი ლარი იქნება. ასევე დახვეწილი და მოწესრიგებუყლია გადახდის სისტემა, მაგრამ რატომ უნდა გადაიხადონ თბილისელმა მძღოლებმა ეს საფასური ამას ლოგიკურად ვერავინ ასაბუთებს. "რის მიხედვით მოხდა ტარიფების დაანგარიშება?! მაგალითად, პურის ფასი იანგარიშება, -ფქვილის ფასს + მარილი + ზეთი + მცხობელი + ელექტროენერგიის გადასახადი + რაღაც თვლადი ხარჯები და კიდევ მოგება. პარკინგის ფასები როგორ დათვალეს? რატომ მაგალითად 1 ლარი, 50 თეთრი, 20 თეთრი საათში და არა ვთქვათ 51, ან 49, ან 70, ან 15, ან 35, ან 2? რა ეკონომიკური პარამეტრებით მოხდა დათვლა?", - ასე სვამს საკითხს კიდევ ერთი ფორუმელი. პარკირების ფასის დადგენის მეთოდთან დაკავშირებით, საინტერესო მოსაზრება სხვებსაც აქვთ, - "მე, (ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოქალაქე) ვიხდი გარკვეულ გადასახადებს, -კომუნალურს, პირდაპირს, არაპირდაპირს თუ სხვა. შესაბამისად ვიცი, რომ ჩემს მიერ გადახდილი გადასახადის შედეგად მაქვს ელექტროენერგია, გაზი, წყალი, სასწრაფო, სახანძრო, მაქვს განათებული ქუჩა და ასე შემდეგ. ანუ გადახდილი თანხის შესამაბის პროდუქტს მე, როგორც ინდივიდი და საზოგადოების ნაწილი ვიღებ ამა თუ იმ ფორმით. რაც შეეხება პარკირების ახალ სისტემას და ფასებს, ვერაფრით მივხვდი რა სარგებლის მომტანია მოქალაქისთვის "სითი პარკისთვის" გადახდილი თანხა. ეკონომიკური ურთიერთობის ფორმას, როცა ერთი მხარე ფულს იხდის და სანაცვლოდ არაფერს იღებს ხარკი ეწოდება და არა გადასახადი", - ნათქვამია თბილისის ფორუმზე. ჩვენს ქვეყანაში ფასების დადგენა ძალიან საეჭვო თემაა, არასწორ და მონოპოლიურ ფასებზე საუბრობენ თითქმის ყველა სფეროში, ფარმაცევტულ პროდუქტებზე, საწვავზე, ელექტრო ენერგიაზე, კომუნიკაციის საშუალებებზე და ასე შემდეგ. "სითი პარკი", როგორც ჩანს კიდევ ერთი კომპანიაა ქართულ რეალობაში, რომელიც ფასებს საკუტარი ინტერესების შესაბამისად ადგენს და არა ეკონომიკური კანონზომიერებებით. კანონზომიერებები და სიტუაციის ლოგიკური ახსნა, ამ ქვეყანაში ძალიან რთულია. პირველ ყოვლისა, ლოგიკას არ ექვემდებარება, მერიის გადაწყვეტილება, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, კიდევ ერთი უშინაარსო რეფორმა შესთავაზა, რაც მოსახლეობას ძალიან მძიმედ დააწვება. საინტერესოა, რატომ მისცა მერიამ "სითი პარკს" მოსახლეობის ხარჯზე ფულის კეთების საშუალება? სხვანაირად ვერ უწოდებ სიტუაციას, როცა კომპანია, რომელსაც ბიზნესისთვის, პრაქტიკულად, ფული არ დაუხარჯია, ამ მეთოდის ამოქმედების პირველივე თვეებში უზარმაზარ მოგებას ნახავს. პარკირების, მეთოდის დასანერგად, ერთადერთი რაც "სითი პარკმა" ხელშესახები გააკეთა, ეს არის სპეციალური ტერიტორიებს დახაზვა. რამდენიმე ტონა საღებავის ინვესტიციით, ათეულობით მილიონის შოვნა კარგია, მაგრამ ეს ბიზნესი კი არა ყაჩაღობაა და მეტი არაფერი. "მოკლედ გვაჩმორებს ეს მთავრობა, იმიტომ რომ გაუდის რა... და რომ გაუდის ეს უკვე ჩვენი ბრალია...", - აცხადებს ერთერთი ფორუმელი.
|